ტესტ-მატჩები

12:18 | 20.05.2016 | ნანახია 1568 - ჯერ

კორი ჯეინის გზაგასაყარი - „ოლ ბლექსი“ თუ იაპონია

„ჰარიკეინსის“ გარემარბის, კორი ჯეინის მომავალი მაისის ბოლომდე გაირკვევა. 33 წლის მორაგბემ იაპონიიდან სარფიანი წინადადება მიიღო, თუმცა მზადაა მასზე უარი თქვას, თუ სტივ ჰანსენი ახალი ზელანდიის ნაკრებში გამოიძახებს.

„ოლ ბლექსის“ თავკაცმა განაცხადა, რომ ივნისის ტესტებისთვის შემადგენლობას ორ კვირაში გამოაცხადებს. ჯეინი იმედოვნებს, რომ მწვრთნელი მას ტრავმირებული ნეჰე მილნერ-სქადერის შემცვლელად უხმობს, თუ არა და ერთ-ერთ იაპონურ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და შესაბამისად, საერთაშორისო კარიერასასც დაასრულებს. აღსანიშნავია, რომ ვეტერანი ზელანდიელის მიმართ ინტერესს ინგლისის პრემიერშიპის „უოსპსიც“ იჩენდა.

კორი ