დიდი 10

0:04 | 25.09.2016 | ნანახია 1559 - ჯერ

„ყოჩებმა“ პირველად მოიგო, „ბაგრატი“ უქულოდ არ მიდი

ბოლნისის „ყოჩებმა“ ქუთაისში ადგილობრივი „ბაგრატი“ 27:23 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა, ხოლო დიდი 10-ის დებიუტანტი პრემიით დაკმაყოფილდა.

სტუმრებმა პირველი ტაიმის მიწურულს და მეორეს საწყის 10 წუთში სამი უპასუხო ლელო დადეს და პრემიის აღების კანდიდატები გახდნენ, მაგრამ „ბაგრატმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ბრძოლისუნარიანობა. ამ გუნდმა პირველ ორ ტურში „ლელო-სარასენსთან“ და „ბათუმთან“ დასკვნით წუთებში შეძლო სხვაობის შემცირება და პრემიალური ქულების აღება, ხოლო ერთი კვირის წინ „არმაზს“ სწორედ ბოლო წუთებზე მოუგო. ამჯერად მათ 15-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ გაიბრძოლეს და ბოლოს მოგებისთვისაც გაიწიეს, მაგრამ... ამრიგად, „ბაგრატმა“ ოთხივე ჩატარებულ თამაშში შეძლო ქულის აღება, ოღონდ აქედან სამჯერ მხოლოდ 1-ის.

დიდი 10-ის მეოთხე ტურში ბოლნისის „ყოჩებმა“ მასპინძლებს პირწმინდად მოუგო შერკინება, მორკინალებს მხარი ხაზმაც აუბა და მთლიანობაში, სტუმრები მოგებასაც იმსახურებდნენ. ცდა არც მასპინძლებმა დააკლეს და არაერთი ხიფათი შექმნეს, თუმცა მათი ნაწილი, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, გამოუყენებელი დარჩა, რაც „ყოჩების“ თავგანწირულ დაცვასთან ერთად, შემტევების შეცდომების შედეგიცაა.

მიუხედავად შერკინების დათმობისა, პირველი მეოთხედი „ბაგრატის“ იყო. ამ პერიოდში ხაზი რამდენჯერმე გაჭრეს აქტიურმა თხელიძემ და გიორგი ფრუიძემ, მაგრამ სამი სალელოვე შანსიდან სამივე გამოუყენებელი დარჩა და მხოლოდ ერთი ჯარიმა გაიტანა ჯინჭველაშვილმა. 25 წუთის შემდეგ, შეტევები „ყოჩებმაც“ დაალაგა და პირველი მათი ლელო რეფერიმ წინპასის გამო გააუქმა, თუმცა შერკინებამ ბურთის დაბრუნება შეძლო. ბოლნისელებმა ჯარიმით წონასწორობის აღდგენას ლელოზე თამაში არჩიეს და არც შემცდარან - დერეფნიდან აგორებული მოლი ნიკა ჩხიკვაძემ დაასრულა, ხოლო რამაზ ჯინაშვილმა გარდასახვა გაიტანა. მერე დამრტყმელებმა ჯარიმები გაცვალეს, ტაიმის ბოლო შეტევისას კი, ლოსაბერიძეს მეტოქის 22-ში ბურთი წინ გადაუვარდა - 6:10.

მეორე ტაიმი ჯინჭველაშვილის ჯარიმით დაიწყო და სხვაობა მინიმუმამდე დავიდა, თუმცა 46-ე წუთზე გიორგი მელაძეს ფეხით მოკლეზე გადაკიდებული ბურთი ხელებში ჩაუვარდა, საკუთარი ნახევრიდან მეტოქის 22-ის ხაზამდე იარა, იერიში ირაკლი გეგენავამ გააგრძელა და ლელოში გიორგი ხარშილაძე შევიდა. 50-ე წუთზე მელაძემ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი, ხაზი სუფთად გაჭრა და კარგად ირბინა, მას ნიკა ცირეკიძე მიყვა, გადაცემა არ დაგვიანდა და გვიანი ბოჭვის მიუხედავად, ლელო ძელებსშუა გავიდა. ჯინაშვილმა ორივე გარდასახა - 9:24.

