ტესტ-მატჩები

16:16 | 27.05.2016 | ნანახია 7635 - ჯერ

მილტონ ჰეიგმა ოკეანეთის ტურნესთვის რაზმი დაასახელა

ბორჯღალოსნების პირველი ისტორიული ოკეანეთის (ზღვისრეთის) ტურნემდე თვეზე ნაკლები რჩება. წლეულს ივნისში საქართველო პირველად ებმევა ოფიციალურად ზაფხულის ტესტების კამპანიაში, რომლის დროსაც - 11, 18 და 24 ივნისს თანმიმდივრულად სამოას, ტონგასა და ფიჯის ერკინება.

ბორჯღალოსანთა თავკაცის, მილტონ ჰეიგის თქმით, ზაფხულში მსგავსი მაღალი დონის და ძლიერ მეტოქეებთან ბურთაობა განვითარების შემდეგ ეტაპზე გადაგვიყვანს - „ეს ჩვენი განვითარების უმნიშნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს. გადამეტების გარეშე, ეს ისტორიული მოვლენაა ქართული რაგბისთვის, ვინაიდან აქამდე ოკეანეთში ტესტებზე არ ვყოფილვართ. შესაბამისად პირველად მოგვეცა საშუალება ზღვისრეთის გუნდებს კუნძულებზე ვეთამაშოთ. ძალიან აღფრთოვანებულნი ვართ ამით, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან გაგვიჭირდება. რა თქმა უნდა ურთულესია სამოას, ტონგასა და ფიჯის სახლში მოუგო, მაგრამ ეს ის გარემოა, რომელშიც აუცილებლად მუდმივად უნდა ვიმყოფებოდეთ, რათა განვითარება შევძლოთ.

პირველად სამოას ვესტუმრებით

აქამდე სამოას ბორჯღალოსნები ორჯერ ერაგბნენ. პირველად 2003 წელს ავსტრალიაში, ჩვენთვის სადებიუტო მსოფლიო თასზე, სადაც მეტოქემ 46:9 გვაჯობა. მეორე რკენა ათი წლის შემდეგ, 2013 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას თბილისში შედგა, როდესაც მანუ სამოა 16:15 დავამარცხეთ.

„სამოელებმა საკმაოდ გამოცდილი გუნდი დაასახელეს, რომელშიც ბევრი ის მორაგბე ბრუნდება ბოლოს მსოფლიო თასზე, რომ ითამაშეს. მიმაჩნია, რომ სამოას ერთ-ორ თამაშში ნამდვილად არ გაუმართლა მსოფლიოზე. ის, რომ მათ მხოლოდ ერთი თამაში მოიგეს შეცდომაში ნუ შეგვიყვანთ. შეეძლოთ შოტლანდიასთან მოეგოთ და სამხრეთ აფრიკასთან ბრწყინვალედ ითამაშეს. ეს იქნება ჩვენი პირველი მატჩი კუნძულებზე. გვექნება ცოტაოდენი ლოგისტიკური და დიდ მგზავრობასთან დაკავშირებული სირთულეები. შესაბამისად ვეცდებით რაც შეიძლება ადრე ჩავიდეთ და მანამდე მაქსიმალურად მოვემზადებით და ვნახოთ რა მოხდება აპიაში“ განაცხადა ჰეიგმა

ზღვის არწივები რევანშის მოლოდინში

ბოლოს ტონგას სულ ახლახანს, 2015 წლის მსოფლიო თასზე ვეთამაშეთ და მათი და შემდგომ ნამიბიის დამარცხებით 2019 წლის მსოფლიო თასზე შესარჩევის გარეშე გავედით. სულ ტონგელებთან ოთხჯერ ვირაგბეთ - პირველად კუნძულელებს შინ 1999 წელს, მსოფლიოს რეპეშაჟისას ვესტუმრეთ. მატჩი მასპინძლელთა გამარჯვებით 37:6 დასრულდა. იმავე წელს განმეორებით შეხვედრაში ტონგა დინამოზე მივიღეთ და 28:27 გავიმარჯვეთ, თუმცა უკეთესი სხვაობით სახლში მოგების გამო, მაშინდელ მსოფლიოზე ტონგა გავიდა. მესამედ ‘ზღვის არწივებს’ 2014 წლის ნოემბრის ტესტებზე მესხზე ვეთამაშეთ - აქაც სტუმრებმა გვძლიეს (23:9), თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში მეტოქე მსოფლიო თასზე დავამარცხეთ

„ერთი რამ რაშიც დარწმუნებულნი ვართ არის, რომ მსოფლიო თასის შემდეგ ტონგას რევანში ენდომება - ამაში ეჭვიც არ გვეპარება! აქედან გამომდინარე, ისინი დიდად მოტივირებულნი იქნებიან. გუნდს ახალი მწვრთნელი ყავს, რომელიც, სავარაუდოდ, ნაკლებად გამოცდილი სპეციალისტია, მაგრამ როგორც ყოველთვის ტონგას წინააღმდეგ ურთულესი მატჩი გვექნება. კი, წინა მსოფლიო თასზე დავამარცხეთ ისინი, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს. გარკვეულწილად ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, თავდაჯერებულობას შეგვმატებს” განაცხადა ჰეიგმა საქართველო-ტონგას მეხუთე რკენაზე საუბრისას.

ტურნეს დამაგვირგვინებელი რკენა - ფიჯი

ჰეიგის განცხადებით უდავოა, რომ 24 ივნისს ტურნეს ბოლო მატჩი ყველაზე რთული იქნება - „მიმაჩნია, რომ ფიჯი ყველაზე რთული მეტოქე იქნება ამ ტესტებზე. მათ უამრავი თამაშის ჩამშლელი ყავთ, მთელი გუნდი თამაშის ჩამშლელებია. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ფიჯის სამწვრთნელო შტაბი არ შეუცვლია, რაც თანმიმდევრულობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ბოლო 18 თვის განმავლობაში ისინი მსოფლიოს 10 საუკეთესო გუნდს შორის არიან. ფიჯისთან დაცვა ძალიან რთულია, ისინი თავისებურ რაგბს თამაშობენ, რაც ჩვენგან განსაკუთრებულ ტექნიკურ მომზადებას საჭიროებს. განვმეორდები - ტურნეს ბოლო მატჩი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე დიდი იქნება.“

მილტონ ჰეიგი რაზმის შესახებ

ისტორიულ ტესტებამდე მილტონ ჰეიგმა ბორჯღალოსანთა რაზმი შეარჩია, რომელიც დიდად არ განსხვავდება ბოლო ერთა თასზე მოასპარეზე შემადგენლობისგან, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა ასევე ორ ახალწვეულს უხმო, რომლებსაც ალბათ მიეცემათ პირველი სანაკრებო კეპების მოხვეჭის შესაძლებლობა - „რაზმი მეტწილად თებერვალსა და მარტში ბოლო რაგბი ევროპაზე მოასპარეზე მორაგბეებისგან შედგება, რაშიც ნამდვილად გაგვიმართლა. გვყავს გამოცდილი მორკინალები და ასევე უკანახაზელები. გარდა ამისა ავიყვანეთ რამდენიმე ახალგაზრდა ბრძოლაში გამოსაცდელად და მათთვის გამოცდილების მინიჭების მიზნით. ზოგადად, რომ შევხედოთ რაზმს, მოთამაშეთა გამოცდილება სახეზეა, რადგან ვითვალისწინებთ რამდენად რთული ტურნე გველის.

პირველი ხაზი

გამოცდილ ბურჯებსა და კვაჭებს - ზურაბ ჟვანიას, კარლენ ასიეშვილს, შალვა მამუკაშვილს, ჯაბა ბრეგვაძესა და ანტონ ფეიქრიშვილს ტურნეზე ნიკოლოზ ხატიაშვილი და ირაკლი მირცხულავა დაემატებიან.

„პირველხაზელთა უმეტესობას მსოფლიოზე უთამაშიათ. აქაც გვყავს რამდენიმე ახალბედა მორაგბე. ასევე ვუხმეთ ირაკლი მირცხულავას, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ნაკრებში არ ეთამაშა. ისინი ეროვნული ნაკრების თუნდაც გაფართოებულ შემადგენლობაში ყოფილან და კარგად იციან რას ველით მათგან. ეს მათთვის ბრწყინვალე შესაძლებლობა იქნება, ვინაიდან უფრო გამოცდილი მორაგბეები ფრანგული პლეიოფების გამო არ გვეყოლება.

