წყნარი ოკეანის თასი

12:48 | 25.06.2016 | ნანახია 4648 - ჯერ

სამოამ ტონგას შანსი არ დაუტოვა

2016 წლის წყნარი ოკეანის ერთა თასზე, რომელიც ამავდროულად 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, ბოლო მატჩი დღეს დილით გაიმართა. სამოამ საკუთარ „აპია პარკზე“ ტონგას უმასპინძლა და დამაჯერებლად, 30:10 მოუგო.

საქართველოს ნაკრებთან მარცხის (20:23) შემდეგ, ტონგელებს შანსი ჰქონდათ ივნისში ჩატარებულ სამ მატჩში თუნდაც ერთი გამარჯვება მაინც ეზეიმათ, თუმცა სამოელებმა სტუმრებს შანსი არ მისცეს და სამგუნდა გათამაშებაში მეორე ადგილზე ავიდნენ. შეგახსენებთ, 2016-2017 წლების წყნარი ოკეანის ერთა თასის ჯამური შედეგით, ორი საუკეთესო გუნდი იაპონიის საგზურს პირდაპირ იღებს, ხოლო მესამე გუნდს ამავე საგზურისთვის ევროპის მეორე გუნდთან მოუწევს თამაში.

მასპინძლები მე-7 წუთზე დაწინაურდნენ, როცა ტონგელთა შუამარბმა ოტულეა კატოამ მეტოქეს ლელოს დადებაში წესების დარღვევით შეუშალა ხელი, მსაჯმა კატოა10 წუთით მოედნიდან გააძევა, ხოლო მასპინძლებს საჯარიმო ლელო ჩაუთვალა. სამოელთა დამრტყმელმა პატრიკ ფიიპალემ ზუსტად გარდასახა.

სამოამ რიცხობრივი უპირატესობა ძალიან კარგად გამოიყენა და კატოას მოედანზე არყოფნაში მასპინძლებმა კიდევ ათი ქულა მიითვალეს - ჯერ ფლანკერმა ჯეფ ლეპამ დადო ლელო, რომელიც ფიიპალემ გარდასახა, შემდეგ კი იგივე ფიიპალემ ჯარიმაც გაიტანა. პირველ ტაიმში ტონგამ მხოლოდ ერთი ჯარიმის გატანა მოახერხა, ფიიპალემ კი კიდევ ორჯერ მოუტანა სამოელებს სამი ქულა და პირველი ნახევრის ანგარიში დააფიქსირა - 23:3.

მეორე ტაიმში მასპინძელთა უპირატესობა ისეთი შესამჩნევი აღარ ყოფილა, თუმცა ტონგამაც ვერ შესთავაზა მეტოქეს რაიმე განსაკუთრებული. გუნდებმა ერთმანეთის მსგავსად თითო ლელოს დადება მაოხერხეს თავისი გარდასახვით - 61-ე წუთზე ჯერ ტონგელმა ოპეტი ფონუამ დადო ლელო, ხოლო 77-ე წუთზე სამოელმა დენი ტუსიტალამ იყოჩაღა. ამრიგად, სამოამ 30:10 მოიგო და წყნარი ოკეანის ერთა თასის 2016 წლის გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა.

2016 წლის წყნარი ოკეანის თასი

მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი. ორ წრედ

ფიჯი - ტონგა 23:18

ფიჯი - სამოა 26:16

სამოა 30:10 ტონგა

თ.

მ.

ფ.

წ.

+/-

ქ.

Form

1.

ფიჯი

2

2

0

0

49:34

8

2.

სამოა

2

1

0

1

46:36

4

3.

ტონგა

2

0

0

2

28:53

1

უჩა გოგიძე


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:53 | 27.06.2016
BEERTRANCE (1073)

დავლაშქრეთ კუნძულები

15:27 | 25.06.2016
kelbo (21)

უფრო სწორად აი სრული ცხრილი:
ადგ. გუნდი |თ მ ფ წ |+/- |||ქ
1.|| "ლელო" 3 2 1 0 |56-42 |10
2.||| ფიჯი ||3 2 0 1 |52-48 |8
3.||| სამოა ||3 1 1 1 |65-55 |6
4.|||ტონგა ||3 0 0 3 |48-76 |2

15:18 | 25.06.2016
kelbo (21)

შეგვიძლია ვთქვათ რომ არაოფიციალურად ოკეანეთის თასი მოვიგეთ:
საქართველო 10
ფიჯი 8
სამოა 4
ტონგა 1

14:44 | 25.06.2016
ოვალური კორბენი (276)

ესენი არიან რაგბის რომანტიკოსები. სასიამოვნოა მაგათი ბურთაობის ცქერა, მაგრამ ამავე дროს საშინლაд არაორგანიზებულებიც არიან.
რა კარგია, რომ ჩვენმა ბორჯღალოსნებმა მხოლოд ერთი ტურნე იკმარეს იმის дასამტკიცებლაд, რომ კუნძულელთა რაგბი უკვე გუშინдელი дღეა дა სწორება უფრო ძლიერებზე უნдა მოვახдინოთ.

0.080966