სხვა

21:13 | 24.05.2016 | ნანახია 1910 - ჯერ

კონჯარია „ვვა-პოდმოსკოვიეში“ ითამაშებს

საქართველოს ჩემპიონის, თბილისის „ლელო-სარასენსის“ ყოფილი ბურჯი მიხეილ კონჯარია კარიერას რუსეთის ერთ-ერთ ტიტულოვან კლუბ „ვვა-პოდმოსკოვიეში“ გააგრძელებს.

მასთან ჯერჯერობით დროებითი შეთანხმება გაფორმდა, მიმდინარე სეზონის ბოლოს კი, 22 წლის მორაგბის მოსკოვში დარჩენა-არდარჩენაზე იმსჯელებენ.

„მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე პრობლემები გვაქვს და მიხეილი ამის გამო ავიყვანეთ. ჩვენ მას დავაკვირდებით. ჯერჯერობით მოთამაშეს გამოცდილება და ოსტატობა არ ყოფნის, თუმცა ახალგაზრდა და პერსპექტიული მორაგბეა, რაც ძალიან დიდი პლიუსია. ახლა სწორედ მისი კონდინციების გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. ის ჩვენთან ერთად მომავალ სეზონს გაატარებს, რის შემდეგაც საბოლოოდ გადავწყვეტთ, დავიტოვებთ თუ არა „ვვა-პოდმოსკოვიეში“ - განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი ბერუშმა.

კონჯარიას „ლელო-სარასენსის“ გარდა სანქტ-პეტერბურგის „ბურევესტნიკში“ უთამაშია“.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.103851