მეორე ხაზი

მეორე ხაზში ჰეიგმა გიორგი ნემსაძესთან და გიორგი ჩხაიძესთან ერთად, ახალბედა ნოდარ ჭეიშვილს უხმო, რომელსაც სანაკრებო დებიუტი წელს ერთა თასზე ესპანეთის წინააღმდეგ ჰქონდა.

„ჩემი აზრით გიორგი ნემსაძე და გიორგი ჩხაიძე წინა ერთა თასზე უადოდ გამორჩეულნი იყვნენ. დიდი ხანია რაც გუნდის ლიდერები არიან და გაგვიმართლა, რომ ორივე გვეყოლება ამ ტურნეში. ნოდარ ჭეიშვილი ძირითად გუნდს ერთა თასზე შეუერთდა. კარგად ვარჯიშობდა და შეიძლება ითქვას, რომ არ გაუმართლა, თორემ რამდენიმე მატჩში სასტარტოშიც დაიწყებდა. მშვენიერი ფიზიკური მონაცემები აქვს, ორ მეტრზე მაღალია და ნაკრების სავარჯიშო რაზმში დიდი ხანია რაც ირჯება, მაგრამ დიდი დრო დაჭირდა გუნდში მოსახვედრად. ახლა მშვენიერ ფორმაშია და თავისმხრივ საჭირო ფიზიკურობა შემოაქვს გუნდში.

მესამე ხაზი

ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ექნება ჯიქელ გიორგი მჭედლიშვილს. ეროვნულში ჰეიგმა ასევე უხმო ბექა ბიწაძეს, რომელსაც 2015 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში არ უთამაშია

„გიორგი მჭედლიშვილი ძალიან კარგად ირჯებოდა ვარჯიშებზე და საკმაოდ დიდი ხნის განავლობაში „აკაკუნებდა“ ნაკრების კარზე. ახლა მას ეროვნულში თამაშის შესაძლებლობა ეძლევა და უნდა გვანახოს, რომ მისი ბოლო წლების შრომა დაფასდა. ჩვენის მხრივ მოუთბენლად ველით მას ეს შანსი, რომ მივცეთ.

„მესამე ხაზი საკმაოდ გამოცდილი გვყავს - შალვა სუთიაშვილი, ლაშა ლომიძე და გიორგი თხილაიშვილი, რომლებმაც წინა მსოფლიოზე იასპარეზეს. ასევე საბა შუბითიძე, რომელსაც სამწუხაროდ არ მოუწია შარშან ინგლისში გამგზავრება. შევარჩიეთ ის მორაგბეები, რომლებიც სანაკრებო გარემოს კარგად იცნობენ და ამ გარემოში დიდ ხნის განმავლობაში არიან.“

ჰავბექები

ნაკრებს ოკეანეთში არ ეყოლება ვასილ ლობჟანიძე, ვინაიდან იგი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე უკაპიტნებს უმცროს ბორჯღალოსნებს. შესაბამისად ტესტებზე 9 ნომერზე გიორგი ბეგაძესა და ვაჟა ხუციშვილს ვიხილავთ. მგეზავებად კი ლაშა ხმალაძესთან და ლაშა მალაღურაძესთან ერთად რეზი ჯინჭველაშვილი გაირჯება.

„ხუთივე ჰავბექი გამოცდილი ბორჯღალოსანია, რეზი ჯინჭველაშვილიც ორი-სამი წელია რაც ნაკრების გარემოცვაშია. თუ კუნძულებზე ტესტების მოგება გვინდა გამოცდილი ცხრა და ათი ნომრების ყოლა აუცილებელია. ტურნეზე არ გვეყოლება ლობჟანიძე, რომელიც ახალგაზრდულ მსოფლიოზე ჩვენს 20-წლამდელებს უკაპიტნებს, რაც უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მოცემულ მდგომარეობაში დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი ცხრები და ათები მოედანზე კარგად წაგვიძღვებიან.“

შუამარბები

„კაჭარავამ და მჭედლიძემ მსოფლიოზე ოლ ბლექსის წინააღმდეგ ითამაშეს, მერაბ შარიქაძე კი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი შეუცვლელი 12 ნომერია. ამ ბიჭების გამოცდილებაზე საუბარიც ზედმეტია. ეს მორაგბეები შეკრავენ გუნდს და თავის როლს არა მარტო მინდორზე, არამედ მის გარეთაც შეასრულებენ. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ცენტრებით, ისინი ჩვენი გუნდის უდაოდ ძლიერ მხარეს წარმოადგენენ.“

გარემარბები

შარშან წარმატებული მსოფლიო ალაფის კამპანიის შემდეგ აკადემიელ ანზორ სიჭინავას პირველი სანაკრებო კეპის მოხვეჭის შესაძლებლობა ეძლევა.

