20-წლამდელები

18:19 | 10.06.2016 | ნანახია 6130 - ჯერ

განრისხებულ უელსთან ცვლილებებით

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ექვსი ერის დიდი სლემით მომგები უელსი ახალ ზელანდიასთან ერთად ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ გუნდი ირლანდიასთან დამარცხდა და თასისთვის ბრძოლის გაგრძელება სათუო გაუხდა.

არადა, „ახალგაზრდა დრაკონებს“ საუცხოო დასაწყისი ჰქონდათ, 20 წუთში სამი ლელო დადეს და 17:0 დაწინაურდნენ, თუმცა მებრძოლმა ირლანდიამ თამაში სათავისოდ შემოაბრუბა, მეორე ტაიმში 26:20 დაწინაურდა და საფინალო სასტვენამდე ორიოდე წუთით ადრე უელსისგან ლელო გაუშვა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. ოთხი ლელოს გატანამ 25:26 მარცხმა უელსს 2 პრემიალური ქულა შესძინა, რაც მინიმუმ 4 დაგეგმილთან შედარებით ნამდვილად ცოტაა და განრისხებულები ხვალ საქართველოს ეკვეთებიან.

უელსის ნაკრები 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატში მისი დაარსების დღიდან, 2008 წლიდან მონაწილეობს და ჯგუფში მესამე ადგილზე ერთადერთხელ, 2015 წელს დარჩა. ის თასის ნახევარფინალში დღემდე სამჯერ გავიდა, ხოლო საუკეთესო შედეგი 2013 წელს ჰქონდა და მაშინ ფინალში ინგლისთან დამარცხდა. წელს, პირველ ტურში აღებული იმ 2 ქულის ხარჯზე, მას ჯგუფში პირვბელზე თუ არა საუკეთესო მე-2 ადგილზე გასვლის შანსი ნამდვილად აქვს და ამისათვის საქართველოსთან პრემიალური ქულით გამარჯვება ჭირდება.

თავის მხრივ, მსოფლიოს ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში „უმცროსი ბორჯღალოსნები“ ახალ ზელანდიასთან 0:55 დამარცხდნენ. ეს მოსალოდნელი შედეგი იყო, თუმცა არა სასურველი და ახლა გულშემატკივერი უკეთეს თამაშის ხარისხს და ლელოებს ელოდება, თორემ უელსთან გამარჯვების შანსი თითქმის ისეთივეა, როგორც ახალ ზელანდიასთან გვქონდა. შეხვედრა მანჩესტერ სიტის აკადემიის სტადიონზე თბილისის დროით 18:45 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე შედგება.

„ჯუნიორ ოლ ბლექსთან“ შეხვედრის მეორე დღეს, სამწვრთნელო შტაბმა გუნდი დაასვენა. „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ მთელი დღე რეაბილიტაციასა და ვიდეო ანალიზს დაუთმეს - გადიოდნენ წინა მატჩზე დაშვებულ შეცდომებს და და სწავლობდნენ მომავალ მეტოქეს, რომელთანაც ადვილი მატჩი ნამდვილად არ გველის. როგორც კილასონიამ უელსელების შეფასებისას განაცხადა - „უელსმა მოსაგები თამაში წააგო. ამის გამო, ასეთი დონის გუნდი აუცილებლად გაასმაგებული ძალითა და მოტივაციით ეცდება გააკეთოს ის, რაც წინა თამაშში არ გამოუვიდა. ეს იქნება ძალიან რთული თამაში დიდ გუნდთან, სადაც გაზრდის ასევე დიდი შესაძლებლობა გვექნება და ჩვენი მიზანი სათამაშო პოტენციალის უკეთ წარმოჩენაა“.

განტვირთვის დღეს რამდენიმე მორაგბე - გიორგი კვესელაძე, ლადო მიმინოშვილი, ილია სპანდერაშვილი, მირიან მოდებაძე და ფიზ-მომზადების მწვრთნელები, გიორგი და გივი ნადარეიშვილები უეიდის სკოლას ესტუმრნენ, სადაც 10-15 წლამდე გოგონებსა და ბიჭებს რაგბის სახალისო გაკვეთილები ჩაუტარეს და ეთამაშნენ.

