დიდი 10

22:58 | 8.10.2016 | ნანახია 2902 - ჯერ

„ჯიქი“ შეცდომებს არ პატიობს

გორის „ჯიქმა“ ბოლნისის „ყოჩებს“ შეცდომები არ აპატია, ორის წილ ექვსი ლელო დაუმიწა და პრემიალური ქულით, 38:12 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ გუნდებს ჯარიმა კარში ერთხელაც არ დაურტყამთ და ქულები ლელოებით და გარდასახვებით აგროვეს. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - შარშანდლიდან მოყოლებული, გორელებმა ბოლნისელებს ზედიზედ მეოთხე თამაში მოუგეს და აქედან სამი პრემიალური ქულით. „შევარდენზე“ გამართული ეს შეხვედრა ერთადერთი იყო მე-5 ტურის დღევანდელი პროგრამიდან და ის ორმხრივი შეცდომების სიმრავლით გამოირჩა.

სწორედ ბოლნისელთა ორ უხეშ შეცდომას მოყვა „ჯიქის“ პირველი ორი ლელო. მე-6 წუთზე „ყოჩების“ მცველმა ფეხით გადაკიდებულ ბურთს ორჯერ მისცა მიწაზე დაცემის შესაძლებლობა, შედეგად, ის დევსურაშვილის ნადავლი გახდა და ლელო მარტივად, ძელებსუკან დაამიწა, ხოლო რამაზ ხარაზიშვილმა გარდასახა. 4 წუთში „ყოჩები“ კარის წინ, ლელოდან დაახლოებით 25 მეტრში დანიშნული შერკინებიდან იწყებდა შეტევას, თუმცა გაშლის მცდელობისას ბურთი დაკარგა, ის ხარაზიშვილს მიუვიდა, სისწრაფეში ცრუმოძრაობით ორ მცველს მარტივად გასცდა და 75-მეტრიანი გარბენი ლელოთი დასრულდა, გარდასახვაც თავადვე გაიტანა და 0:14.

კიდევ 4 წუთში ბოლნისელებმა 5-მეტრა დერეფნიდან კარგი მოლით შეუტიეს და ლელოშიც შევიდნენ, მაგრამ დამიწების მცდელობისას მცველმა შემტევს ბურთი ხელიდან გამოგლიჯა და გორელებმა კონტრშეტევა წამოიწყეს. მაგრამ ახლა „ჯიქის“ მორაგბეები შეცდნენ და 22-ში ბურთი კვლავ დაკარგეს, „ყოჩებმა“ შეტევის მიმართულება ორჯერ შეცვალა, მელაძეზე ბოჭვა გაფუჭდა და მანაც მარცხენა ალამთან ლელო დაამიწა. ჯინაშვილს გარდასახვა გაუცუდდა. ბოლნისელები სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ, გასატანი პოზიციიდან ჯარიმით 3 ქულის აღებას ლელოზე თამაში არჩიეს, თუმცა საკუთარი მოწოდება წააგეს და კონტრშეტევის მცდელობა აფციაურმა სინბინის ფასად შეაჩერა.

„ყოჩები“ კაცნაკლულიც უტევდა, თუმცა კვლავ ცდებოდა და კონტრშეტევისას კიდევ ერთ გაშვებულ ლელოს გადარჩა, რადგან გორელებიც შეცდნენ. ტაიმის ბოლოს „ჯიქმა“ მესამე ლელო თავად შექმნა, როდესაც კიკნაძემ ხაზი გაჭრა, ხოლო დევსურაშვილმა ბურთი წიკლაურს გაატანა და რადგან ხარაზიშვილი დაშავდა და შეცვალეს, ამჯერად გარდასახვა ბეჟუაშვილმა გაიტანა - 5:21 პირველი ტაიმის შემდეგ.

მეორე ტაიმში „ყოჩებს“ კიდევ უფრო გაუჭირდა, რადგან მეტოქემ მათი დერეფანი ამოხსნა და მოწოდებების უმეტესობა „ჯიქის“ სასარგებლოდ დასრულდა. შედეგად, ბოლნისელები პრაქტიკულად უბურთოდ დარჩნენ და 55-ე წუთზე საკუთარ 22-ში დაშვებული შეცდომის შემდეგ კიკნაძემ ლელო დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა გორელებს ერთის წილ 4 ლელო დაუგროვდათ და პრემიის აღების შანსი გაუჩნდათ.