„ბოლო 8 თვეა რაც ანზორ სიჭინავა ნაკრების სავარჯიშო რაზმს შემოუერთდა. ერთა თასის დროს მიგვაჩნდა, რომ ჯერ მზად არ იყო თამაშისთვის, მაგრამ ახლა იმსახურებს შანსს. მოდი ვთქვათ, რომ ის საკმაოდ გამორჩეული 20-წლამდელი იყო, რომელმაც შარშან ძალიან კარგი მსოფლიო ალაფის კამპანია ჩაატარა და ახლა მზად არის შემდეგი ნაბიჯი გადადგას ეროვნული ნაკრებისკენ. იმედიანად ვართ განწყობილნი მის მიმართ. ეს ჩვენი სტრატეგიის ნაწილიცაა, რომ განვავითაროთ ახალგაზრდა მორაგბეები და მიმაჩნია, რომ სიჭინავას დიდი მომავალი აქვს.“

ფულბეკები

92 სანაკრებო კეპის მომხვეჭი და ოთხი მსოფლიო თასის მონაწილე მერაბ კვირიკაშვილი, შარშანდელ მსოფლიო თასზე ოლ ბლექსის დამლელოვებელ ბექა წიკლაურთან ერთად ჰეიგმა 15 ნომრებად იხმო.

„მერაბ კვირიკაშვილი ალბათ მალე 100 მატჩიან ნიშნულსაც მიაღწევს ბორჯღალოსნების რიგებში. ეს ტურნე მისთვის მორიგი გამოცდაა. ნაკრებში გამართული 92 მატჩიანი კარიერის მანძილზე, მას არასდროს მოუწია ოკეანეთში ჩასვლა და სამივე იქაური გუნდის წინააღმდეგ თამაში. ბექა წიკლაურს, მსოფლიოზე ოლ ბლექსისთვის დადებული ლელოს შემდეგ ყველგან კარგად იცნობენ; ბექას კლუბმაც წელს საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ორივე დამრტყმელისგან ივნისში ძალიან ბევრს ველით, რადგან ისინი საკმაოდ გამოცდილნი არიან“

ტოპ 14-ის პლეიოფებში მოასპარეზე ბორჯღალოსნები

„ფრანგული ტოპ 14-ის პლეიოფები იმგვარად დაჯდა, რომ ივნისს ემთხვევა და ის ბორჯღალოსნები, რომლებიც კლერმონში, ტულონში, მონპლეიესა თუ სტად ფრანსეში თამაშობენ, ცხადია ვერ მოიაზრებიან ტურნეს პირველი კვირისათვის, რომელშიც სამოას ვუპირისპირდებით. იქიდან გამომდინარე, თუ ჩვენების რომელი გუნდი გამოვარდება პლეიოფების პირველი რაუნდიდან და თუ ისინი არ დაშავდნენ, ჩვენ განვიხილავთ მათი ოკეანეთში გამოძახების საკითხს. მაგრამ ისინი ვინც პლიოფების შემდეგ ეტაპზე გადავლენ, ცხადია არ გვეყოლება. მორაგბეებისათვისაც ეს ძალიან მნიშნელოვანია. წაროიდგინეთ, მთელი წელი კლუბთან ერთად შრომობენ, რომ ფინალში გავიდნენ. ჩვენ, საქართველომაც უნდა დავუჭიროთ მხარი ჩვენს მოთამაშეებს“

საქართველოს ბორჯღალოსნები

2016 წლის ზღვისრეთის ტურნეზე

11/06 სამოა @ აპია 18/06 ტონგა @ სუვა (ფიჯ) 24/06 ფიჯი @ სუვა

ყველა ბორჯღალოსანი და ტესტი 1989-2016

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

მერაბ კვირიკაშვილი

მონლიუსონ [სფრ ფედ2]

1983

92

14ლ 126გ 126ჯ 3ა [709 ქ] 4სბ

15

ბექა წიკლაური

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1989

24

4ლ 11გ 15ჯ 2ა [93 ქ]

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

55

7ლ 2სბ

გიორგი ფრუიძე

ქუთაისის აია [საქ დ 10]