მაგრამ „ბაგრატი“ არ გატყდა, ორი წუთის ინტერვალით „ყოჩებმა“ სინბინით გიორგი ხოსიტაშვილი და რატი გარუჩავა დაკარგა და ქუთაისელებმა მეტობა გამოიყენეს - ალამთან ლელო შეცვლაზე შესულმა ბექა ფრუიძემ დაამიწა და ჯინჭველაშვილმა რთული მდგომარეობიდან გარდასახა. 13-კაციანმა „ყოჩებმა“ საპასუხოდ კარგი შეტევის ორგანიზება მოახერხა და გეგენავამ არეკნი გაიტანა, რომელიც მოგვიანებით ფასეული აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ სულ ბოლოს, არეულ თამაშში „ბაგრატმა“ იხეირა და მარჯვენა ალამთან მეორე ლელო დადო, ხოლო ჯინჭველაშვილმა სიჩქარის მიუხედავად რთული პოზიციიდან ზუსტად დაარტყა და 100%-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნა. მაგრამ სწორედ იმ არეკნის გამო, „ბაგრატი“ იძულებული გახდა ბოლო წუთებზე ლელოზე ეთამაშა, თავისი ნახევრიდან ხელდახელ შეტევით მეტოქის ჩათვლის მოედანს 30 მეტრამდეც მიუახლოვდა, თუმცა იქ დაჯარიმდა და დრამატულ მატჩში „ყოჩებმა“ 27:23 იმარჯვა.

2016/2017 წლების სეზონი. დიდი 10

IV ტური. 24 სექტემბერი

ქუთაისი. „აია არენა“

ბაგრატი (ქუთაისი) - ყოჩები (ბოლნისი) 23:27 (6:10)

ბაგრატი: 15. კვერნაძე, 14. ფრუიძე, 13. გოშაძე, 12. თუთბერიძე, 11. ტირაძე, 10. ჯინჭველაშვილი, 9. ლოსაბერიძე; 1. ბოგვერაძე, 2. კობახიძე, 3. გ. ტირაძე, 4. კიკვაძე, 5. ჩიქვინიძე, 6. ცირეკიძე, 7. გუდაძე, 8. თხელიძე.

სათადარიგოები: 16. ასათიანი, 17. გუდაძე, 18. ჭელიძე, 19. არჩვაძე, 20. ხელაძე, 21. ოდიშარია, 22. ცნობილაძე, 23. ბ. ფრუიძე.

2 ლელო: ბ. ფრუიძე, ?

2 გარდასახვა: ჯინჭველაშვილი

3 ჯარიმა: ჯინჭველაშვილი

ყოჩები: 15. გულმაგარაშვილი, 14. მელაძე, 13. ცირეკიძე, 12. გარუჩავა, 11. ხარშილაძე, 10. გეგენავა, 9. ჯინაშვილი; 1. ჯინჭარაძე, 2. ხიდეშელი, 3. ჯაშიტაშვილი, 4. ეფრემიძე, 5. გოგიძე, 6. აფციაური, 7. ტყეშელიაძე, 8. ჩხიკვაძე.

სათადარიგოები: 16. სვანიძე, 17. ცუცქირიძე, 18. ხოსიტაშვილი, 19. პირმისაშვილი, 20. გუგეშაშვილი, 21. ჭუმბურიძე, 22. ფურცელაძე, 23. ნიკოლაშვილი.

3 ლელო: ჩხიკვაძე, ხარშილაძე, ცირეკიძე

3 გარდასახვა: ჯინაშვილი

1 ჯარიმა: ჯინაშვილი

1 არეკნი: გეგენავა

2 სინბინი: ხოსიტაშვილი, გარუჩავა

24/09

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო სარასენს თბილისი

3

3

0

0

2

0

0

66:37

+29

9/1

14

2

ბათუმი ბათუმი

4

3

0

1

0

1

0

69:47

+22

6/4

13

3

აია ქუთაისი

3

3

0

0

0

0

0

68:41

+27

6/4

12

4

ჯიქი გორი

4

2

0

2

2

0

0

73:53

+20

10/4

10

5

ლოკომოტივი თბილისი

3

2

0

1

0

1

0

63:40

+23

7/3

9

6

ბაგრატქუთაისი

4

1

0

3

0

3

0

76:90

-14

6/10

7

7

არმია თბილისი

3

1

0

2

0

1

0

35:50

-15

2/6

5

8

ყოჩები ბოლნისი

4

1

0

3

0

1

0

60:90

-30

7/9

5

9

აკადემია თბილისი

3

1

0

2

0

0

0

40:62

-22

3/8

4

10

არმაზი თბილისი

3

0

0

3

0

1

0

37:77

-40

3/10

1

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4)

24/09 @ 18.55

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

25 სექტემბერი

თბილისი. „ავჭალა“. 16:00 საათი

ლოკომოტივი (თბილისი) - აია (ქუთაისი)

თბილისი. „შევარდენი“. 17:00 საათი

არმაზი (თბილისი) - არმია (თბილისი)

თბილისი. „ლელო არენა“. 17:00 საათი

ლელო-სარასენსი (თბილისი) - აკადემია (თბილისი)

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.111076