გუშინ გუნდმა პირველი ტურის შემდეგ პირველად ივარჯიშა. „უმცროსი ბორჯღალოსნები“ ტრადიციულად ვიდნესის რაგბის კლუბის ბაზაზე მივიდნენ და საათნახევრიანი ვარჯიში გამართეს. დღეს კი კაპიტნის ვარჯიშია. წინა ტურის მსგავსად, დღესაც ვიდნესში ვივარჯიშებთ, რათა გზაში დიდი დრო არ დავკარგოთ.

„ყოველთვის რთულია თამაში ძლიერ გუნდთან, რომელსაც წაგებული აქვს წინა მატჩი. ვიცით, რომ უელსმა დამაჯერებლად მოიგო 20-წლამდელთა 6 ერი, ხოლო მსოლფიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ალბათ, ირლანდიასთან ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი წააგო. უელსი საკმაოდ რთული, კარგად დაბალანსებული, კონტაქტური და კარგად ორგანიზებული გუნდია. ჩვენი ბიჭები „გაბრაზებულები“ არიან, იმიტომ რომ ვერ მოახერხეს ზელანდიასთან თავის რეალიზება - ელემენტალური შეცდომები მოგვდიოდა. ხვალისთვის აუცილებელია დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ და კარგი თამაში ვითამაშოთ“ - შემადგენლობის დასახელებმადე განაცხადა ილია მაისურაძემ.

უელსთან მატჩამდე სამწვრთნელო შტაბმა გუნდში რიგი გადანაცვლებები განახორციელა, რაზეც მწვრთნელები თბილისშიც საუბრობდნენ, რომ ყველას მიეცემა თამაშის შესაძლებლობა და რომ ყველა მორაგბე იმგვარადაა შერჩეული, რამდენიმე პოზიციის გადაფარვა შეეძლოთ.

„შეუძლებელია და ძალიან რთულია გათვალო და ერთი შემადგენლობით ითამაშო მთელი ტურნირი. ამასთან, ჯერ კიდევ თბილისში, როდესაც სელექცია გავაკეთეთ, გავთვალეთ, რომ თითო თამაშში სხვადასხვა შემადგენლობა ითამაშებდა. ეს საჭიროა, რადგან ყველას უნდა დაუგროვდეს სათამაშო პრაქტიკა, ყველას მიეცეს თამაშის შესაძლებლობა. დარჩენილ ორ სამ შეხვედრაში გამოჩნდება სუსტი და ძლიერი მხარეები. ვის შეუძლია კარგად სირთულეებთან გამკლავება, კრიტიკულ მომენტში სწორი გადაწყვეტილების მიღება“ - ასევე დასძინა მაისურაძემ.

ხვალ სასტარტოში მატარაძე, ხუროშვილი და ტაბიძე იქნებიან, ხოლო ნეფარიძე და მელიქიძე მარქაფაშია არიან. მესამე ხაზიდან მეორეში გადაინაცვლა ოთარ გიორგაძემ, ცხადაძე მარქაფაშია, ხოლო 6 ნომერზე თამაშს ილია სპანდერაშვილი იწყებს.

პირველ მატჩში მარქაფაში ვიხილეთ ნაკრების ვიცე-კაპიტანი ბექა გორგაძე, რომელიც ხვალ 8 ნოემრზე დაიწყებს და გუნდის კაპიტნის მოვალეობებს იტვირთავს.

ილია მაისურაძე: „ბექა გორგაძე თავისი მიდგომითა და პროფესიონალიზმით საერთაშორისო დონის მორაგბეა - მე და მთლიანად სამწვრთნელო შტაბს, ამ ბიჭის გვჯერა და ჩვენგან დიდ ნდობას იმსახურებს. წინა მატჩში ის შეცვლაზე შევიდა. თუმცა, მანამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო მისი სამატჩო განაცხადში შეყვანა, ვინაიდან კლუბში ნახევარფინალი არც თუ ისე დიდი ხნის წინ ითამაშა და გვინდოდა დაესვენა. მაგრამ მან მალევე გაიარა რეაბილიტაცია. ოთარ გიორგაძე დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა 8 ნომერზე სათამაშოდ, თუმცა, ახლა ვფიქრობთ, რომ ბექა მზადაა თამაში დაიწყოს და გიორგაძე მეორე ხაზში გადაინაცვლებს.“

გუნდის კაპიტანი ვასილ ლობჟანიძე ხვალ მარქაფაშია - „წინა მატჩში, იმ მცირე ეპიზოდებში, სადაც ჩვენ თავი გამოვიჩინეთ, ვასილ ლობჟანიძე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ფიგურა იყო, როგორც კაპიტანი და გამოცდილი მორაგბე. საერთოდ ძნელია, როდესაც გუნდს თამაში ვერ წაუვა, კაპიტანმა რაიმე რადიკალურად გამოასწოროს, თან ვასოს ისედაც დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა. გარდა ამისა, ეს მსოფლიო ჩემპიონატია და საქმეში გელა აფრასიძეც უნდა ვნახოთ და მასაც ვენდოთ.“ საუბრის ბოლოს დასძინა მაისურაძემ.

უელსთან ასევე შემდეგი მორაგბეები ითამაშებენ, რომლებიც წინა მატჩის განაცხადში არ იყვნენ: გიორგი კვესელაძე, მირიან მოდებაძე, ლადო მიმინოშვილი და ლუკა გოგინავა.

სამატჩორაზმი
საქართველო - უელსი | მანჩესტერ სიტის აკად. სტადიონი, მანჩესტერი
11/06/2016 | 18:45 სთ (საქ. დროით) - პირდაპირირეპორტაჟი: საზოგადოებრივიმაუწყებლისმე-2 არხი

საქართველო: 15. მირიან მოდებაძე (აია), 14. ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), 13. გიორგი კოშაძე (ხარები), 12. გიორგი კვესელაძე (არმაზი), 11. სანდრო მერკვილიშვილი (არმია), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. გელა აფრასიძე(ლელო სარ); 1. თორნიკე მატარაძე (აია), 2. გიორგი ხურიშვილი (არმაზი), 3. ლაშა ტაბიძე (ბორდო, საფ), 4.დემურ ეფრემიძე (ყოჩები), 5. ოთარ გიორგაძე (კლერმონ, საფ), 6. ილია სპანდერაშვიილ (არმია), 7. გიორგი ცუცქირიძე (ბრივ, საფ), 8. ბექა გორგაძე კაპ (მონ დე მარსან, საფ).

მარქაფა: 16. ლუკა გოგინავა (ლოკომოტივი), 17. ნიკა ნეფარიძე (კლერმონ, საფ), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფ), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 20. ირაკლი ცხადაძე (არმაზი), 21. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი), 22. სანდრო ილურიძე (აკადემია), 23. რატი შანიძე (ლელო სარ).

საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდის მიხედვით


კომენტარები (22)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:49 | 12.06.2016
buratino (480)

თქვენ გენაცვალეთ, ჩვენო ახალგაზრდა ლომკაცებო! ახლა ნაღდად დავრწმუნდი რომ ჩვენს მთავარ გუნდს თქვენი სახით ნათელი მომავალი ჰყავს. აღვრევინეს ოფლი და აჭამეს შიში ულსელებს. ვაჟკაცები ხართ და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!

21:41 | 11.06.2016
maxo_65 (458)

რა კარგია ეს გვერდი არ ბლოკავს..

21:17 | 11.06.2016
აგუერო (65)

ეს რო მოგვეგო ირლანდიასაც დავადუღებდით უეჭველად

21:08 | 11.06.2016
რაგბი (36)

მაგის დედას შესცა მეჭიაურმა, რა გადაუხადეს ამდენი. პირიქით უნდა ეხმარებოდნენ ჩვენისთანა მზარდ გუნდებს. რას აკეთებენ

21:13 | 11.06.2016
აგუერო (65)

დახმარებას ვინ დაეძებ გვწირავენ ეს დედა მოდღნულები

21:06 | 11.06.2016
რაგბი (36)

სუდია იმდენი უნდა გაგინო, მესამე მსოფლიო ომი უნდა დავატრიალო დედაშენის მუტელში.