1994

8

ანზორ სიჭინავა

აკადემია [საქ დ 10]

1995

0

:

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

92

18ლ [4 კაპ] 2სბ

მერაბ შარიქაძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1993

41

8ლ [1 კაპ]

თამაზ მჭედლიძე

აჟენ [სფრ ტოპ 14 >> პრო დ2]

1993

39

6ლ

10

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

67

4ლ 37გ 25ჯ 3ა [178 ქ] 2სბ

10

ლაშა ხმალაძე

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1988

44

6ლ 4გ [38 ქ]

10

რევაზ ჯინჭველაშვილი

ქუთაისის აია [საქ დ 10]

1995

2

:

9

გიორგი ბეგაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10]

1986

45

2სბ

9

ვაჟა ხუციშვილი

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1993

20

:

შერკინება [ფორვარდები]

1

ზურაბ ჟვანია

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1991

23

8ლ 2სბ

1

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

21

2ლ

2

შალვა მამუკაშვილი

გლაზგო [შტლ პრო 12]

1990

40

3ლ

2

ჯაბა ბრეგვაძე

ვუსთერ [ინგ პრემ]

1987

34

ლ 2სბ

3

ანტონ ფეიქრიშვილი

ბეიონ [სფრ პრო დ2]

1987

21

5ლ 2სბ

3

ირაკლი მირცხულავა

ტარბ [სფრ პრო დ2]

1988

8

:

3

ნიკა ხატიაშვილი

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1992

2

სბ

2ხ

გიორგი ჩხაიძე

ლილ [სფრ ფედ1]

1981

91

10ლ [1 კაპ] 6სბ

2ხ

გიორგი ნემსაძე

ტარბ [სფრ პრო დ2]

1984

59

12ლ 4სბ

2ხ

ნოდარ ჭეიშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1990

1

:

3ხ

შალვა სუთიაშვილი

ანგულემ [სფრ ფედ1]

1984

57

2ლ [12 კაპ] 3სბ

3ხ

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ დ 10]

1991

27

5ლ სბ

3ხ

ლაშა ლომიძე

ბეზიე [სფრ პრო დ2]

1992

20

5ლ სბ

3ხ

ბექა ბიწაძე

შონბრი [სფრ ფედ1]

1991

15

3ლ

3ხ

საბა შუბითიძე

აკადემია [საქ დ 10]

1994

5

:

3ხ

გიორგი მჭედლიშვილი

გორის ჯიქი [საქ დ 10]

1993

0

:

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (21)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:03 | 28.05.2016
maxo_65 (458)

ბასილაიას თითქმის 1 წელი არ უთამაშია, მაგრამ ბოლო ტურში ლელოც დადო, ძალიან მაგარია და ვფიქრობ არაა ჩამოსაწერი, თან ასაკითაც არაა ძველგაზრდა.. არ გვიკვირს, უბრალოდ საინტერესოა სხვა მიზეზი ხომ არაა...

13:47 | 30.05.2016
jora84 (183)

349 წუთი ითამაშა ამ სეზონში ბასილაიამ, მესამე ხაზელისთვის, რომელსაც ნაკრებში მოხვედრის ამბიცია აქვს აშკარად ცოტაა.

19:23 | 28.05.2016
→ LELOS← (98)

მატჩების განრიგი საქართველო დროით:
11/06/16, 06:00 სთ. აპია, სამოა
სამოა - საქართველო

18/06/16, 04:45 სთ. სუვა, ფიჯი
საქართველო - ტონგა

24/06/16, 07:00 სთ. სუვა, ფიჯი
ფიჯი - საქართველო

11:47 | 28.05.2016
zangura (109)

რატომ გიკვირთ ბასილაიას არგამოძახება ვერ ვხვდები..

მეც ძალიან მომწონდა ბასილაია, მაგრამ კაცი 1 წელია თავისი გუნდის განაცხადშიც კი ვერ ხვდება და ნაკვებში როგორ უნდა ითამაშოს?!
მაგას ნამდვილად სჯობს ახალგაზრდა შუბითიძის და მჭედლიშვილის გამოცდა ტესტებზე.

რაც შეეხება კაკოვინს.. არ ვიცი ნაწყენია თუ არა, მაგრამ მისი გუნდიც ისევე იბრძვის ტოპ-14-ის ფლეი ოფში მოსახვედრად როგორც სხვა დანარჩენი ქართველი ლეგიონერების გუნდები და შეიძლება ისიც მაგიტომ არ არის სანაკრებო სიაში.

