გულშემატკივრის გვერდი

12:36 | 20.09.2016 | ნანახია 6728 - ჯერ

მოულოდნელი სიურპრიზი სამშობლოში დაბრუნებულს

ბოლო რამდენიმე თვეა უშედეგოდ ვეძებდი ინფორმაციას მშობლიური ქალაქის - ბათუმის სარაგბო კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

ორიოდე დღის წინ, სამშობლოში დაბრუნებულს ძალიან კარგი სიურპრიზი დამხვდა. ბათუმის სარაგბო კომპლექსის მშენებლობა ფინალურ ფაზაშია: სათადარიგო, ხელოვნურსაფარიანი მოედანი დასრულებულია და მასზე რამოდენიმე მორაგბე ვარჯიშობდა, ძირითად სტადიონზე მინდვრის დაგება დასრულებულია, მთავარი ტრიბუნის გადახურვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, დასამონტაჟებელია ინდივიდუალური სკამები, ორივე მოედნის ხელოვნური განათება თავისი პროჟექტორებით დამონტაჟებულია.

სამწუხაროდ შიგნით შესვლა და შიდა სათავსოებზე წვდომა ვერ მომიხერხდა, მაგრამ დანარჩენს მცირე ფოტოკოლაჟის სახით აქვე გთავაზობთ.

თორნიკე ბერიძე


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:56 | 20.09.2016
პანტელეიმონი (1218)

გილოცავთ რაგბის ბათუმელ გულშემატკივრებს.

17:29 | 20.09.2016
shalvinio (19)

ქართული რაგბის წარმატების ერთერთი შემადგენელი ნაწილი გამხდარიყოს ეს კომპლექსი.

0.14903