20-წლამდელები

18:10 | 6.06.2016 | ნანახია 5547 - ჯერ

20-წლამდელების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონთან

მზადება დასრულებულია. 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ სამატჩო დღემდე 24 საათი რჩება. ხვალ, 7 ივნისს, საქართველოს დროით 22:45 საათზე, ქართული რაგბის ისტორიაში პირველად „უმცროსი ბორჯღალოსნები“ მსოფლიო ახალგაზრდულ ელიტაში პირველად იბურთავებენ. პირველივე მატჩში ვერკინებით მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს, ახალ ზელანდიელ 20-წლამდელებს.

„საქართველოს პირველად ვეთამაშებით და ვიცით, რომ არ მოერიდებიან ფიზიკურ კონტაქტს, ძლიერად ითამაშებენ, შერკინებაში მაგრად მოგავწვებიან და ალბათ ისეთი თამაში მოგვიწევს, როგორც არგენტინის, ან საფრანგეთის წინააღმდეგ. ქართველები დიდები და ღონიერები არიან. შერკინებაში ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მსგავსი თამაში გვექნება“ - განაცხადა ყოფილმა ოლ ბლექმა, ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა სქოთ რობერთსონმა, რომელმაც სამატჩო რაზმში ხუთი სუპერ რაგბის მოთამაშე დაასახელა.

ერთი კვირა მიილია

უკვე ერთი კვირაა რაც „უმცროსი ბორჯღალოსნები“ ინგლისში იმყოფებიან. გუნდი მანჩესტერთან ახლოს, ქალაქ ვორინგთონში დასახლდა და იქვე რაგბის კლუბ „ვიდნესის“ ბაზაზე ვარჯიშობს. პირველ ორ დღეს სამწვრთნელო შტაბმა გუნდი შედარებით დაასვენა. მგზავრობის შემდგე დრო აღდგენას დაეთმო, ხოლო მეორე დღეს მხოლოდ ერთხი ვარჯიში ჩატარდა. მას შემდეგ 20-წლამდელები დღეში ორჯერ ვარჯიშობენ. ამ პერიოდში სამწვრთნელო შტაბი დიდ დროს უთმობს დაგეგმარებას. ვარჯიშებიც მაქსიმალურად თამაშთან მიახლოვებულ პირობებსა და დროში მიმდინარეობს.

„დაგეგმარების შედეგად არა სავარჯიშო დრო მაქსიმალურად შევამცირეთ. საცხოვრებლიდან შედარებით შორს ვვარჯიშობთ და ამიტომ, გზას დიდი დრო მიაქვს. ვცდილობთ მეტი დრო დავუთმოთ დასვენებას“ - განაცხადა ლადო კილასონიამ, რომლის განცხადებით ზელანდიასთან მატჩის წინ გუნდში არანაირი წნეხი არ იგრძნობა - „ბიჭები მენტალურად ძალიან კარგად არიან. გააზრებული გვაქვს თუ ვის, როგორ დიდ და ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. ეს ჩვენთვის იქნება დიდი გამოწვევა და თამაში, სადაც ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები უნდა გაიზარდონ.

დიდი ტაქტიკური ცვლილებებისთვის დრო აღარ რჩება. გუნდი გამართულია და ბიჭებმა იციან რა დავალებები უნდა შეასრულონ. შეიძლება ითქვას, რომ ეხლა მიმდინარეობს „ჭანჭიკების მოჭერა“ - პატარ პატარა დეტალებს ვაქცევთ ყურადღებას და ვხვეწავთ, რადგან კარგსა და უკეთეს შორის პატარა დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს“.

პირველი კაპიტნის ვარჯიში

მატჩამდე 24 საათით ადრე, ტრადიციულად, კაპიტნის ვარჯიში გაიმართება. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, სამატჩო სტადიონის, პრემიერშიპის „ეი ჯეი ბელის“ ნაცვლად, 20-წლამდელები მასპინძელი რაგბის კლუბ ვიდნესის მოედანზე ივარჯიშებენ, რათა ბიჭები მგზავრობისგან არ გადაიღალონ.

„პირველი კაპიტნის ვარჯიშისგან ველით ხარისხს და ხარსხი აისახება დროის სიმცირეზე - რაც უფრო ხანმოკლე გამოგვივა ვარჯიში, მით უფრო კარგი და რაც მთავარია, ველით კონცენტრაციას. ეს სამი რაღაც - ხარისხი, მოკლე დრო და კონცენტრაცია იქნება დღეს ჩვენი მთავარი მიზანი“ - დასძინა კილასონიამ.

