20-წლამდელები

6:33 | 11.06.2016 | ნანახია 2837 - ჯერ

უელსმა რვა შეცვალა

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მომავალმა მეტოქემ მანჩესტერში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ექვსი ერის დიდი სლემით მომგებმა უელსმა, პირველი მატჩისგან განსხვავებით შემადგენლობაში რვა ცვლილება განახორციელა.

პირველ ტურში უელსი 20 წუთის შემდეგ ირლანდიას სამი ლელოთი 17:0 უგებდა, მაგრამ საბოლოოდ 25:26 დამარცხდა და თასის ნახევარფინალში გასვლის შანსი მნიშვნელოვნად შეუმცირდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯეისონ სტრეინჯი ქართველთა შერკინებას უფრთხის და გასაკვირი არა მთელი პირველი ხაზი რომ გამოცვალა. მთლიანობაში, შერკინებაზე ხუთი ცვლილება მოდის.

„ცვლილებებს ორი მიზანი აქვს - ამ დონეზე თამაშის და განვითარების შანსი ყველას უნდა მიეცეს; გარდა ამისა, თამაშებს შორის ოთხდღიანი ინტერვალის პირობებში, ყველა მოთამაშეს უდიდესი როლი ენიჭება. მნიშვნელოვანია ბურთზე კონტროლი მოვიპოვოთ და თუ ეს შევძელით, მერე ვიცით რაც უნდა ვქნათ.

საქართველოს ნაკრები ფიზიკურ ძალაზე ორიენტირებული გუნდია. მათი 9 ნომერი შარშან უფროსების მსოფლიო თასზე თამაშობდა და 8 ნომერი „კლერმონის“ მოთამაშეა. ამრიგად, მეტოქე ხარისხის ნაკლებობას არ განიცდის, მაგრამ თუ ავამუშავეთ ჩვენი სისწრაფეები, ვიცით რისი ჩვენებაც შეგვიძლია“ - ამბობს სტრეინჯი.

უელსელთა მწვრთნელი ცდება, რადგან ხვალ ვასილ ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება და თამაშს გელა აფრასიძე იწყებს, ხოლო ახალ ზელანდიასთან შერკინების შემკვრელად მოთამაშე ოთარ გიორგაძე მეორე ხაზში გადაინაცვლებს, 8 ნომერზე კი, ბექა გორგაძე დადგება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:04 | 11.06.2016
მოვიდა ბიძააა (10)

მდააა საცოდაობა იყო ამ ამაის წაგება, მაინც ყოჩაღ ბიჭებს, ირლანდიასთან მოგებას ველი, მიდით ბოკვერებოოოოო

19:35 | 11.06.2016
აგუერო (65)

გაოცებულები არიან უელსელები არ ელოდენ ჩვენგან ასეთ მაგარ თამაშს

14:16 | 11.06.2016
dinamo222 (692)

კი მაგრამ ლობჟანეძე სკამის სახეხად წაიყვანეს ?? თუ არ სჭირდებოდათ და გენიოსი მწვრთნელის მონახაზში არ ჯდება რატო წაართვა პირველ ნაკრებს ? @@ მისი სისწრაფე კუნძულებზე ძალიან საჭირო იქნებოდაა !

19:33 | 11.06.2016
აგუერო (65)

ირლანდიისთვის ასვენებს

0.10893