დიდი 10

20:27 | 3.04.2016 | ნანახია 1436 - ჯერ

პლეი ოფი დალაგდა, „ხარები“ გავარდა

დიდი 10-ის ბოლოსწინა ტურისა არ იყოს, დასკვნით ტურშიც აუტსაიდერებმა ლიდერები დაამარცხეს და გადამწყვეტი თამაში „შევარდენზე“ გამართული ჯახი აღმოჩნდა.

აქ თბილისი „არმაზი“ რუსთავის „ხარებს“ მასპინძლობდა და გუნდებს მიზანი წინდაწინვე ჰქონდათ განსაზღვრული. დაძაბული ბრძოლის პირველ ტაიმში აღაშვილმა და ბარბაქაძემ ლელოები გაიტანეს, ოღონდ ამ უკანასკნელის ლელო ბროძელმა გარდასახა, კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და „არმაზი“ 10:5 დაწინაურდა. რუსთაველებს დიდ 10-ში დასარჩენად პრემიალური ქულაც ჰყოფნიდათ, მაგრამ წიკლაურის ლელოს წილ მაჩხანელმა და ბერაძემ ორი დადეს, ბროძელმა ერთი გარდასახა და „არმაზმა“ კონკურენტს ურთიერთშეხვედრებში აჯობა - 22:10. შედეგად, „ხარები“ დიდ 10-ს ემშვიდობება, ხოლო „არმაზი“ „დინამოს“ ან თიბისის გადათამაშებაში შეხვდება.

პარალელურ მატჩში „არმიამ“ ბოლნისის „ყოჩები“ 16:10 დაამარცხა. თბილისელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და ტაიმი ბექა ურჯუკაშვილის ჯარიმებით 6:3 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევრის დებიუტში ირაკლი ჩხიკვაძემ ლელო გაიტანა. „ყოჩებმა“ მატჩის მიწურულს გიორგი მელაძის ლელოთი უპასუხა და ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა, თუმცა დასკვნითი წუთები ისევ „არმიასი“ იყო და ურჯუკაშვილის ზუსტი დარტყმით საბოლოო შედეგი დაფიქსირდა - 16:10. შედეგად, „არმია“ უძლიერესთა შორის დარჩა, ხოლო „ყოჩებმა“ პლეი ოფის პირველ ეტაპზე საკუთარი მოედნის უპირატესობა ვერ მოიპოვა.

ამის შანსი იყო, თუ „ბათუმი“ მარტყოფში „ჯიქთან“ პრემიალურ ქულას ვერ აიღებდა. ტაიმის 3:3 დასრულების შემდეგ, გორელებმა მეორე ნახევარში უპირატესობის მოპოვება შეძლეს და 15:8 იმარჯვეს, მაგრამ ზღვისპირელებმა უმნიშვნელოვანესი პრემიალური ქულა აიღეს.

რეგულარული გათამაშების დასკვნით შეხვედრაში თბილისის „აკადემია“ ქუთაისის „აიასთან“ სიჭინავასა და მაზმიშვილის ლელოებით დაწინაურდა, რასაც მათიაშვილმა ერთი ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. მეორე ტაიმი უფრო სახალისო გამოდგა, სტუმრებმა ორი საპასუხო ლელოს გატანას შეძლეს [თუთბერიძე და ფრუიძე], მაგრამ თავად სამი გაუშვეს [ბერიკაშვილი, ჭუაძე და მათიაშვილი] და „აკადემიამ“ 31:12 მოგებით, პრემიალური ქულაც ჩაიწერა.

ამრიგად, პლეი ოფის პირველ ეტაპზე, 16-17 აპრილს „ჯიქი“ „აიას“ მასპინძლობს, ხოლო „ბათუმი“ „ყოჩებს“ დაუხვდება.

დიდი 10. XVIII ტური

3 აპრილი

თბილისი. „შევარდენი“

არმაზი [თბილისი] - ხარები [რუსთავი] 22:10

მარტყოფი

ჯიქი [გორი] - ბათუმი [ბათუმი] 15:8

თბილისი. „ავჭალა“

არმია [თბილისი] - ყოჩები [ბოლნისი] 16:10

თბილისი. „ავჭალა“

აკადემია [თბილისი] - აია [ქუთაისი] 31:12

3/04

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო სარასენს თბილისი

18

14

1

3

2

1

0

360:272

+88

41/30

61

2

ლოკომოტივი თბილისი

18

11

1

6

1

5

0

323:285

+38

35/25

52

3

ჯიქი გორი

18

10

1

7

4

4

0

277:184

+93

29/12

50

4

ბათუმი ბათუმი

18

9

2

7

1

6

0

291:269

+22

24/17

47

5

ყოჩები ბოლნისი

18

10

0

8

1

5

0

308:287

+21

26/28

46

6

აია ქუთაისი

18

8

2

8

1

4

0

298:310

-12

28/25

41

7

აკადემია თბილისი

18

7

0

11

2

5

0

211:254

-43

18/27

35

8

არმია თბილისი

18

5

2

11

0

8

0

312:372

-60

23/40

32

9

არმაზი თბილისი ^

18

5

1

12

0

7

0

256:319

-63

25/31

29

10

ხარები რუსთავი

18

6

0

12

0

5

0

237:321

-84

20/34

29

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო

3/04 @ 19.40

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.110741