21:10 | 11.06.2016
აგუერო (65)

დდდდდდდდდ
აპოკალიფსი უნდა მოუწყო დედამისს.დდდდ

20:49 | 11.06.2016
maxo_65 (458)

შერკინებაში ბოლოს მსაჯის გვაწვებოდა..

20:43 | 11.06.2016
აგუერო (65)

არადა ეს რო მოგვეგო ჯგუფიდან გასვლის შანსი ხო გვექნებოდა?

20:42 | 11.06.2016
maxo_65 (458)

წლევანდელი 20-წლამდე ექვსი ერის გრანდსლემის მფლობელი სად გადაგვირჩა..

20:45 | 11.06.2016
აგუერო (65)

მსაჯების დედებს შევედი არ დაუშვეს ჩვენი მოგება

20:48 | 11.06.2016
maxo_65 (458)

დამაგლიჯეს ნერვები, ფაქტიურად მსაჯმა მოაგებინა

20:47 | 11.06.2016
maxo_65 (458)

დავწყნარდები ჯერ და მსაჯებზე მერე დავწერ..

20:40 | 11.06.2016
აგუერო (65)

საამაყო ბიჭები გვყავს.უელსელები კიარა ჩვენ ქართველებიც არ ველოდით ასეთ ბრწყინვალე თამაშს.ბრავო საუკეთესობი არიან ჩვენი ლომები

20:38 | 11.06.2016
shalvinio (19)

წაგება, რომელიც ამ შემთხვევაში მოგების ტოლფასია. მადლობა ჩვენს ბიჭებს. გენაცვალეთ თქვენ.

20:36 | 11.06.2016
maxo_65 (458)

მიუხედავად წაგებისა, გილოცავთ ყველას კარგ თამაშს..ვამაყობ ამ ბიჭებით, არ ვიცი რა ვთქვა..სიტყვებსაც ვერ ვპოულობ..ამათ ვენაცვალე მე..

19:32 | 11.06.2016
dinamo222 (692)

შერკინებაში რას ვუშვრებით იმ მთასავით უელსელებს ! რაღაცა არ გვანან 19-20 წლის ბავშვებს DD

19:31 | 11.06.2016
dinamo222 (692)

დედაა რა ხდება ეეს ?? ასე გავაგრძელოთ და შეიძლება მოვუგოთ კიდევაც ! DDD

18:42 | 11.06.2016
dinamo222 (692)

ეს აბდალაძე ვინაა და როგორ მოხვდა მანდა ?(ირლანდიის ნაკრებში) D

18:38 | 11.06.2016
dinamo222 (692)

მოგებას მეც არ ველოდები (თუმცას გულში რაღაცის იმედი მაინც მაქვს D) მაგრამ აი ბრძოლას და ჯიგრიან თამაშს კი ნაღდად ველოდები უელსი კია 6 ერის გამარჯვებული მაგრამ ფეხების კანკალით არ უნდა გავიდეთ თამაშზე !

15:15 | 11.06.2016
Kala94 (151)

მიდით ლომებო ! ეს ჩემპიონატი სადებიუტოა, ამიტომ ბევრი არაფერი მოეთხოვებათ.. თავის დროზე დიდებიც სოლიდური ანგარიშებით აგებდნენ.. ინგლისთან 84-6 და სამოასთან 46-9 არავის დაგვავიწყდება, თუმცა მას მერე ნაკრებს უდიდესი პროგრესი აქვს.. ბიჭებს მადლობა მსოფლიოზე გასვლისთვის !

