ტესტ-მატჩები

15:12 | 20.05.2016 | ნანახია 1549 - ჯერ

ირლანდიამ ობრაიენი დაკარგა

ირალნდიის ნაკრებისა და პრო 12-ის კლუბ „ლენსტერის“ ფლანკერი შონ ობრაიენი საოპერაციოა და მისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა.

კლუბის სამწვრთნელო შტაბი იმედოვნებდა, რომ 29 წლის მორაგბე დღეს „ოლსტერთან“ ნახევარფინალურ მატჩში ითამაშებდა, თუმცა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ შონს მუხლქვეშა მყესებზე სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება.

ამრიგად, ობრაიენი ირლანდიის ნაკრებს სამხრეთ აფრიკულ ტურნეზეც ვერ გაყვება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077064