ტესტ-მატჩები

20:04 | 23.05.2016 | ნანახია 1429 - ჯერ

ინგლისელთა რაზმში ტრავმირებული ტუილაგიც მოხვდა

მიუხედავად იმისა, რომ „ლესტერ თაიგერსის“ შუამარბ მანუ ტუილაგის ტრავმა აწუხებს, ის ივნისის ტესტ-მატჩებისთვის ინგლისის ნაკრებში გამოძახებულ მორაგბეთა სიაში მოხვდა.

25 წლის ტუილაგმა ტრავმა შაბათს, ინგლისის პრემიერშიპის ნახევარფინალში „სარასენთან“ წაგებულ (17:44) მატჩში მიიღო. მაშინ ითქვა, რომ მანუ თვენახევარი ვერ შეძლებდა თამაშს. ახლა მას დამატებითი გამოკვლევა ჩაუტარდება და საბოლოოდ მაშინ გაირკვევა შეძლებს თუ ვერა ავსტრალიურ ტურნეზე გამგზავრებას.

რაც შეეხება ინგლისელთა რაზმის სხვა წევრებს, 32-კაციან სიაში ვერ მოხვდა „სარასენსის“ გარემარბი კრის ეშტონი. „ვარდების“ რიგებში დებიუტი ექნება ოთხ მოთამაშეს - ბენ ტეოს, ელის გენგის, კილი სინკლერსა და ტიმანა ჰარისონს.

„ჩვენი რაზმი ძალიან ახალგაზრდაა, ბიჭების საშუალო ასაკი 24 წელს არ აღემატება. ავსტრალიური ტური დიდ გამოცდილებას მოგვიტანს“ - აცხადებს ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედი ჯოუნსი.

„ვარდები“ ავსტრალიაში ადგილობრივ ნაკრებთან 11, 18 და 25 ივნისს სამ ტესტ-მატჩს გამართავს.

ინგლისის ნაკრებში გამოძახებულთა სია:

შერკინება: დ.კოულსი, ე.გენგი (ორივე „ლესტერი“), ჯ. კლიფორდი, კ .რობშოუ, კ. სინკლერი (ყველა „ჰარლექუინსი“), ჯ. ჯორჯი, მ.იტოჯე, გ.კრუისი, ბ. ვუნიპოლა, მ.ვუნიპოლა (ყველა „სარასენსი“), ტ.ჰარისონი, დ.ჰერთლი, ფ.ჰილი, ს.ლეუისი (ყველა „ნორთჰემფტონი“), ჯ.ჰასკელი, ჯ.ლანჩბარი, მ.მალანი (ყველა „უოსპსი“);

ხაზი: მ.ბრაუნი, დ.ქეარი, მ.იარდი (ყველა „ჰარლექუინსი“), ე დეილი („უოსპსი“), ო.ფარელი, ა.გუდი (ორივე „სარასენსი“), ჯ.ფორდი, ჯ.ჯოზეფი, ე.უოტსონი (ყველა „ბათი“), ჯ.ნოუელი, ჰ.სლეიდი (ორივე „ექსეტერი“), ბ.ტეო („ვუსტერი“), მ. ტუილაგი, ბ.იანგსი (ორივე „ლესტერი“).

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080641