ამბები

13:57 | 14.07.2016 | ნანახია 3550 - ჯერ

რაქში თითი მოაჭამა

არგენტინული რაგბი პროგრესის პარალელურად დისციპლინის აშკარა ნაკლებობას განიცდის. უკანასკნელ თვეებში უკვე მესამე ისეთი შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოყვა.

იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა მორაგბემ რაქში ჩავარდნილ მოწინააღმდეგეს სახეში წიხლი მთელი ძალით ამოარტყა და ამისათვის 99-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა; მერე ახალგაზრდულ ჩემპიონატში გუნდურ ჩხუბში გულშემატკივარიც ჩაერია და სასტიკი ანგარიშსწორების შედეგად სტუმართა გუნდის რამდენიმე მოთამაშე საავადმყოფოში მოხვდა; ახლა ტუკუმანის რეგიონალური ლიგის გათამაშებისას მორაგბეს მეტოქემ ნეკა თითის ნაწილი ფრჩხილიანად მოაჭამა.

„აკურა გუაზისთან“ შეხვედრის დროს, „კორსარიოს“ მოთამაშე დანიელ კონტრერასმა რაქში თამაშისას ძლიერი ტკივილი იგრძნო და აღმოაჩინა, რომ ფრჩხილი თითის ნაწილთან ერთად დაკარგა, მიზეზი კი, მოწინააღმდეგის კბენა აღმოჩნდა.

„საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებდი. თითის ნაწილი და ფრჩხილი აღარ მქონდა. მეტოქემ ის უბრალოდ მომაჭამა. რაგბის დიდი ხანია ვთამაშობ და მსგავსი რამ არასდროს გამიგია. მსაჯმა მოედნის დატოვება მომთხოვა“ - ამბობს დაზარალებული.

მოგვიანებით მოკბეჩილი თითის ნაწილი იპოვეს და ის პატრონს საავადმყოფოში მიუტანეს, თუმცა ექიმებმა მის მიკერებაზე უარი განაცხადეს - დიდი ხნის განმავლობაში „უპატრონოდ“ ეგდო მოედანზე და სავარაუდოდ, ბაქტერიებს შეიცავსო. კონტრერასმა განაცხადა, რომ თითის მომჭმელთან პრეტენზია არა აქვს. ტუკუმანის რაგბის კავშირისთვის დამნაშავის ვინაობა უკვე ცნობილია, მის სახელი და გვარი მკაცრადაა გასაიდუმლოებული, თუმცა კავშირი ირწმუნება, დამნაშავე უმკაცრესად დაისჯებაო.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:25 | 16.07.2016
dinamo222 (692)

შიგ აქვს ამას ? პრეტენზია არ მაქვსოო ! მაშინ ჩაუყოს ისევ პირში და მეორე თითიც მოაჭამოს DDD

00:34 | 15.07.2016
zausss (6)

stripslashes((strlen('http://www.wavescore.com/video-profile.php?u=KO18dGRA1R&p=15')>0?'http://www.wavescore.com/video-profile.php?u=KO18dGRA1R&p=15':'http://www.wavescore.com/video-profile.php?u=KO18dGRA1R&p=15'))

22:32 | 14.07.2016
ogafa (407)

........................

18:46 | 14.07.2016
tamasho (88)

აბა თუ შიოდა რა ექნა

14:05 | 14.07.2016
BEERTRANCE (1073)

რა ველური იყო ეგეთი

0.107385