კელტების ლიგა

21:19 | 26.09.2016 | ნანახია 1496 - ჯერ

ფეიქრიშვილის „ალსტერი“ დაუმარცხებელია

ანტონ ფეიქრიშვილის „ალსტერი“ ჯერჯერობით ქართველი ბურჯის გარეშე თამაშობს, თუმცა წარმატებულ სვლას განაგრძობს და ზედიზედ მეოთხე მოგებით სატურნირო ცხრილის სათავეში მოკალათდა.

ირლანდიელები გლაზგოში „უორიორსს“ ეთამაშებოდნენ და პედი ჯექსონის ჯარიმით დაწინაურდნენ. მე-8 წუთზე „ალსტერმა“ ლელო დადო, თუმცა ვიდეო-რეფერიმ მანამდე, რაქის გაწმენდისას ირლანდიელის მხრიდან უხეში ბოჭვა დააფიქსირა და ლელოს გაუქმებასთან ერთად სინბინით ჰენდერსონი დაკარგა. და მაინც, კაცნაკლულმა სტუმრებმა მე-16 წუთზე კარგი შეტევა დარენ ქაივის ლელოთი დაასრულეს და ანგარიში 8:0 გახდა.

7351-მა მაყურებელმა მე-19-ე წუთზე გორდონ რიდის ლელო იხილა და ფინ რასელმა გარდასახვით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა ტერიტორიის 75%-ს „ალსტერი“ აკონტროლებდა და უპირატესობა მალევე გაიზარდა. მათი ლელო 32-ე წუთზე განმეორებითი მოძრაობისთვის გაუქმდა, თუმცა 39-ე წუთზე ლეონარდო სარტო უხეში ბოჭვისთვის სინბინში გაემგზავრა, ხოლო მისი გუნდი საჯარიმო ლელოთი დაისაჯა და ტაიმი სტუმრებმა 15:7 მოიგეს.

46-ე წუთზე პედი ჯექსონს ულამაზესი ლელოს დადება შეეძლო და ამისათვის ყველაფერი გააკეთა, საკუთარი ნახევრიდან, წყვეტილი ხაზიდან სლალომით ირბინა და ბურთის დამიწებამდე წამზე ნაკლები რჩებოდა, როდესაც ის ხელიდან გააგდებინეს. „გლაზგომ“ ჯერ ჯარიმით შეამცირა ჩამორჩენა, 57-ე წუთზე ტომი სეიმურმა ლელოთი წონასწორობა აღადგინა და რასელმა გარდასახვით მასპინძლები დააწინაურა. ჯექსონმა თავისი ლელო მაინც დადო და ის 60 მეტრიან ხელდახელ შეტევას მოყვა, თავადვე გარდასახა და „ალსტერმა“ სტუმრად 22:17 იმარჯვა.

სეზონის პირველი მარცხი განიცადა უელსის მეორე გუნდმა „ოსპრეიზმა“, რომელიც ირლანდიაში „ლენსტერს“ ეწვია. შეხვედრას 13 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო და მათ მე-18-ედან 46-ე წუთამდე მასპინძელთა 4 ლელო იხილეს - 31:0 და ირლანდიელებმა პრემიალური ქულაც დაიბევეს. „ლენსტერმა“ საქმე მოთავებულად ჩათვალა და ამით „ოსპრეიზმა“ ისარგებლა, თუმცა მისი სამი საპასუხო ლელო არაფრისმომცემი აღმოჩნდა - 31:19.

იტალიაში აუტსაიდერთა ჯახს 2800 მაყურებელი დაესწრო. „ბენეტონმა“ უელსურ „ნიუპორტს“ სამი ლელო დაუდო, 27:11 მოუგო და სეზონის პირველი გამარჯვება იზეიმა.

იტალიაშივე 2000 მაყურებელი დაესწრო „ძებრესა“ და კიდევ ერთი უელსური კლუბის, „კარდიფის“ შეხვედრას. თამაში დაძაბული გამოდგა და მასპინძელთა ერთ ლელოს სტუმრებმა ორით უპასუხეს - 18:11 შესვენებაზე. მატჩის განახლებიდან 6 წუთში „კარდიფმა“ თერნოვერი გაახერხა და მესამე ლელოთი ანგარიში 23:11 გახადა. „ძებრემ“ დასკვნით მეოთხედში ორი ლელო დადო და როგორც მინიმუმ არ წააგებდა, მაგრამ გარდასახვები არაზუსტი აღმოჩნდა. 23:21 და „კარდიფი“ „ალსტერის“ მსგავსად 4 ტურის შემდეგ დაუმარცხებელ გუნდად რჩება.

ირლანდიაში „მასტერისა“ და „ედინბურგის“ შეხვედრას 13 ათასამდე მაყურებელმა მიადევნა თვალი. მასპინძლებმა თითო ტაიმში ორ-ორი ლელო დადეს და პრემიაც აიღეს. მიურეიმ დუბლი შეასრულა, ხოლო სტუმრებმა თითო ტაიმში თითო ლელო შეიტანეს - 28:14.

კვლავ დამარცხდა მოქმედი ჩემპიონი „კონახტი“, რომელმაც პირველი ტაიმი „სკარლეტს“ 8:7 მოუგო, თუმცა შესვენების შემდეგ ლელო, გარდასახვა და ჯარიმა მიიღო - 17:8.

პრო 12. IV ტური

ბენეტონი (იტალია) - ნიუპორტი (უელსი) 27:11

გლაზგო (შოტლანდია) - ალსტერი (ირლანდია) 17:22

ლენსტერი (ირლანდია) - ოსპრეიზი (უელსი) 31:19

მანსტერი (ირლანდია) - ედინბურგი (შოტლანდია) 28:14

ძებრე (იტალია) - კარდიფი (უელსი) 21:23

სკარლეტსი (უელსი) - კონახტი (ირლანდია) 17:8

1.

ალსტერი

4

4

0

0

92:44

17

1

2.

კარდიფი

4

4

0

0

104:79

17

1

3.

ოსპრეიზი

4

3

0

1

174:57

15

3

4.

ლენსტერი

4

3

0

1

109:80

14

2

5.

მანსტერი

4

3

0

1

94:67

14

2

6.

გლაზგო

4

2

0

2

110:75

12

4

7.

ნიუპორტი

4

1

0

3

46:82

5

1

8.

სკარლეტსი

4

1

0

3

47:70

4

0

9.

ედინბურგი

4

1

0

3

70:104

4

0

10.

ბენეტონ ტრევიზო

4

1

0

3

56:117

4

0

11.

ძებრე

3

0

0

3

32:93

2

2

12.

კონახტი

3

0

0

3

24:90

0

0

V ტური. 30 სექტემბერი - 1 ოქტომბერი

კონახტი - ედინბურგი, ნიუპორტი - გლაზგო, მანსტერი - ძებრე, ალსტერი - ოსპრეიზი, ბენეტონი - სკარლეტსი, კარდიფი - ლენსტერი

ზურა ქოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084244