საერთაშორისო

11:29 | 25.09.2016 | ნანახია 1768 - ჯერ

სამხრეთ აფრიკა ჩრდილოეთ ნახევარსფეროსკენ იხედება

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ყოფილი ხელმძღვანელი ორეგან ჰოსკინსი მიიჩნევს, რომ სამხრეთ ნახევარსფეროს რაგბის მმართველი ორგანიზაცია SANZAAR-ი დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს.

„ჯერ კიდევ ხუთი წლის მოვითხოვდი SANZAAR-ის დატოვებას. სამხრეთ ნახევარსფეროს ალიანსი უუნაროა და ეს ორგანიზაცია უღრმეს კრიზისშია. არა მგონია მისი გადარჩენა შესაძლებელი იყოს. სამხრეთაფრიკული რაგბი უდიდეს ფულს ხარჯავს განვითარებაში, თუმცა შესაფერის სარგებელს ვერ იღებს. ვფიქრობს, სასწრაფოდ უნდა დავტოვოთ SANZAAR-ი და შევუერთდეთ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს“ - ამბობს ჰოსკინსი.

ის მოუწოდებს სამხრეთ აფრიკულ ფრანშიზებს, რომ სასწრაფოდ დატოვონ „სუპერ რაგბი“, ხოლო ქვეყნის ეროვნული ნაკრები ექვსი ერის თასზე მოხვედრაზე დაფიქრდეს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081312