სხვა

16:18 | 2.09.2016 | ნანახია 1637 - ჯერ

რუმინეთში ორი იწყებს, ერთი თადარიგშია [+სთრიმი]

რამდენიმე წუთში, თბილისის დროით 17 საათზე ბუქარესტში იწყება დერბი, რომელშიც რუმინეთის სუპერ-ლიგის მეექვსე ტურში მიხეილ არჩუაშვილისა და ლევან გენებაშვილის „სტიაუა“ აუტსაიდერ „ოლიმპიასთან“ სტუმრად ითამაშებს.

გამარჯვების შემთხვევაში „სტიაუა“ პირველ წრეს პირველ ადგილზე დაასრულებს და მეორე წრემდე შესვენება გამოცხადდება, რომლის დროსაც ქვეყნის სამეფო თასი გათამაშდება. დღევანდელ თამაშს ქართველი ლეგიონერები სასტარტო შემადგენლობაში იწყებენ და მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შემდეგ მისამართზე იქნება შესაძლებელი:

http://www.rugbytv.ro/2016/09/02/superliga-2016-2017-2-septembrie-ora-1600-csm-bucuresti-steaua-bucuresti.html

ხვალ, თბილისის დროით 16 საათზე ბიძინა სამხარაძისა და იური ნატრიაშვილის „ბაია მარე“ კლუჟის „უნივერსიტატეას“ დაუხვდება. სამხარაძე თადარიგშია, ხოლო ნატრიაშვილი განაცხადში არაა. ამ შეხვედრის ხილვა შემდეგ მისამართზე იქნება შესაძლებელი:

http://www.rugbytv.ro/2016/09/02/superliga-2016-2017-3-septembrie-1500-stiinta-baia-mare-u-cluj.html

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.071326