11:28 | 28.05.2016
deqstera (86)

dinamo222
დაგიგეგმეს და ჩვენი გადასაწყვეტი არიყო როდის ვითამაშებდით, თუ გინდოდა უარი გეთქვა, მაგრამ მაგაზე დიდ სისულელეს ვერგავაკეთებდით, ძალიან კარგია ესეთი დონის გუნდებთან რომ გვიწევს თამაში რადგან რომ მეტ გამოცდილებას მიიღებენ ჩვენი მორაგბეები, უბრალოდ მე ის გამიტყდა 20წლამდელს რომ დაემთხვა და ახალგაზრდებს აკლდებათ მსგავსი პრაქტიკა...

01:52 | 28.05.2016
test (124)

რავიცი, ზაფხულის კვალობაზე ნორმალური შემადგენლობაა, წინა წლებში ზაფხულის სეზონზე ასეთ გუნდს ვერ ვკრებდით და რავიცი, მე მგონია რომ საკმაოდ ნორმალური შემადგენლობით მივდივართ და ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით რომ მეორე მესამე ხაზში სერიოზული, (მეორე ხაზში სანერვიულო არაფერია) პრობლემები გვექნება, კი იდეალური იქნებოდა, რომ გორგოძე, მიქაუტაძე და ა.შ. ყოფილიყვნენ გუნდში, ვერ ვიტყვით რომ ამ ბიჭებს თამაში არ შეუძლიათ, ნუ ყოველშემთხვევაში წინა წლებთან შედარებით საწუწუნო ნაღდად არ გვაქვს.

01:41 | 28.05.2016
dinamo222 (692)

რომელმა იდიოტემა დაგეგმა ივნისში ეს ტურნე ? 8-9 ძირითადი მოთამაშე არ გვეყოლება და რა ვიცი რა უნდა ვქნათ @@@@

23:17 | 27.05.2016
test (124)

რავიცი, ზაფხულის კვალობაზე ნორმალური შემადგენლობაა, წინა წლებში ზაფხულის სეზონზე ასეთ გუნდს ვერ ვკრებდით და რავიცი, მე მგონია რომ საკმაოდ ნორმალური შემადგენლობით მივდივართ და ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით რომ მეორე მესამე ხაზში სერიოზული, (მეორე ხაზში სანერვიულო არაფერია) პრობლემები გვექნება, კი იდეალური იქნებოდა, რომ გორგოძე, მიქაუტაძე და ა.შ. ყოფილიყვნენ გუნდში, ვერ ვიტყვით რომ ამ ბიჭებს თამაში არ შეუძლიათ, ნუ ყოველშემთხვევაში წინა წლებთან შედარებით საწუწუნო ნაღდად არ გვაქვს.

22:21 | 27.05.2016
ზზზუუუ (9)

არადა ამ საცოდავად ნაგროვებ რეიტინგის ქულებს გაფრთხილება უნდა

22:20 | 27.05.2016
ზზზუუუ (9)

როგორ უნდა ვისურვო მალე გამოვარდებოდნენ პლეიოფედინათქოო??)))

22:19 | 27.05.2016
deqstera (86)

2-3 ხაზში გაგვიჭირდება შედარებით, მაგრამ საერთო ჯამში ძირითადს არაუშავს...

22:17 | 27.05.2016
ზზზუუუ (9)

გორგოძე, კოლელიშვილი, მიქაუტაძე, ჩილაჩავა, ქუბრიაშვილი, ნარიაშვილი ნახევარი ნაკრები არ გვყავს რაა

22:17 | 27.05.2016
maxo_65 (458)

ლელოს 9 ნომრის გამოცდაც შეიძლებოდა, ბიძინა სამხარაძის გამოცდილების გამოყენებაც...მით უმეტეს სატესტო მატჩებია..

