ტესტ-მატჩები

10:40 | 25.05.2016 | ნანახია 1216 - ჯერ

ტუილაგი ავსტრალიურ ტურნეს გამოტოვებს

„ლესტერ თაიგერსის“ ცენტრი მანუ ტუილაგი ინგლისის ნაკრებს ავსტრალიურ ტურნეზე ვერ გაყვება.

25 წლის სამოური წარმოშობის მორაგბე, ინგლისის სამწვრთნელო შტაბმა ტრავმის მიუხედავად ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის გამოიძახა, თუმცა გუშინდელმა დამატებითმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ მანუ თამაშს ვერ შეძლებს.

„ეს ძალიან ცუდია, თუმცა ამავდროულად, თავის გამოჩენის შანსი სხვას მიეცემა. ტუილაგის მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“ - თქვა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა.

ვინ შეცვლის ტუილაგის ავსტრალიურ ტურნეზე 29 მაისს, ინგლისისა და უელსის ნაკრებების ტესტ-მატჩის შემდეგ გაირკვევა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080664