საქართველოს ეროვნული ნაკრების მეორეხაზელმა გიორგი ნემსაძემ, „ბრისტოლის“ პირველ გუნდში დაწინაურებამდე ბრიტანულ რაგბის „ავივა ა“-ს გათამაშებაში ეჩვევა და აგერ უკვე მეორე მატჩია ლელო გააქვს.
ერთი კვირის წინ მან მოლით შეტევა „ჰარლიქუინსის“ მეორე გუნდის ჩათვლის მოედანში დაასრულა ლელოთი, ახლა კი, იგივე მეთოდით ბურთი „ბათს“ დაუმიწა. აღსანიშნავია, რომ პირველი გუნდისგან განსხვავებით, „ბრისტოლის“ მეორე გუნდი წარმატებით თამაშობს და „ჰარლიქუინსს“ 37:26, ხოლო „ბათს“ 28:20 სძლია.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებას გისურვებ გიორგი ! ! !