15:22 | 11.06.2016
Kala94 (151)

რაც შეეხება ზელანდიასთან წაგებას, ანგარიში იყო ლოგიკური.. 50-55 ქულის ფორას აძლევდნენ ბუქმექერები, ეს დაახლოებით უტოლდება პოლონეთის მიერ ჩრდილოეთ ირლანდიის დამარცხებას ფეხბურთში და გოლდენ სტეიტის კლივლენდთან მოგებას 8 ქულაზე მეტით.. არა მგონია რომელიმე მოულოდნელობა იყოს.. თუ თქვენ თვითონ ვერ აფასებთ გუნდებს შორის სხვაობას, ექსპერტებს მაინც დაუჯერეთ და ტყუილად ნუ აკრიტიკებტ ამ ბიჭებს..
განადგურება იქნებოდა 70-80 ქულით წაგება, კარგი შედეგი იქნებოდა 35-45 ქულით მარცხი.. 55 ქულით წაგება იყო მოსალოდნელი და ლოგიკური !

13:00 | 11.06.2016
maxo_65 (458)

რატომღაც მგონია დღეს ბიჭები თავს არ შეირცხვენენ.. თუ აგრესიულ დაცვას ვითამაშებთ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომებით, უელსს ყელზე დავადგებით, არადა შეუძლია ჩვენს ნაკრებს ყველას ბრძოლა გაუმართოს..ჩვენი შერკინება საუკეთესოა ტურნირზე, უკანა ხაზმაც თუ აუბა მხარი, ძალიან კარგი იქნება...

08:38 | 11.06.2016
პანტელეიმონი (1218)

შეგახსენებთ მეგობრებო, რომ რაგბი ლოგიკური სპორტია, ფეხბურთისგან განსხვავებით როცა 137 ადგილზე მყოფი საქართბელოს ნაკრები უგებს ევროპის მოქმედ ჩემპიონს ესპანეთის ნაკრებს. ამიტომ მე პირადად მოგებას არ ველოდები, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდების კარგი თამაშის ხილვა მინდა.

08:11 | 11.06.2016
ogafa (407)

წარმატებები ბიჭებს

22:19 | 10.06.2016
federer (17) (469)

ზელანდიასთან შიშის ფაქტორი იყო და ვერ გაიხსნენ ბავშვები და სპორტული თავხედობაც არ ეყოთ აგრესიულად ეთამაშათ და აი უელსთან მგონია რომ ვიბრძოლებთ, არა ქულა ქულაში მაგრამ 20 ქულაზე მეტით არამგონია წავაგოთ, მაქსიმუმ 30 თორე +30 ქულით წაგება სრული კრახია ჩვენი ნაკრებისათვის.
ეს არამარტო 20 წლამდელთა ტურნირია აქ შენს მომავალ ნაკრებზეა საუბარი და თუ უელსთან 50 ქულით წააგე ირლანდიასთან 40 ქულით და ასე შემდეგ, მაშინ რა 6 ერზე გაქვს პრეტენზიაა

19:56 | 10.06.2016
deqstera (86)

dinamo222
ასვენებენ მეგობარო, ამასთან ერთად აფრასიძე არანაკლებ ნიჭიერი ბიჭია და ეგეც რომ არიყოს უელსთან შანსი არგვაქვს ზელანდიის მსგავსად და იქნება ირლანდიასთან გავახერხოთ რამე, სწორედ მაგ მიზეზით ასვენებენ ძირითად პირველ ხაზს, სვანიძეს და სხვა მოთამაშეებსაც!!
ეს არნიშნავს რომ თუნდაც დასვენებული შემადგენლობით ირლანდიასთან მოგების დიდი შანსები გვექნება, მაგრამ პრიორიტეტების გათვალისწინებით უელსი გაცილებით ძლიერია და გაცილებით ნაკლები შანსი გვექნება, მითუმეტეს პირველი თამაშის შედეგების გათვალისწინებით!!

პლიუს ესეთ მოკლე პერიოდში ამდენი მატჩის გამართვა ერთ შემადგენლობით ურთულესია და სავარაუდოდ ყველა მოთამაშეს მოუწევს დასვენება და რომელიმე მატჩის გამოტოვება!!

