სხვა

19:03 | 12.07.2016 | ნანახია 3588 - ჯერ

საუკეთესო კაჭარავას ისევ გააქვს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე დავით კაჭარავა, რუსეთის ჩემპიონატსა თუ თასზე მოედანს ულელოოდ არ ტოვებს.

სანაკრებო ვოიაჟის შემდეგ, რომლის დროსაც „კაჭიმ“ ტონგას ნაკრებს ორი ლელო დაუდო, ის თასის ნახევარფინალში „ენისეის“ კრასნოიარსკულ დერბიში დაუბრუნდა და ლელო „კრასნი იარს“ დაუდო. რა თქმა უნდა კაჭარავა სასტარტო შემადგენლობაში იყო, სრულად ითამაშა და ტრადიციულად საუკეთესო იყო როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. შედეგად, ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. „კრასნი იარის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო მიხეილ წიკლაური, ხოლო ლაშა მალაღურაძე შეცვლაზე შევიდა და სულ ბოლოს გუნდისთვის გამარჯვების მოტანაც შეეძლო.

თამაში დაძაბული გამოდგა, დებიუტში „ენისეიმ“ ჩვეულ სტილში, სწრაფი, კომბინაციური თამაშით სალელოვე მომენტი შექმნა, თუმცა საკუთარ ლელოში შემტევს ბურთის დამიწება წიკლაურმა დაასწრო. მე-10 წუთზე კაჭარავამ ანგარიში გახსნა. „კრასნი იარის“ მორაგბეებს დაავიწყდათ, რომ ჩათვლის მოედანში თამაშგარის წესი არ მოქმედებს და რაქის მოწყობა დაიწყეს, რათა მერე ფეხით ეთამაშათ, ამით ქართველმა ისარგებლა, ბურთთან გვერდიდან მივიდა და დაამიწა.

შესვენებამდე „კრასნი იარმა“ საპასუხო ლელო გაიტანა და გარდასახვით დაწინაურდა, თუმცა „ენისეი“ გაისინის არეკნის შემდეგ შესვენებაზე 1-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 8:7. მეორე ტაიმში „იარის“ დამრტყმელმა პაეამ სამიდან ორი ჯარიმა გაიტანა, იური კუშნარიოვმა ჯარიმით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა, მერე პაეას ცენტრიდან ორი ჯარიმა გაუცუდდა, აქედან ერთხელ ბურთი ჰორიზონტალურ ძელს გაარტყა და 72-ე წუთზე კუშნარიოვმა „ენისეის“ ლიდერობა დაუბრუნა - 14:13. ბოლო წუთზე მალაღურაძეს შეეძლო „კრასნი იარისთვის“ ფინალის საგზური მოეტანა, მაგრამ ცენტრიდან, მარცხენა კიდიდან ჯარიმა ვერ გაიტანა და ფინალში „ენისეი“ გავიდა.

ვინ იქნება ფინალში „ენისეის“ მეტოქე 16 ივლისს გაირკვევა. მეორე ნახევარფინალში „ვვა-პოდმოსკოვიე“ „ყუბანს“ ეთამაშება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:37 | 13.07.2016
BEERTRANCE (1073)

როგორი არასამართლიანობაა ამის ღრუსეთშI თამაში.

12:23 | 13.07.2016
federer (17) (469)

საოცარ ფორმაშია კაჭი და იმედია დაინახავენ ტოპ ჩემპიონაების გუნდებიი
აშკარად მეტს იმსახურებს კაჭი ვიდრე ენისეია

13:44 | 13.07.2016
deqstera (86)

მშვენიერ ადგილას არის, გუნდი ბოლომდე ტვირთავს და ესეც თავისუფლად თამაშობს .. ტოპ გუნდში კი შეიძლება რეგრესი დაეწყოს რაც ნამდვილად არგვაწყობს...

12:05 | 13.07.2016
პანტელეიმონი (1218)

კაჭი, კაცი ხარ ! ! !

23:29 | 12.07.2016
ogafa (407)

წარმატებები

21:20 | 12.07.2016
temuchin (431)

მიდი კაჭი შენ შემოგევლე! სასტიკად მიხარია შენი და ყველა ჩვენი ვაჟკაცის წარმატება და სახელი!!!

0.103121