არგენტინელი მორაგბე ვიქტორ მასიასი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მეტოქეს თამაშის დროს თითი მოაჭამა, მკაცრად დაისაჯა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 10 ივლისს მოხდა. ტუკუმანის რეგიონალური ლიგის მატჩისას, როდესაც „აკურა გუაზი“ „კორსარიოს“ ეთამაშებოდა, ამ უკანასკნელის მორაგბე დანიელ კონტრერასმა ერთ-ერთი რაქის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფრჩხილი და თითის ნაწილი დაკარგა. იხ.: http://rugby.worldsport.ge/ge/page/5399_raqshi-titi-moachama
ტუკუმანის რაგბის კავშირმა ეპიზოდი განიხილა და მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ მასიასი უარყოფდა დანაშაულს, მას 99-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ცოტა ხნის წინ ანალოგიური სასჯელი კიდევ ერთ მორაგბეს გამოუწერეს, რომელმაც წაქცეულ მეტოქეს სახეში წიხლი ამოარტყა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მასიასმა უთხრა ტუკუმანებს--რა არი 99 ბარემ ერთი წელიც დაგემატებინათო და იმათმა უპასუხეს-არაა შეგვეცოდა იმ კონტრერასისივით კაციჭამიები კი არ ვართო !