ბიძინა სამხარაძისა და იური ნატრიაშვილის „ბაია მარემ“, რუმინეთის სუპერ-ლიგის პირველი წრის დასკვნით, მეშვიდე ტურში, ბუქარესტში მდევარი „დინამო“ 22:11 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დამკვიდრდა.
ქართველმა ლეგიონერებმა შეცვლაზე, 22-ე წუთიდან ითამაშეს. სამხარაძეს წესით თამაში სასტარტო 15-ში უნდა დაეწყო, თუმცა ბოლო მომენტში ის თადარიგში გადაიყვანეს. სტუმრებმა ერთი ლელო გაუშვეს და სამი გაიტანეს, ასე, რომ პრემიალური ქულა ვერ აიღეს.
„ბაია მარეს“ 6 თამაშის შემდეგ 21 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. 24-24 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ „ტიმიშოარა-სარასენსი“ და მიხეილ არჩუაშვილისა და ლევან გენებაშვილი ბუქარესტის „სტიაუა“. ახლა რუმინეთის სუპერ-ლიგაში შესვენებაა და მეორე წრის დაწყებამდე გუნდები პლეი ოფის სისტემით „სამეფო თასს“ გაითამაშებენ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია