საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის, „დიდი 10“-ის 2016/2017 წლების გათამაშება 3 სექტემბერს დაიწყება და პირველი ტურის თამაშები 3-4 სექტემბერს გაიმართება.
„დიდი 10“-ის მომავალ გათამაშებაში ხუთი თბილისური კლუბი - „ლელო-სარასენსი“, „ლოკომოტივი“, „აკადემია“, „არმია“ და „არმაზი“; ორი ქუთაისის - „აია“ და პირველი ლიგიდან წელს დაწინაურებული „ბაგრატი“; ასევე გორის „ჯიქი“, ბოლნისის „ყოჩები“ და ბათუმის „ბათუმი“ ითამაშებს.
პირველ ტურში ჩემპიონ „ლელო-სარასენსს“ ქუთაისში, „ბაგრატთან“ უწევს სტუმრობა. ქუთაისშივე „აია“ „ბათუმს“ დაუხვდება, ხოლო თბილისში სამი თამაში გაიმართება - „არმაზი“-„ლოკომოტივი“, „არმია“-„ჯიქი“ და „აკადემია“-„ყოჩები“.
მანამდე, გუნდებს 7-კაცა რაგბიში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი ელით, რომელსაც აგვისტოში კახეთი უმასპინძლებს. ოთხი ტურის მიჯრით ჩატარების შემდეგ, 1-2 ოქტომბერს 7-კაცა რაგბის მეორე ეტაპია ქუთაისში და შემდეგ უქმეებზე კვლავ „დიდი 10“ განახლდება. მომდევნო 4 ტურის შემდეგ 5-6 ნოემბერს 7-კაცა რაგბის მესამე, დასკვნითი ეტაპია, ხოლო „დიდი 10“-ის პირველი წრე 26-27 ნოემბერს დასრულდება.
2017 წლამდე გუნდები მეორე წრის ორ ტურს მოილევენ, რის შემდეგაც საახალწლო არდადეგებზე გავლენ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მე დებიუტანტნს ვგულშემატკივრობ
ასევე მზარდი საქართველოსთვისაა დასაგეგმი თამაშები. მე მგონი რაც სახელი გადაარქვეს საერთოდ არ უთამაშიათ. არც მანამდე ქონდათ ბევრი თამაში
აუცილებლად გვინდა გუნდი ევროთასებზე
თუ არადა კიდევაც შეგვეხვერწებიან
რავიცი რუსულ საიტზე წავიკითხე თბილისში გაიმართებაო რაგბი ევროპის გენერალური ასამბლეაო23 25 ივნისსო
რამენაირად უნდა ვაიძულოთ -ა- ნაკრებით გვათამაშონ თუ უნდათ თუ არადა
იმედია გაისად მაინც მოხდება კლუბის ევროთასებზე გაშვება.