ისტორიული დღის სამატჩო რაზმი

20-წლამდელების მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე ოპტიმისტურად არის განწყობილი, რის საფუძველსაც ბიჭების ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა აძლევს. ინგლისში გატარებული პირველი კვირის შეფასებისას მან განაცხადა: „შეგუებას და აკლიმატიზაციას დრო დაჭირდა და ამიტომ, პირველი ორი დღე აღდგენას დავუთმეთ. შემდეგ კი დროის ოპტიმიზაციაზე გადავედით და მაქსიმალურად შევამცირეთ ვარჯიშების დრო, რათა ბიჭებმა მაქსიმალურად დააგროვონ ენერგია. ახლი ჩვენი ამოცანაა გადავიმეოროთ ტაქტიკა და სტრატეგია და ბიჭები მაქსიმალურად დავასვენოთ.

ტურნირის რეჟიმი მნიშვნელოვნად განსხვავდება მოსამზადებელი პერიოდისგან, შესაბამისად, მიშვნელოვანია დეტალების დახვეწაზე მუშაობა, რათა ბიჭები თამაშამდე არ გადაიღალონ. პატარა დოზებით მიმდინარეობს უნარების და ჩვენი სისტემების, შეტევისა და დაცვის დეტალების დახვეწა, რაც მუდმივი პროცესია.

ვეთამაშებით მსოფლიო ჩემპიონს და ბიჭები სუპერ-მოტივირებულნი არიან. მიუხედავად იმისა, რომ ზელანდია მსოფლიო ჩემპიონია, მე არ მეგულება მწვრთნელი, ან მოთამაშე, ვინც წინასწარ წასაგებად გადის მოედანზე. უპირატესობა რა თქმა უნდა მათ მხარეს იქნება, რაც ჩვენთვის კარგიც არის. გავიარეთ ანალიზი, შეძლებისდაგვარად შევისწავლეთ მეტოქის სუსტი და ძლიერი წერტილები და ამის მიხედვით მოვემზადეთ. ვეცდებით მაქსიმალურად დავუპირისპიროთ ჩვენი ძლიერი მხარეები და ვნახოთ ბიჭები როგორ გაართმევენ თავს კრიტიკულ მომენტებს, რაზეც ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული“.

ძლიერი მხარე

„ამ თამაშში კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, რომ ზედმიწევნით შევასრულოთ ყველაფერი შერკინებასა და დერეფანში, მოვიპოვოთ უპირატესობა ამ კომპონენტებში და მაქსიმალურად შევუშალოთ ხელი მოწინააღმდეგეს. ზელანდიელები ღია თამაშში ძალიან კარგები არიან, ამიტომ დრო და სივრცე უნდა შევუზღუდოთ და შეძლებისდაგვარად, არ უნდა მივცეთ მეტი სათამაშო დრო და მანძილი. ტექნიკურად ძალიან ძლიერები არიან და შეიძლება ერთი ერთზე უპირატესობა გაგვიკეთონ. ბურთი უნდა შევინარჩუნოთ და ყველაფერი ტექნიკურად კარგად შევასრულოთ. ამ შემთხვევაში შანსები გვექნება.

რა პირველი ხაზითაც დავიწყებთ თამაშს, მასზე არა ნაკლები პირველი ხაზი გვყავს მარქაფაში. მეორე და მესამე ხაზშიც უფრო მეტ იმპულს შემოვიტანთ. ბექა გორგაძე და გიორგი ჯავახია მეორე სუნთქვას შეგვმატებენ შეცვლაზე.

თავისი გამოცდილებით, თავდაჯერებით და უნარებით, ვასილ ლობჟანიძე ძალიან ეფექტური იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ლობჟანიძე ხვალ ძალიან კარგად ითამაშებს და შერკინებას კარგად წარუძღვება. დარწმუნებული ვარ, ის სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

ცენტრში ძალიან ეფექტური დაცვის მოთამაშე და ამავდროულად ხაზის კარგი გამჭრელი გვყავს - სანდრო ილურიძე, ხოლო მეორე შუამარბი გიორგი კოშაძე, ძალიან კარგი მოაზროვნე მორაგბეა და ჩვენს გუნდში ფაქტობრივად „ხაზის ტვინს“ წარმოადგენს“.

