გუშინ, ასპინძის სარაგბო მოედანზე რუმინეთის თვრამეტწლამდელთა ნაკრებმა ამხანაგური ტურნეს რიგით მეორე შეხვედრა გამართეს ქუთაისელ თანატოლებთან. თამაში 24:12 დასრულდა ქუთათურთა სასარგებლოდ.
ქუთაისელი მორაგბეები ამბობენ, რომ პატარა „მუხებთან“ თამაში იოლი სულაც არ იყო, რადგან მათ სამხრეთ აფრიკასთან საერთაშორისო მატჩების ჩატარების გამოცდილება აქვთ. მიუხედავად ამისა, ისინი დარწმუნებული არიან, რომ არა ამინდის ფაქტორი შედეგი უკეთესი იქნებოდა.
აღსანიშნავია, რომ გუშინ თურქეთში „ათათურქის“ სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო, რუმინელებმა შინ გაფრენა ვერ მოახერხეს. ამჟამად ისინი თბილისში იმყოფებიან და ელოდებიან პასუხს, როდის და რა გზით დაბრუნდებიან რუმინეთში.
ნინუცა კაპანაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გაიხარეთ
ქუთაისს ვენაცვალე, მარტო უგებს უკვე რუმინელებს.
საინტერესოა, გაისად თუ ინებებენ ევროპა U18-ში მონაწილეობას ბრიტანელები და იტალიელები?
ლომიძე არ თამაშობდა?