სხვა

11:52 | 28.05.2016 | ნანახია 2311 - ჯერ

კარლო მაღლაკელიძემ მწვრთნელობა დაიწყო

რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა პირველხაზელმა კარლო მაღლაკელიძემ ამპლუა შეიცვალა და მოედნიდან სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. ის პერმის „ვიტიაზის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

პერმელებს რუსეთის პრემიერლიგაში დებიუტი დღეს ექნებათ და „იმპერიას“ დაუხვდებიან. აღსანიშნავია, რომ 38 წლის მორაგბემ უკანასკნელი ორი სეზონი სწორედ „იმპერიაში“ გაატარა.

მაღლაკელიძე სურის ნაპირებთან პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მისი კარიერის რუსული ნაწილი „პენზაში“ დაიწყო. 2008-2012 წლებში ის პენზის „იმპერიას“ ღირსებას იცავდა, ხოლო მოგვიანებით „სტრელაში“ გადავიდა. ყაზანური გუნდის დაშლის შემდეგ კარლო „იმპერიაში“ დაბრუნდა, ახლა კი, მოთამაშის კარიერა დაასრულა და მწვრთნელობა დაიწყო.

მაღლაკელიძემ რუსეთის ეროვნული ნაკრების მაისურით 12 თამაში ჩაატარა. მას 2011 წლის მსოფლიო თასზეც უნდა ეთამაშა, მაგრამ ახალზელანდიაში წამსვლელთა საბოლოო სიაში არ შეიყვანეს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084063