სამატჩო რაზმი
საქართველო - ახალი ზელანდია | ეი ჯეი ბელ სთედიუმი, მანჩესტერი
07/06/2016 | 22:45 სთ (საქ. დროით) - პირდაპირი რეპორტაჟი: საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხი

უკანა ხაზი, ბექები
15. ირაკლი სვანიძე (ჯიქი), 14. დავით მესხი (არმია), 13. გიორგი კოშაძე (ხარები), 12. სანდრო ილურიძე (აკადემია), 11. სანდრო მერკვილიშვილი (არმია), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. ვასილ ლობჟანიძე - კაპ (არმაზი)

შერკინება, ფორვარდები

  1. ნიკა ნეფარიძე (კლერმონ, საფ), 2. ლაშა საჯაია (ჯიქი), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფ), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 5. დემურ ეფრემიძე (ყოჩები), 6. ირაკლი ცხადაძე (არმაზი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ბრივ, საფ), 8. ოთარ გიორგაძე (კლერმონ, საფ)

    მარქაფა
  2. თორნიკე მატარაძე (აია), 17. გიორგი ხუროშვილი (არმაზი), 18. ლაშა ტაბიძე (ბორდო, საფ), 19. გიორგი ჯავახია (ლიონ, საფ), 20. ბექა გორგაძე (მონ დე მარსან, საფ), 21. გელა აფრასიძე (ლელო სარასენს), 22. რატი შანიძე (ლელო სარასენს), 23. გურამ ქანდაურაშვილი (ხარები)

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:02 | 07.06.2016
ogafa (407)

თამა ნახვა სად შეიძლება

22:26 | 07.06.2016
DataN24 (215)

მეორე არხი აჩვენებს

20:36 | 07.06.2016
DataN24 (215)

ისეერთი მხრივ კი გვიმართლებს ყველგან ზელანდიელები რო გვხვდებიან რამხელა გამოცდილება ამ ახალგზრდებისთვის იმედია ამ მსოფლიოს მერე უკანახაზელებიც წავლენ სადმა კაი გუნდებში

16:58 | 07.06.2016
BEERTRANCE (1073)

ნამდვილად, წნეხის გარეშე და ქართული შემართებით:

აბა თქვენ იცით, ჩვენ თქვენი გვჯერა

11:03 | 07.06.2016
maxo_65 (458)

მაგრად მჯერა, გული მიგრძნობს, არ შეგვარცხვენენ ბიჭები..წარმატებებს გისურვეთ ჩვენო ვაჟკაცებო...

10:44 | 07.06.2016
shotaminashvili2 (1)

კაი ბიჭები გვყავსს, ცოტა არ იყოს ძლიერ ჯგუფში კი მოვხვდით მარა ეგეც სათქმელია რომ ადვილი ჯგუფი არ შეგვხვდებოდა. დარწმუნებული ვარ ბიჭები ყველაფერ გაიღებენ მოსაგებად და ადვილად არავის არაფერს დაუთმონობენ, თუნდაც ამ არაადამინურად ძლიერ გუნდს. ასევე პრინციპის საქმე იქნება, რომ როგორმე ერთი თამაში მაინც მოვიგოთ და აქედანვე მოვიპოვოთ მომავალ წელს მანდ ასაპარეზობის უფლება, და არა როგორც მასპინძელმა

09:24 | 07.06.2016
გზავნილი (81)

დღეს ჩემი შვილის სკოლიდან გამოყვანა მე მომიწია. სანამ გაკვეთილის დასრულებას ველოდი ჩემიშვილის თანაკლასელის მამა გამომელაპარაკა (რუმინელები არიან, სულ პრობლემა აქვთ ჩვენს შვილებს, რა ვერ გაიყვეს 5 წლის ბავშვებმა გაურკვეველია, მაგრამ...). ფეხბურთზე ჩამომოაგდო საუბარი... მე თავი გამოვიშტერე აზრზე არ ვარ ფეხბურთის და თუ გინდა რაგბზე ვილაპარაკოთ თქო... სახე წაეშალა, ეტყობა რაღაც პირადული ქონდა რაგბთან, ეტყობა გულში დავჭერი რუმინელი დათვი... უხერხული სიტუაცია სკოლის ზარმა და ბავშვების ჟრიამულმა განმუხტა...

უხერხულობის მიუხედავად ამაყი ვიყავი, ვარ და ვიქნები ჩვენი რაგბისტების გამო!

