გულშემატკივრებში დიდი ხანია ინტერესს იწვევს ფეხბურთელებისა და მორაგბეების ხელფასების შეფარდება და ის არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი.
ცნობილია, რომ ფეხბურთელების შემოსავლები ბევრად აღემატება მორაგბეებისას და ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მორაგბემ დაახლოებით 25 წელი უნდა ითამაშოს, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის ერთი წლის შემოსავალი რომ მიიღოს.
ივნისი სპორტულად დატვირთული თვე იყო - ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის პარალელურად, რაგბიში სამხრეთ ნახევარსფეროს წამყვან ნაკრებებს ევროპული გუნდები სტუმრობდნენ. და როდესაც ინგლისის საფეხბურთო ნაკრები ნახევრად სამოყვარული ისლანდიასთან დამარცხდა, ხოლო ინგლისის მორაგბეთა ნაკრებმა ავსტრალიაში სერია დაუმარცხებლად დაასრულა, ბრიტანულმა გაზეთმა მოთამაშეების ყოველკვირეული ხელფასები შეადარა.
აღმოჩნდა, რომ ისლანდიასთან დამარცხებული ინგლისის საფეხბურთო ნაკრების სასტარტო შემადგენლობის 11 ფეხბურთელის ერთი კვირის ხელფასის ჯამმა 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, ხოლო ავსტრალიასთან გამარჯვებული 15 მორაგბის ხელფასის ჯამი 74 700 გირვანქა სტერლინგი აღმოჩნდა. ექვსი ფეხბურთელის ხელფასი, ინდივიდუალურადაც აღემატება 15 მორაგბის შემოსავალს, უეინს რუნის შემთხვევაში 3-ჯერაც კი. სრული ჩამონათვალი ასეთია:
ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების 11 სასტარტო ისლანდიასთან: ჯო ჰარტი 110 000, კეილი უოლკერი 40 000, გარი კეჰილი 85 000, კრის სმოლინგი 80 000, დენი როსი 30 000, ერიკ დაიერი 30 000, უეინ რუნი 250 000, დეილი ალი 25 000, რემი სტერლინგი 180 000, ჰარი კეინი 50 000, დანიელ სტარიჯი 120 000.
ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 15 სასტარტო ავსტრალიასთან: მაიკ ბრაუნი 4 800, ენტონი უოტსონი 3 800, ჯონათან ჯოზეფი 4 200, ოუენ ფარელი 5 700, ჯეკ ნოუელი 2 700, ჯორჯ ფორდი 6 200, ბენ იანგსი 5 300, მაკო ვუნიპოლა 4 800, დილან ჰარტლი 5 700, დენ კოლი 5 700, მარო იტოჯე 4 800, ჯორჯ კრულსი 4 800, კრის რობშოუ 5 700, ჯეიმს ჰასკელი 5 700, ბილი ვუნიპოლა 4 800.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რუნის ხელფასი კიარა საერთოდ გასაგდებია ნაკრებიდან, ხელფასები კი ერთნაირი უნდა იყოს ყველა ფეხბურთელისთვის დაყოფა სისულელეა
რუნის ხელფასი ძაან არაადექვატურია ასევე სტერლინგის
რა უნდა თქვა ამაზე როცა ციფრები ისედაც ყველაფრის მთქმელია! უკეთესი იქნებოდა, ინგლისელებს
თავიანთი ეს სტატია ასე დაესათაურებინათ: "კაცები და ვაცები" (ალბათ გასაგებია ვინ ვინ არის)
აწი ნელნელა მივლენ მაგ დასკვნამდე
აეწვათ ინგლისელებს.
აეწვათ