სხვა

10:41 | 28.05.2016 | ნანახია 2353 - ჯერ

ფეხბედნიერი ქართველები

ფეხბედნიერი აღმოჩნდა ნოვოკუზნეცკის „მეტალურგისთვის“ ქართველი ლეგიონერების დამატება. ციმბირელებმა ბაჩანა გოგიშვილთან, ლევან დარასელიასთან და ირაკლი ქორიძესთან კონტრაქტები სულ რამდენიმე დღის წინ გააფორმეს, პრემიერლიგის მესამე ტურში კი, მიმდინარე სეზონში პირველი ლელო გაიტანეს და პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

სამიდან ორი ქართველი - დარასელია და გოგიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო ქორიძე მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა. პირველმა ტაიმმა ბრძოლაში ჩაიარა და ანგარიში ლელოთი სტუმრებმა გახსნეს, თუმცა მე-10 წუთიდან ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ. მათი სათამაშო უპირატესობა ლელოში ტაიმის შუაში აისახა და გარდასახვაც ზუსტი იყო, მაგრამ ტაიმის მიწურულს მოსკოველებმა ჯარიმა გაიტანეს და 10:7 დაწინაურდნენ.

შესვენების შემდეგ „მეტალურგმა“ 10-წუთიან ინტერვალში, 46-ედან 56-ე წუთებამდე სამი ლელო დადო, ორი გარდასახვა გამოიყენა და 26:10 დაწინაურდა. „სლავამ“ 65-ე და 73-ე წუთებზე ორი ლელოთი უპასუხა, ერთი გარდასახვა გამოიყენა და ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ციმბირელებმა შეძლეს მობილიზება, დარჩენილი დრო მეტოქის ნახევარზე გაატარეს, დამატებულ წუთებზე ჯარიმა გაიტანეს და 29:22 იმარჯვეს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.103619