თუ რომელიმე მორაგბეს დრო ექნება ხვალ და წაიკითხავს ამ კომენტარს, მინდა ჩემი ადუღებული გულის სითბო გაგიზიაროთ ძმებო. მეტოქე ნამდვილად მრისხანე გვყავს, რომ იტყვიან მიწა იწვის მათ ფეხქვეშ, მაგრამ უამრავი შემთვევა შიძლება გავიხსენოთ როგორ შეიძლება მეტოქის სიძლიერე შენს სასარგებლოდ გამოიყენო. ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი ემოცია მინდა გაგიზიაროთ: სეულის ოლიამპიადაზე, ფინალში დავით ხახალეიშვილი ხვდება იაპონელ ოგავას, იაპონიის ძიუდოს ღმერთს იმ დროისთვის. დარბაზი ინგრევა იაპონლების ყიჟინით. ერთ კუთხეში კი ჩუმად დგას უცნობი ახალგაზრდა ქართველი ბიჭი რომლის სახელი მანამდე ვიწრო წრეებში ვინმემ თუ იცოდა. დაიწყო ჭიდაობა და ძიუდოს ღმერთი ტატამზე ქლიავის ტყლაპივით გააკრეს... დადუმდა იაპონია... მსაჯმა იპონი ვაზარით შეცვალა, შეეშინდა ღმერთის ეტყობა... ხახალეიშვის შემდეგი ილეთი კიდევ უფრო სასტიკი იყო... კიდევ ერთი იპონი და სასაფლაოზე უფრომდუმარე დარბაზი...

ჩვენ დღეს რაგბის ღმერთებს ვხვდებით (დიახ ერთად ვხვდებით, ძალიან შორს თქვენგან მაგრამ თქვენთან ერთად). თქვენგან მოგებას არავინ მოითხოვს, ეს გასაგებიცაა, ლოგიკურიც მაგრამ დღეს რომ მთელი მსოფლიო ჰაკას ტაშს უკრავს, რითი ჯობია ხორუმს? ამბობენ რომ რაგბში სასწაულები არ ხდება, მაგრამ მე მჯერა იმის რომ ვერავინ ამიგორებს რაგბზე საუბარს გაქილიკებს მიზნით. იმიტომ რომ რაგბისტებმა იციან გულზე დაკრული დროშის ფასი, იციან რამხელა პატივია გეცვას რაგბის კვართი. მე მჯერა გუნდის და გულშემატკივრის ურთიერთ პატივისცემის და მე მჯერა რომ რაგბის ღმერთებიც შეიძლება დავამარცხოთ, დავადუმოთ დღეს მთელი მსოფლიო...

ძმებო თქვენგან მოგებას არავინ ითხოვს, მხოლოდ ბრძოლას უკანასკნელ სისხლის წვეთამდე, და რაც მოხდება ის მოხდება... ან ერთად გადავიტანთ ან ერთად ვიზეიმებთ...ერთად!

შემდეგი გაჩერება უელსი...

16:29 | 07.06.2016
გზავნილი (81)

P.S ბევრს ახსოვს იმ დღეს ცხენშებმულ ეტლში ქუთაისის გარეუბანში - ბაკისუბანში გიჟივით მოჯირითე დათო ხახალეიშვილის მამა... წარმოგიდგენიათ თქვენი მამების სიამაყე? იმ კაცისთვის დარწმუნებული ვარ დათო იმ დღეს დაიბადა... იქნებ თქვენც დღეს დაიბადოთ კიდევ ერთხელ, ყველა ერთად ... და შემშურდეს რომ ჩემი ბიჭი მხოლოდ 5 წლისაა და დღეს თქვენთან ერთად არაა...

09:51 | 07.06.2016
გზავნილი (81)

P.S ბევრს ახსოვს იმ დღეს ცხენშებმულ ეტლში ქუთაისის გარეუბანში - ბაკისუბანში გიჟივით მოჯირითე დათო ხახალეიშვილის მამა... წარმოგიდგენიათ თქვენი მამების სიამაყე? იმ კაცისთვის დარწმუნებული ვარ დათო იმ დღეს დაიბადა... იქნებ თქვენც დღეს დაიბადოთ კიდევ ერთხელ, ყველა ერთად ... და შემშურდეს რომ ჩემი ბიჭი მხოლოდ 5 წლისაა და დღეს თქვენთან ერთად არაა...

23:02 | 06.06.2016
ogafa (407)

წარმატებები

22:22 | 06.06.2016
→ LELOS← (98)

აბა თქვენ იით ბიჭებო.!!! წარმატებები!!!

20:47 | 06.06.2016
buratino (480)

ღვთისგან და ჩვენგან დალოცვილები იყავით, ბიჭებო!

20:19 | 06.06.2016
tamasho (88)

ისე ბიძო 6 ერი რომ დაგესპონსორებია წაგებაში არ დარჩები და ჩვენთვისაც კარგი იქნება

20:17 | 06.06.2016
tamasho (88)

აბა ჰე და აბა ჰო

0.101031