სხვა

0:34 | 5.09.2016 | ნანახია 2672 - ჯერ

კაჭარავას დუბლი მოსკოველებს [+ვიდეო]

საქართველოს ნაკრებისა და კრასნოიარსკის „ენისეის“ შუამარბმა დავით კაჭარავამ, რუსეთის პრემიერლიგის რეგულარული გათამაშების დასკვნით ტურში „ვვა-პოდმოსკოვიეს“ ორი ლელო დაუდო და სეზონის მონაგარი 9-მდე გაზარდა.

ციმბირელებს პირველობა დაბევებული ქონდათ და სტუმრად თამაშობდნენ, მაგრამ ეს არად ჩააგდეს და ერთ დროს რუსული რაგბის ფლაგმანი მისივე გულშემატკივრის თვალწინ 38:3 შეარცხვინეს. სტუმრებმა ჯამში 5 ლელო დადეს. კაჭარავამ თავი პირველად მე-20 წუთზე გამოიჩინა და უკვე მერამდენედ წლევანდელ ჩემპიონატში, ლელოთი მოლი დააგვირგვინა. ტაიმი 17:3 დასრულდა. დათიმ თავისი მეორე და გუნდის მეოთხე, პრემიალური ლელო მეორე ნახევრის შუაში დადო. ამჯერად მან 60-მეტრიანი სწრაფი, ხელდახელ შეტევა დაასრულა 5 ქულით.

ამრიგად, „კაჭი“ პრემიერლიგის საუკეთესო მელელოვეთა სიას 9 ლელოთი ლიდერობს და ორით უსწრებს მდევრებს. ის ბომბარდირთა საერთო სიაში 45 ქულით მეექვსეა, ხოლო საქართველოს ნაკრებისა და „კრასნი იარის“ მგეზავი ლაშა მალაღურაძე 41 ქულით მე-9 პოზიციაზეა.

მეოთხედფინალში „ენისეი“ 8-9 სექტემბერს ტაგანროგის „ბულავას“ შეხვდება, ხოლო მალაღურაძის, მიხეილ წიკლაურისა და ვალერი ცნობილაძის „კრასნი იარი“ პენზის „იმპერიას“ დაუხვდება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077746