ტესტ-მატჩები

18:45 | 25.05.2016 | ნანახია 1598 - ჯერ

ირლანდიელთა სააფრიკო რაზმი

ირლანდიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ივნისში სამხრეთ აფრიკაში გასამართი ტესტ-მატჩებისთვის 32-კაციანი რაზმი დაასახელა.

ირლანდიელებს აფრიკაში რამდენიმე მოთამაშე დააკლდებათ. გამოსარჩევია ქიან ჰილის, საიმონ ზებოს, შონ ობრაიენისა და ტომი ბოუს არყოფნა. ნაკრებში დებიუტი ორ მოთამაშეს ექნება - „კონახტელ“ მეორეხაზელ ქუინ როუს და „ოლსტერის“ მესამეხაზელ შონ რიდის.

„რბილად რომ ვთქვათ, სამხრეთ აფრიკული ტურნე რთული იქნება, ამიტომაც ავირჩიეთ ის მოთამაშეები, რომლებიც კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან. რთული სეზონის შემდეგ, რამდენიმე მორაგბეს დასვენება ესაჭიროებოდა და ისინი ჩვეთან არ იქნებიან“ - აცხადებს ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯო შმიდტი.

„სამყურებს“ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან სამი ტესტ-მატჩი ელით. ისინი აფრიკაში 5 ივნისს ჩავლენ და კეიპტაუნში დაბანაკდებიან, სადაც 11 ივნისს „სპრინგბოქსის“ წინააღმდეგ პირველი მატჩი ელით. შემდეგ იოჰანესბურგში გაემგზავრებიან და იქ 18 ივნისს ითამაშებენ. ირლანდიელებს აფრიკული ტურის ბოლო შეხვედრა 25 ივნისს, პორტ ელიზაბეტში ელით.

ირლანდიელთა რაზმი:

შერკინება: ფინლი ბილჰემი, რორი ბესტი, შონ კრონინი, ულტან დილეინი, ტედ ფარლონგი, ჯეიმი ჰისლიპი, ლეინ ჰენდერსონი, დევიდ კილკოინი, ჯეკ მაკგრეთი, ჯორდი მერფი, შონ რიდი, მაიკ როსი, ქუინ როუ, რის რადოკი, დონაკა რაიანი, სიჯეი სტენდერი, რიჩარდ შტრაუსი, დევინ ტონერი;

ხაზი: ქით ერლსი, ლუკ ფიცჯერალდი, რობი ჰენშოუ, პედი ჯექსონი, დევიდ ქერნი, რობ ქერნი, ქირან მარმეინი, ლუკ მარშალი, კონორ მარეი, სტუარტ ოლდინგი, ჯარედ პეინი, ოენ რედანი, ჯონათან სექსტონი, ენდრიუ ტრიმბლი.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085034