18:26 | 11.06.2016
dinamo222 (692)

ირლანდიასთააააან ???? DDDDDDDDD

20:10 | 10.06.2016
federer (17) (469)

ეს თამაშიც თუ ისე სასტიკად წავაგეთ მაშინ დავიწყოთ დროა ამათი გინებაც და მერე შეიძლება ირლანდიას მოუგონ კიდეც.
ფორა 2 მიწერია და ეგ თუ გამიტეხეს, ამათზე კარგის მთქმელი მე აღარ ვიქნებიი
ზელანდიასთან სირცხვილი სავსებით საკმარისია

21:04 | 10.06.2016
deqstera (86)

მოიცა შენ იმედი გაქვს რომ უელსთან რამე შანსი გვაქვს?? უელსთან კი არა ირლანდიასთან ჩვენი შანსი მაქსიმუმ 20%ია...
უნდა ვიცოდეთ რო ჩვენზე გაცილებით ძლიერი სარაგბო ქვეყნები არიან, შეიძლება წლებთან ერთად საფრანგეთში თამაშის ფონზე გაქვითო ეს განსხვავება, მაგრამ ახალგაზრდულ დონეზე სად მათი მომზადება და სად ჩვენი??

08:13 | 11.06.2016
ogafa (407)

20%ია... ..........

22:16 | 10.06.2016
federer (17) (469)

მე მოგებას არავის ვთხოვ, მაგრამ 50 ქულიან მარცხზეც არ უნდა მქონდეს პრეტენზია, ვერ გავიგე რისი გულშემატკივარი ვარ თუ 50 ქულიანი წაგება არ მეწყინოს.
შენ თუ გაკმაყოფილებს 50 ქულით წაგება ეგ შენი საქმეა, მაგრამ მე არ მაკმაყოფილებს და მინდა რომ რაღაც მაინც გააკეთოს ჩვენმა ნაკრებმაა და ეს ის ნაკრები არაა შარშან 19 ფლამდელების ფინალი რომ ითამაშეს ევროპაზეე, თუ ყველა არაა ძირითადად ის ბიჭები არიან

18:31 | 11.06.2016
dinamo222 (692)

მართალიაა მეც მაგ აზრის ვარ რომ თუ წავაგებთ ისე მაინც წავაგოთ როგორც ზელანდიასთან წავაგეთ შარშან მსოფლიოზე ჩვენები თავაწეულები რომ ტოვებდნენ მოედანს და გორგოძეც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რომ დაასახელეს (ზელანდიასთაან !!!) აი ასეთი წაგება მინდა !

18:34 | 11.06.2016
dinamo222 (692)

ისე რა მაგარია გულშემატკივარი რომ ამბობს ასეთი წაგება მინდაო DD მაგრამ სხვა გზა არაა ჩვენ ჯერჯერობით მოგებას ვერ მოვთხოვთ ჩვენ ბიჭებს ვერც უელსთან და ვერც მითუმეტეს ირლამდიასთან ნახეთ რა უყო ირლამდიამ "ღმერთკაცებს" "დევგმირებს" "უცხოპლამეტელ" ზელანდიელებს ?? DD

19:16 | 10.06.2016
dinamo222 (692)

ეე ეგენი ვერ არიაან ? რა უნდა ლობჟანიძეს მარქაფაში მაგისთვის წაართვეს პირველ ნაკრებს? არადა ლობჟანიძე კუნძულელებთან მაგრა გამოგვადგებოდა რაქიდან თავისი სწრაფი გამოტანებით და სწორი გადაწყვეტილებებით

08:28 | 11.06.2016
პანტელეიმონი (1218)

ვასკა რა თქმა უნდა ყოველთვის საჭიროა პირველი ნაკრებისათვის, მაგრამ მე დღეს ბეგაძის თამაშიც ძალიან მომეწონა.

20:08 | 10.06.2016
federer (17) (469)

შენ ეგა თქვი მეგობაროო
არ უნდა ეთამაშა ვასკას ახალგაზრდულში, ამათ არანაირი შანსი არ აქვს და ჩვენ მაგრად გამოგვადგებოდა სწრაფი გამთამაშებელი სამხრეთელებთან

0.106305