მათ პრემიას საფრთხე 65-ე წუთზე დაემუქრა, როდესაც ხაზი გეგენავამ გაჭრა და ოფლოუდით თანაგუნდელი მოძებნა, ხოლო მარჯვნიდან იერიშში რეხვიაშვილი ჩაერთო და ლელო ალამთან დაამიწა. ჯინაშვილმა გარდასახა და ერთი გარდასახული ლელოთი პრემიის აღების შანსი თავად გაუჩნდა. მაგრამ 3 წუთში ბოლნისელებმა საკუთარ 22-ში წააგეს დერეფანი და ხუციშვილმა ლელო დადო, რამაც „ყოჩები“ საბოლოოდ გატეხა. მატჩის მიწურულს თავისი წილი ლელო მამრიკიშვილმა მიითვალა, ბეჟუაშვილმა გარდასახა და „ჯიქმა“ 38:12 იმარჯვა.

ამრიგად, „ჯიქმა“ განვლილ 5 თამაშში პირველად დადო 6 ლელო და დააგროვა 38 ქულა. გორელებმა შეწყვიტეს ორმატჩიანი წაგებების სერია და ჩემპიონატში მესამე პრემიალური გამარჯვება იზეიმეს. „ყოჩები“ ბოლოსწინა ადგილზე რჩება, თუმცა მისი კონკურენტები ხვალ თამაშობენ და რა შეიცვლება არავინ იცის.

2016/2017 წლების სეზონი. დიდი 10

V ტური. 8 ოქტომბერი

თბილისი. „შევარდენი“

ყოჩები (ბოლნისი) - ჯიქი (გორი) 12:38 (5:21)

ყოჩები: 15. გულმაგარაშვილი, 14. მელაძე, 13. ცირეკიძე, 12. გარუჩავა, 11. გეგენავა, 10. ჯინაშვილი, 9. ბეგაძე; 1. ცუცქირიძე, 2. ხიდეშელი, 3. ხოსიტაშვილი, 4. ეფრემიძე, 5. გოგიძე, 6. აფციაური, 7. ტყეშელიაძე, 8. ჩხიკვაძე.

სათადარიგოები: 16. სვანიძე, 17. ჯინჭარაძე, 18. ცუხიშვილი, 19. პირმისაშვილი, 20. გუგეშაშვილი, 21. რეხვიაშვილი, 22. ნიკოლაშვილი, 23. ჯაშიტაშვილი.

2 ლელო: მელაძე, რეხვიაშვილი

1 გარდასახვა: ჯინაშვილი

1 სინბინი: აფციაური

ჯიქი: 15. კიკნაძე, 14. წიკლაური, 13. დევსურაშვილი, 12. ჯინჯიხაძე, 11. ხარაზიშვილი, 10. ბეჟუაშვილი, 9. ნადირაძე; 1. კაკოვინი, 2. მამრიკიშვილი, 3. დონაძე, 4. გოგოლიძე, 5. ტრაპაიძე, 6. შენგელია, 7. მჭედლიშვილი, 8. სუხაშვილი.

სათადარიგოები: 16. ქარჩავა, 17. ორაგველიძე, 18. გურგენაძე, 19. კიკნაძე, 20. ტუჩაშვილი, 21. ზაბახიძე, 22. სამხარაძე, 23. ხუციშვილი.

6 ლელო: დევსურაშვილი, ხარაზიშვილი, წიკლაური, კიკნაძე, ხუციშვილი, მამრიკიშვილი

4 გარდასახვა: ხარაზიშვილი (2), ბეჟუაშვილი (2)

8/10

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო სარასენს თბილისი

4

4

0

0

2

0

0

085:050

+35

12/02

18

2

ლოკომოტივი თბილისი

5

4

0

1

0

1

0

099:058

+41

09/05

17

3

ჯიქი გორი

5

3

0

2

3

0

0

111:065

+46

16/06

15

4

აია ქუთაისი ^

4

3

0

1

0

1

0

076:055

+21

07/05

13

5

ბათუმი ბათუმი

5

3

0

2

0

1

0

079:069

+10

07/05

13

6

არმია თბილისი

4

2

0

2

0

1

0

059:062

-3

06/08

9

7

ბაგრატქუთაისი

4

1

0

3

0

3

0

076:090

-14

06/10

7

8

აკადემია თბილისი ^

4

1

0

3

0

1

0

053:081

-28

04/11

5

9

ყოჩები ბოლნისი

5

1

0

4

0

1

0

073:128

-56

09/15

5

10

არმაზი თბილისი

4

0

0

4

0

1

0

049:101

-52

05/14

1

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4)

8/10 @ 17.55

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

თაი’ბრეიქი (ქულათა ტოლობა) განაცხადის სანახავად ცხრილში დაწკაპეთ გუნდზე ტრანსფერები

9 ოქტომბერი

თბილისი. „ავჭალა“. 16:00 საათი

არმია (თბილისი) - ბაგრატი (ქუთაისი)

ქუთაისი. „აია არენა“. 16:00 საათი

აია (ქუთაისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი)

თბილისი. „შევარდენი“. 17:00 საათი

აკადემია (თბილისი) - არმაზი (თბილისი)

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.154715