ამბები

15:04 | 20.07.2016 | ნანახია 1554 - ჯერ

კუპერმა ავსტრალიის რაგბის კავშირთან 3-წლიანი გააფორმა

ქუადე კუპერმა ავსტრალიის რაგბის კავშირთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რომელი ფრანშიზის ღირსებას დაიცავს სუპერ რაგბის მომავალ გათამაშებაში.

დიდი ალბათობით, ეს „რედსი“ იქნება, მაგრამ ჯერჯერობით გასარკვევია, თუ ვინ იქნება „წითლების“ მწვრთნელი და კუპერის მომავალიც ამის შემდეგ გადაწყდება.

„ჩემი სურვილია, რომ ქუინსლენდში ვითამაშო, თუმცა დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მივიღო. ჯერჯერობით უმთავრესია, რომ მისი მომავალი მწვრთნელის ვინაობა გაირკვეს და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას“ - ამბობს კუპერი.

28 წლის მორაგბის ანგარიშზე დღეისათვის 58 სანაკრებო კეპია. გასული სეზონი მან ფრანგულ „ტულონში“ გაატარა, თუმცა ტოპ 14-ის მხოლოდ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამშობლოში დაბრუნდა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.095268