საქართველო ჩემპიონატი

19:10 | 30.09.2016 | ნანახია 2128 - ჯერ

7-კაცა | ფოთი 2016

რაგბის ოლიმპიურ ვერსიას – შვიდკაცას ბოლო ხანს სათანადო ყურადღება რომ ექცევა, ნაფარეულის შესარჩევი ტურის კვალად, ორიდან პირველი საჩემპიონო ეტაპი ამ შაბათ-კვირას (1 და 2 ოქტომბერს) მოეწყობა ფოთში – შავი ზღვის პირად "კოლხეთის თასი" გათამაშდება და ტრადიციულადაც იქცევა.

საქართველოში შვიდკაცა აწ უკვე ერთობ შორეულ, 1988 წელს შემოვიდა. მას აქეთ შინაური პირველობა მეტ-ნაკლებად რეგულარულად თამაშდებოდა, მაგრამ შარშან (2015) მსოფლიო თასის წელი რომ იყო, "ჩქარი, სალაღობო რაგბისთვის" კალენდარში ადგილი უბრალოდ ვეღარ გამოინახა.

მას აქეთ კავშირმა შეიმუშავა შვიდკაცის განვითარების პროგრამა. შინაური შვიდკაცის ხელმძღვნელობა საშეჯიბრო კომიტეტმა გადააბარა შვიდკაცა ნაკრების გამობრძმედილ უფროსობას – კახა ალანიასა და გიორგი ასათიანს.

ფოთში მათი დებიუტი საორგანიზაციო სფეროში შედგება. შეჯიბრის მოწყობაში აქტიურად ჩართულია რაგბის კავშირის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურიმა გაიოზ მონიავას ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ ფოთის 7-კაცა საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ ეტაპად ყოველწლიურად გაიმართება. ტურნირისთვის დაიხვეწა დებულება. შედგა წუთობრივი განრიგი და დასი – 12 გუნდი – სამ პულად ევროპული ალგორითმით განაწილდა.

სამწუხაროდ, ფოთში საკუთარი გადაწყვეტილებით არ იბურთავებენარმაზი და დინამო. სანაცვლო გუნდი ვერ გამოყვანა მასპინძელმა ფოთმაც, რის გამოც აკადემია ორი შემადგენლობით ითამაშებს, ხოლო დავით კილასონიას ინიციატივით შეიკრიბნენ ბარბაროსები სამეგრელოდან.

ლაივსთრიმი

7-კაცას ნაფარეულის ეტაპის მსგავსად, ფოთშიც იწარმოებს ლაივსთრიმი, რომელსაც საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორი ინტერნეტ მაუწყებელი Devi.geგანახორციელებს.

კოლხეთის თასი

ფოთი, 1-2 ოქტომბერი

1. ჯიქი გორი

6. ლელო სარასენს

7. ლოკომოტივი

12. აკადემია'2

2. აკადემია

5. აია ქუთაისი

8. ხარები რუსთავი

11. ბარბაროსები

3. ბათუმი

4. ყოჩები ბოლნისი

9. ბაგრატი ქუთაისი

10. არმია

შაბათს 11.00 – 17.55 პულები, კვირას 11.00 – 17.10 პლეი’ოფი

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091419