22:13 | 27.05.2016
maxo_65 (458)

საკმაოდ კარგი შემადგენლობაა..სიჭინავა ჯინჭველაშვილი ვფიქრობ თავს გამოიჩენენ...საინტერესოა ბასილაიას შესახებ ჰეიგის აზრი..კაკოვინს პლეი-ოფები უწევს და იმედია ეს არის მიზეზი მისი არგამოძახების

21:55 | 27.05.2016
metrostar333 (23)

ბოლოს ძალიან კარგად ითამაშა დიმამ პერპინიანში და ლელოც გაიტანა. კაკოვინს თუ ეწყინა და აღარ უნდა გაგვაგებინონ. მე იმას არ ვამბობ რო ჰეიგი ვინმეს ჩაგრავს, უბრალოდ ჟურნალისტებმა ხო უნდა შეიმჩნიონ რამე??? და კითხვა ხო უნდა დასვან?? რაც შეეხება ბასილაიას ასაკს მგონი 28 არის

20:54 | 27.05.2016
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას ვუსურვებ ბორჯღალოსნებს, იმედია ამ ტესტების შემდეგ კიდევ უფრო დავწინაურდებით რეიტინგში.

19:14 | 27.05.2016
DataN24 (215)

ხო ისე კი არამგონია ჰეიგმა ვინმე უმიზეზოდ არ გამოიძახოს ბაზაძეც ერთ დროს მუდმივად თამაშობდა ხოლმე მაგრამ ამ ბოლო დროს არ ჩანს ეტყობა ვერარის სანაკრებო დონეზე ჯერ

19:02 | 27.05.2016
ukleba (77)

მე როგორც ვიცი კაკოვინი გაბრაზდა ძალიან მსოფლიოზე რომ არ წაიყვანეს და კონფლიქტი მოხდა მწვრთნელს და მორაგბეს შორის. ასილაიაზე კი გეტანხმები რომ მაგრად მოუკლო და თანაც ბავშვიც აღარაა

18:26 | 27.05.2016
DataN24 (215)

კაკოვინი მეც მაინტერესებს რატომ არარის და ბასილაიამ მაგრად მოუკლო და აღარ მიკვირს ძაან იშვიათად უწევდა წელს თამაში

17:45 | 27.05.2016
metrostar333 (23)

იგივე ხდებოდა მანამდე ხინჩაგიშვილზე, კაცი დგესაც წარმატებით თამაშობს ერთერთ ყველაზე მაგარ გუნდსში და ისე დაუხურეს ნაკრების კარი რო ერთი კითხვა არ დაგისვამთ ჯურნალისტებს არადა შეუცვლელი 1 ნომერი იყო და უდიდესი დამსახურება აქვს!!! იგივე ხდება ეხლაც. დასვით კითხვა!!!!!!!!!!!!! სად არის ბასილაია და კაკოვინი!

17:41 | 27.05.2016
metrostar333 (23)

რა კმაყოფილებაზეა საუბარი??? ესე რო დეტალურად გვესაუბრება ჰეიგი შემადგენლობაზე, იმას რატო არ ამბობს რატომ დაიხურა ნაკრების კარები ისეთი მორაგბეებისთვის როგორებიც არიან დიმა ბასილაია და ვასკა კაკოვინი? ან ჯურნალისტები რატომ არ ეკითხებით? დარწმუნებული ვარ ყველა ქომაგს აქვს ეს კითხვა და კეთილი ინებეთ და დასვით პატივცემულო ჯურნალისტებო!!!!!!!

16:50 | 27.05.2016
geogoli (367)

მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობაა და ყველა ხაზში გვყავს გამოცდილი ბიჭები, უკანა ხაზიდან ვასკა გვაკლია მხოლოდ. შერკინებაში ისედაც საკმაო კონკურენციაა. თუ გავითვალისწინებთ ბოლო თამაშები რა დონეზე ითამაშა ფეიქრიშვილმა, როგორ მოუმატა ასიეშვილმა და რა სიურპრიზების მოწყობა შეუძლია ჟვანიას, ბურჯები შეგვიძლია ვთქვათ რომ არ გვიჭირს. საინტერესო იქნება მირცხულავას და ხატიაშვილის საქმეში ხილვა. კვაჭები ადგილზე არიან. მეორე-მესამე ხაზში მამუკა, კოტე და ვიტო დაგვაკლდება, თუმცა მაინც მიმაჩნია რომ კარგი შემადგენლობა გვეყოლება. ძალიან მნიშვნელოვანია ბინგოს ყოფნა, მისი გამოცდილება ნამდვილად გამოგვადგება. სუთიაშვილი კიდე როცა კაპიტანია მუდმივად გამორჩეულად თამაშობს.
ერთი სიტყვით მოუთმენლად ველოდები თამაშებს და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს

0.105234