საერთაშორისო

13:20 | 7.06.2016 | ნანახია 2069 - ჯერ

„სპრინგბოკი“ ლეგიონერებზე შეზღუდვებს აწესებს

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი, ავსტრალიის კვალდაკვალ, ნაკრებში მოთამაშეთა გამოძახების კუთხით ლეგიონერებზე შეზღუდვას აწესებს.

შემუშავებული რეგულაციების თანახმად, იმ ლეგიონერებს, რომელთაც 25-ზე ნაკლები სანაკრებო კეპი აქვთ, ეროვნულ გუნდში აღარ დაუძახებენ. ასე იქნება საწყის ეტაპზე, სამომავლოდ კი, კეპების რაოდენობა გაიზრდება და 2018 წლისთვის ნაკრებში ჩატარებული მატჩების სავალდებულო რაოდენობა 45-ს მიაღწევს. ამ გზით სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი ცდილობს, რომ კლუბებს წამყვანი მორაგბეების შენარჩუნებაში დაეხმაროს.

„ლეგიონერებთან დაკავშირებული პოლიტიკა ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია. როდესაც ყველაფერი მზად იქნება, ინფორმაციას პრესაში გამოვაქვეყნებთ და მოთამაშეებსაც გავაცნობთ“ - ამბობს „ბოკეს“ თავკაცი ალისტერ კუტცე.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ნაკრებში დაწესებული შეზღუდვის თანახმად, გუნდში ვერ მოხვდება საზღვრებს გარეთ მოთამაშე ის მორაგბე, რომლის ანგარიშზეც 60-ზე ნაკლები კეპია. ახალი ზელანდიის, ინგლისის და არგენტინის ნაკრებები ლეგიონერებზე უარს ამბობენ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:28 | 07.06.2016
გუბერნატორი (11)

ძალიანაც კარგი..

0.083332