საქართველო ჩემპიონატი

18:20 | 3.10.2016 | ნანახია 2049 - ჯერ

7-კაცაში „აია“ დაწინაურდა

7-კაცა რაგბიში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი ქუთაისის „აიამ“ მოიგო და მეორე, დასკვნით ეტაპს ლიდერის რანგში ხვდება, თუმცა ეს გარანტირებულ ჩემპიონობას სულაც არ ნიშნავს.

წელს საქართველოს რაგბის კავშირმა 7-კაცას განვითარებას, რომელიც უკვე ოლიმპიური სახეობაა, სერიოზულად მოკიდა ხელი. აღდგა საქართველოს ჩემპიონატი, ოღონდ შეცვლილი სისტემით. აგვისტოში, ნაფარეულში შესარჩევი ეტაპი ჩატარდა, რომელშიც 16 გუნდი იღებდა მონაწილეობას და ძირითადი ტურნირისთვის 12 გუნდი შეირჩა. მერე „არმაზმა“ და „დინამომ“ ტურნირში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი თქვეს და 10 დარჩენილს, პირველ, ფოთის ეტაპზე, ორი წვეული გუნდი დაემატა, ოღონდ უკონკურენციოდ.

რადგან პირველ ეტაპს ფოთი მასპინძლობდა, მას სახელიც შესაბამისი, „კოლხეთის თასი“ შეურჩიეს და ქუთაისელებმა მთავარი ჯილდო რიკოთს აქედან ჩასულ გუნდებს არსად გაატანა. ზევით წვეული გუნდები ვახსენეთ და ისინი ნაფარეულის ეტაპის გამარჯვებულის, „აკადემიას“ მეორე შემადგენლობა და სამეგრელოს ნაკრები „ბარბაროსები“ იყვნენ. ლოგიკური იყო, რომ ჯგუფური ეტაპის შემდეგ მათ თასისთვის ბრძოლა ვერ გააგრძელეს. ჯგუფურ ეტაპზე ორი მარცხის შემდეგ, ტურნირს თბილისის „არმიაც“ გამოეთიშა და ფოთში მე-9 ადგილი „ბათუმს“ ერგო.

ჯგუფური ეტაპის შედეგები 2 დღის წინ გაგაცანით და ქვევით პლეი ოფის შედეგებს შემოგთავაზებთ, მანამდე კი გეტყვით, რომ „აიამ“ პირველობამდე მძიმე გზა განვლო. ქუთაისელებმა ჯგუფური ეტაპი რუსთავის „ხარებთან“ 5:7 მარცხით დაიწყეს, მერე „ბარბაროსები“ 63:0, ხოლო „აკადემია“ 24:17 დაამარცხეს და მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდნენ. მეოთხედფინალში „აიამ“ „ლოკომოტივისგან“ ორი ლელო მიიღო, თავად 3 დადო და 19:14 იმარჯვა, ხოლო ნახევარფინალში რუსთაველებთან რევანში აიღო და ამჯერად ერთადერთი გარდასახვით თავად მოიგო - 12:10. ფინალში „აიას“ მეტოქე ჯგუფური ეტაპის კიდევ ერთი ნაცნობი, „აკადემია“ იყო, თუმცა ქუთაისელებმა საკმაოდ იოლად, 39:7 მოიგეს.

ჩემპიონატის მეორე და დასკვნითი ეტაპი 5-6 ნოემბერს, თბილისში გაიმართება.

კვირა 2/10 * პლეი’ოფი

19

11.00

ნ5

ბათუმი ^9

X:0

არმია ^12

20

11.20

ნ6

აკადემ'2 ^10

21:10

ბარბარ ^11

21

11.40

მ1

ჯიქი ^1

20:0

ლელო ^8

22

12.00

მ2

ყოჩები ^4

5:38

აკადემია ^5

23

12.20

მ3

ბაგრატი ^2

0:21

რუსთავი ^7

24

12.40

მ4

აია ^3

19:14

ლოკომოტ ^6

25

13.00

XI

არმია ნ5 წაგ

0:X

ბარბარ ნ6 წაგ

26

13.20

IX

ბათუმი ნ5 მოგ

0:19 ფიალა

აკადემ'2 ნ6 მოგ

27

13.40

ნ3

ლელო მ1 წაგ

5:15

ყოჩები მ2 წაგ

28

14.00

ნ4

ბაგრატი მ3 წაგ

15:33

ლოკომოტ მ4 წაგ

14.20

საუზმე

29

15.00

ნ1

ჯიქი მ1 მოგ

12:19

აკადემია მ2 მოგ

30

15.20

ნ2

რუსთავი მ3 მოგ

10:12

აია მ4 მოგ

31

15.40

VII

ლელო ნ3 წაგ

31:12

ბაგრატი ნ4 წაგ

32

16.00

V

ყოჩები ნ3 მოგ

12:35 სინი

ლოკომოტ ნ4 მოგ

33

16.20

III

ჯიქი ნ1 წაგ

14:12

რუსთავი ნ2 წაგ

34

16.40

I

აკადემია ნ1 მოგ

7:39 თასი

აია ნ2 მოგ

სერიის ქულები:

20 აია
18 აკადემია
16 ჯიქი
14 რუსთავი
12 ლოკომოტ
ივი
10 ყოჩები
8 ლელო
6 ბაგრატი
4 ბათუმი
3
არმია

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081668