საერთაშორისო

17:27 | 7.07.2016 | ნანახია 1703 - ჯერ

ბრაიან ოდრისკოლი: „შმიდტის წასვლა დიდი დარტყმა იქნება“

ირლანდიური რაგბის ლეგენდა ბრაიან ოდრისკოლი მიიჩნევს, რომ „სამყურების“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ახალზელანდიელი ჯო შმოდტის შესაძლო წასვლა, გუნდისთვის დიდი დარტყმა იქნება.

50 წლის სპეციალისტს ირლანდიის რაგბის კავშირთან მოქმედი შეთანხმების ვადა 2017 წლის ივნისში ეწურება და მხარეებმა ამ დღეებში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, გაგრძელდება თუ არა თანამშრომლობა.

„მისი წასვლის შემთხვევაში სიცარიელე დაგვრჩება. მან უზარმაზარი სამუშაო გაწია და დღეს ირლანდიის ნაკრები ნებისმიერ მეტოქესთან კონკურენტუნარიანი გუნდია. ნებისმიერ მორაგბეს, რომელიც დღეს მოედანზე ჯო შმიდტის ხელმძღვანელობით გადის, სწამს, რომ „ოლ ბლექსის“ დამარცხების ძალა შესწევს. ასეთი რამ რამდენიმე წლის წინ არ ხდებოდა. პირადად მე ვნანობ, რომ არცერთ მსოფლიო თასზე არ მომიწია მისი ხელმძღვანელობით თამაში“ - ამბობს ოდრისკოლი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083589