რამდენიმე დღის წინ ნოვოკუზნეცკის „მეტალურგმა“ სამი ქართველი მორაგბე გაიფორმა - ბაჩანა გოგიშვილი, ირაკლი ქორიძე და ლევან დარასელია, ახლა კი, მათ თბილისის „არმიას“ ყოფილი მეორეხაზელი ილია სურგულაძე დაემატა.
გუშინ „მეტალურგი“ პრემიერლიგის მორიგ ტურში დავით კაჭარავას „ენისეის“ ეწვია და უშანსოდ, 6:57 დამარცხდა. კაჭარავა ეროვნულ გუნდთან ერთად კუნძულებზე გაემგზავრა, ხოლო სტუმართა რიგებში ქორიძე და დარასელია სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ.
კრასნოიარსკელებმა მეტოქეს საქმე პირველსავე ტაიმში მოუმთავრეს, 6 ლელო დაუდეს და ერთი ჯარიმა გაუშვეს - 38:3. შესვენების შემდეგ „მეტალურგმა“ ერთი ჯარიმაც გაიტანა, მერე კი, კვლავ „ენისეიმ“ აიშვა და 57:6 იმარჯვა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია