საერთაშორისო

14:52 | 18.08.2016 | ნანახია 1694 - ჯერ

კოტერს თაუნსენდი ჩაანაცვლებს

ნოემბრის ტესტებზე საქართველოს ნაკრების მეტოქე შოტლანდია მთავარ მწვრთნელს გამოიცვლის, ოღონდ ეს „ბორჯღალოსნებთან“ მატჩის შემდეგ მოხდება.

54 წლის ახალზელანდიელი სპეციალისტი ვერნ კოტერი გუნდს 2014 წლიდან ავარჯიშებს და მის ხელმძღვანელად 2017 წლის ექვსი ერის დასრულებამდე დარჩება. მხარეებმა კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვეს და უკვე ცნობილია კოტერის შემცვლელი, რომელიც შოტლანდიას 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოამზადებს. ესაა „გლაზგო უორიორსის“ მოქმედი თავკაცი გრეგორი თაუნსენდი, რომლის ხელმძღვანელობითაც გასულ სეზონში „ბორჯღალოსანი“ შალვა მამუკაშვილი თამაშობდა.

„ვამაყობ პასუხისმგებლობით, რასაც შოტლანდიის ნაკრების გაწვრთნა ქვია. ეს უდიდესი პატივია და მოუთმენლად ველი მუშაობის დაწყებას“ - მოკლედ ისაუბრა საკუთარ მომავალზე თაუნსენდმა, რომელმაც „გლაზგოს“ 2014/2015 წლების სეზონში „კელტების ლიგა“ მოაგებინა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:51 | 18.08.2016
tamasho (88)

არ გიშველით არაფერი

0.08753