ჭაბუკთა "ა"

10:38 | 15.09.2016 | ნანახია 2524 - ჯერ

„ა“ ლიგა მეორე წრეზე წავიდა

ჭაბუკთა „ა“ ლიგის მოწინავე რვა გუნდმა მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე წრე ახლახანს დაიწყეს, თუმცა უკვე გამოკვეთილია ის ოთხეული, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

ქუთაისურ რაგბის საიმედო მომავალი აქვს და ამის თქმის საფუძველს სწორედ ჭაბუკთა „ა“ ლიგის გუნდის შედეგები იძლევა. „აია 1“-მა კარგად აღებული ტემპი წამითაც არ შეანელა და პირველი წრის მიწურულს უახლოესი მდევარი, თბილისის „ლელო“ 23:13 დაამარცხა, თანაც პრემიაც აიღო, ხოლო მეორე წრის სტარტზე გორის „ჯიქს“ 35:5 სძლია. ჯამში გუნდმა რვავე თამაში მოიგო და აქედან 7 პრემიით. „აიამ“ აიღი 452 ქულა - 2-ჯერ მეტი, ვიდრე უახლოესმა მდევარმა, ხოლო თავად მხოლოდ 49 გაუშვა. ცხადია, რომ ქუთაისელები არა მხოლოდ ნახევარფინალში იქნებიან, არამედ ჩემპიონობის უმთავრესი ფავორიტები არიან.

მათი უახლოესი მდევარი ის „ლელოა“, რომელმაც პირველი წრის ბოლოს კონკურენტს ვერ ძლია და თავად პირველი მარცხი განიცადა. ლელოელებმა „აიას“ ჯავრი ქუთაისის მეორე გუნდზე, „ბაგრატზე“ იყარეს და მეორე წრის სტარტზე მას პრემიით, 24:0 სძლიეს. რადგან მეხუთე ადგილთან სხვაობა 17 ქულაა, ნახევარფინალში „ლელოსაც“ აუცილებლად ვიხილავთ და ამ ეტაპზე „აია 1“-ის მთავარ კონკურენტადაც სწორედ ის მოიაზრება.

„ლელოს“ და „აიას“ გარდა ყველა გუნდს სძლია თბილისის „ლოკომოტივმა“, რომელიც 28 ქულით მესამე ადგილზეა. „რკინიგზელმა“ ჭაბუკებმა პირველი წრის ბოლოს „ბაგრატი“ პრემიით, 36:8 დაამარცხეს, ხოლო მეორე წრის სტარტზე მათთან სათამაშოდ „არმია“ არ გამოცხადდა და 5 სატურნირო ქულა უბრძოლველად ჩაიწერეს. არმიელებს დასკვნით ეტაპზე თამაში არ მოუგიათ და ამ გამოუცხადებლობისთვის -1 ქულა მიიღეს.

ერთადერთი გუნდი, რომელმაც „აიას“ პრემიალური ქულა არ ააღებინა, რუსთავის „ხარებია“. ამ გუნდმა ბოლო ორი თამაში კარგად ჩაატარა და მეტოქეები არა მხოლოდ პრემიალური ქულით, არამედ მშრალად დაამარცხა - „არმია“ 47:0 და „იუნკერი ჩოხოსნები“ 25:0.

მომდევნო ტურში ზედა ოთხეულის გუნდები ქვედა ოთხეულის წარმომადგენლებს ხვდებიან და უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ შორის სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება, აი სექტემბრის ბოლოდან კი, შერეული თამაშები იწყება, ტურში მინიმუმ ერთი საინტერესო ჯახი იქნება და საბოლოოდ გაირკვევა, თუ რომელი გუნდი რომელი ადგილით გავა ნახევარფინალში და შესაბამისად, როგორი წყვილები შედგება. ჭაბუკთა „ა“ ლიგის რეგულარული გათამაშება ნოემბრის პირველსავე დღეებში დასრულდება, გუნდები ორი კვირით შეისვენებენ და 15-16 ნოემბერს ნახევარფინალები გაიმართება.

14/09

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

აია 1 ქუთაისი (ა1)

8

8

0

0

7

0

0

452:049

+403

39

2

ლელო თბილისი (ბ1)

8

7

0

1

5

0

0

223:072

+151

33

3

ლოკომოტივი თბილისი (გ1)

8

6

0

2

4

0

0

181:115

+66

28

4

ხარები რუსთავი (დ1)

8

5

0

3

2

1

0

176:132

+44

23

5

ჯიქი თბილისი (ა2)

8

3

0

5

1

3

0

148:180

-32

16

6

იუნკერები ჩოხოსნები (დ2)

8

2

0

6

0

1

0

103:302

-199

9

7

ბაგრატი ქუთაისი (ბ2)

8

1

0

7

0

4

0

083:227

-144

8

8

არმია თბილისი (გ2)

8

0

0

8

0

0

1

035:324

-289

-1

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079809