ევროპის სერია

16:21 | 5.06.2016 | ნანახია 2317 - ჯერ

ესპანეთის ძლევით კვლავ ბრიტანეთზე

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, ევროპის გრან პრის პირველ ეტაპზე მეხუთე ადგილისთვის, დიდი ბრიტანეთი1-თან იბრძოლებს.

მოსკოვის ეტაპის მეორე სათამაშო დღე ქართველმა მორაგბეებმა დიდი ბრიტანეთი2-თან მატჩით და 0:36 მარცხით გახსნეს. როგორც ჩანს, ეს ტაქტიკური ჩანაფიქრის ნაწილი იყო და ძლიერ მოწინააღმდეგესთან ძალების დაზოგვით, ჯამში უკეთესი შედეგი მივიღეთ.

V-VIII ადგილების ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ესპანეთი იყო, რომელიც მსოფლიო სერიის შესარჩევ ეტაპში მოსახვედრად ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია. კახა ალანიას შეგირდებმა თამაში კარგად დაიწყეს და ლევან გოგოლაშვილს სამჯერ ჰქონდა ლელოს გატანის შესაძლებლობა - პირველ ჯერზე ის აუტში გადაიყვანეს, თუმცა ქართველმა მეტოქისთვის ბურთის მორტყმა მოასწრო, მეორედ ლელოში შევიდა, მაგრამ მცველმა დამიწების საშუალება არ მისცა, ხოლო მესამე შემთხვევაში ყველაფერი ზუსტად შესრულდა და მამუკა ნინიძემაც გარდასახა - 7:0.

მალევე რეფერიმ იოსებ კიკვაძე 2 წუთით გაასინბინა და ესპანეთმა მეტობის გამოყენება შეძლო - 7:7. მეორე ტაიმში დაძაბულობამ პიკს მიაღწია. საქართველოს ნაკრებმა თავი კარგად დაიცვა, მიუხედავად რამდენიმე შეცდომისა, მატჩის მიწურულს ბურთი მოიპოვა, მეტოქე გაწითლებულ დროზე ორჯერ დაჯარიმდა, მეორე შემთხვევაში კარის წინ 35 მეტრში, ნინიძემ არეკნი გაიტანა და საკუთარ გუნდს 10:7 მოაგებინა.

V ადგილისთვის დიდი ბრიტანეთი1-ს ვეთამაშებით, რომელმაც ნახევარფინალში პორტუგალიას 34:5 სძლია. შეგახსენებთ, ამ გუნდს ჯგუფურ ეტაპზეც შევხვდით და ტაიმი 7:5 მოვიგეთ, თუმცა საბოლოოდ 7:17 დავმარცხდით. თასის ფინალში მასპინძელი რუსეთი და საფრანგეთი გავიდნენ - პირველმა ბრიტანეთი2 17:10 დაამარცხა, ხოლო მეორემ გერმანია 19:14.

7-კაცას შემადგენლობა ევროპის გრან-პრის სერიების მოსკოვის ეტაპზე: ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, თბილისი), მამუკა ნინიძე (ჯიქი, გორი), ნიკა გიგაური (არმაზი, თბილისი), ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები, ბოლნისი), დავით ლოსაბერიძე (აია, ქუთაისი), ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი), რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი, გორი), მეთ ჯენი (ოქსფორდი, ინგლისი), რევაზ ჯინჯიხაძე (ჯიქი, გორი), იოსებ კიკვაძე (აია, ქუთაისი), იოსებ მათიაშვილი (აკადემია, თბილისი).

სამწვრთნელო შტაბი: კახაბერ ალანია (მწვრთნელი), ზაზა ლეჟავა (მწვრთნელი), ალექსანდრე ნიჟარაძე (მენეჯერი), ვახტანგ წიკლაური (ექიმი), გიორგი სვანიძე (ფიზიო).

ევროპის გრან პრი. I ეტაპი

რუსეთი. მოსკოვი. 5 ივნისი. პლეი ოფები

თასის მეოთხედფინალები

დიდი ბრიტანეთი2 - საქართველო 36:0

დიდი ბრიტანეთი1 - საფრანგეთი 15:17

გერმანია - პორტუგალია 21:0

ესპანეთი - რუსეთი 12:26

ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის

ბელგია - ლიტვა 38:5

პოლონეთი - იტალია 12:21

ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის

საქართველო - ესპანეთი 10:7

პორტუგალია - დიდი ბრიტანეთი1 5:34

თასის ნახევარფინალები

დიდი ბრიტანეთი2 - რუსეთი 10:17

გერმანია - საფრანგეთი 14:19

XI ადგილისთვის

ლიტვა - პოლონეთი 12:29

IX ადგილისთვის

ბელგია - იტალია 12:14

VII ადგილისთვის

ესპანეთი - პორტუგალია

V ადგილისთვის

საქართველო - დიდი ბრიტანეთი1

III ადგილისთვის

დიდი ბრიტანეთი2 - გერმანია

ფინალი

რუსეთი - საფრანგეთი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083697