დიდი 10-ის მე-5 ტურის დასკვნითი სამი თამაში ხვალ ქუთაისსა და თბილისში გაიმართება. ცენტრალურ შეხვედრას „აია არენა“ უმასპინძლებს და „აია“ 16 საათიდან ქვეყნის ჩემპიონსა და მიმდინარე გათამაშების ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდს, თბილისის „ლელო-სარასენსს“ დაუხვდება.
დიახ, ქვეყნის ჩემპიონი ერთადერთია, რომელსაც ამ სეზონში თამაში არ წაუგია და დიდი ალბათობით, ამ ტურის შემდეგაც სატურნირო ცხრილის სათავეში დარჩება. ერთადერთი ვარიანტი, რომ „ლელო-სარასენსმა“ ლიდერობა დაკარგოს, პრემიალური მარცხია, ეს კი, იოლი საქმე სულაც არაა. აქამდე ჩატარებული თამაშებიდან, თბილისელებმა პირველი ორი პრემიალური ქულით მოიგეს, ხოლო ბოლო ორ თამაშში გამარჯვების ურყევი ნება გამოავლინეს და გადამწყვეტი ლელოები ბოლო წუთზე დადეს.
„აიამ“ სეზონის სტარტზე სამი თამაში მოიგო, ოღონდ ვერცერთხელ შეძლო პრემიის აღება. ორი კვირის წინ, ქუთაისელები პირველად დამარცხდნენ, „ლოკომოტივთან“ მცირედით და ერთი პრემიალური ქულა მიითვალეს. ამ ტურში „ლოკომოტივისა“ და „ჯიქის“ გამარჯვების შემდეგ, „აია“ მე-4 ადგილამდე დაქვეითდა, თუმცა ქუთაისელები შინ მცირედით, მაგრამ მაინც ფავორიტები არიან და დაკარგულის დაბრუნება შეუძლიათ.
„აიას“ მსგავსად, განვლილ 4 ტურში მოედანი უქულოდ არ დაუტოვებია ქუთაისის მეორე გუნდ „ბაგრატს“. დიდი 10-ის დებიუტანტმა მშობლიურ ქალაქში სამჯერ ითამაშა და სამივეჯერ მცირედით დამარცხდა, ხოლო თბილისში „არმაზთან“ გამარჯვება იზეიმა. ახლა „ბაგრატი“ დედაქალაქს მეორედ სტუმრობს, ამჯერად „არმიას“. არმიელებმა მონაცვლეობით ორი მარცხი და ორი გამარჯვება მოიპოვეს, ჯამში 9 ქულა მოაგროვეს და მომავალ მეტოქეს 2 ქულით უსწრებენ.
ერთი საათის დაგვიანებით, 17 საათზე „შევარდენზე“ იწყება აუტსაიდერების, „აკადემიასა“ და „არმაზის“ შეხვედრა. აკადემიელებმა პირველ ტურში გამარჯვების შემდეგ ზედიზედ სამი შეხვედრა დათმეს, აქედან მხოლოდ ერთი მცირედი სხვაობით და ჯამში 5 ქულა მოაგროვეს. „არმაზი“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც ამ სეზონში გამარჯვებით ჯერ არ გაუხარია და ოთხი მარცხის წილ მხოლოდ ერთხელ შეძლო პრემიალური ქულის აღება.
2016/2017 წლების სეზონი. დიდი 10
V ტური. 9 ოქტომბერი
თბილისი. „ავჭალა“. 16:00 საათი
არმია (თბილისი) - ბაგრატი (ქუთაისი)
ქუთაისი. „აია არენა“. 16:00 საათი
აია (ქუთაისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი)
თბილისი. „შევარდენი“. 17:00 საათი
აკადემია (თბილისი) - არმაზი (თბილისი)
8/10 | კლუბი ქალაქი | თ | მ | ფ | წ | +პ | +ნ | -დ | გატ:გაშ | სხვ | ლ | ქ |
1 | 4 | 4 | 0 | 0 | 2 | 0 | 0 | 085:050 | +35 | 12/02 | 18 | |
2 | 5 | 4 | 0 | 1 | 0 | 1 | 0 | 099:058 | +41 | 09/05 | 17 | |
3 | 5 | 3 | 0 | 2 | 3 | 0 | 0 | 111:065 | +46 | 16/06 | 15 | |
4 | 4 | 3 | 0 | 1 | 0 | 1 | 0 | 076:055 | +21 | 07/05 | 13 | |
5 | 5 | 3 | 0 | 2 | 0 | 1 | 0 | 079:069 | +10 | 07/05 | 13 | |
6 | 4 | 2 | 0 | 2 | 0 | 1 | 0 | 059:062 | -3 | 06/08 | 9 | |
7 | 4 | 1 | 0 | 3 | 0 | 3 | 0 | 076:090 | -14 | 06/10 | 7 | |
8 | 4 | 1 | 0 | 3 | 0 | 1 | 0 | 053:081 | -28 | 04/11 | 5 | |
9 | 5 | 1 | 0 | 4 | 0 | 1 | 0 | 073:128 | -56 | 09/15 | 5 | |
10 | 4 | 0 | 0 | 4 | 0 | 1 | 0 | 049:101 | -52 | 05/14 | 1 |
^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4) | 8/10 @ 17.55 |
ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში თაი’ბრეიქი (ქულათა ტოლობა) განაცხადის სანახავად ცხრილში დაწკაპეთ გუნდზე ტრანსფერები |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აია დროა კბილები გამოაჩინო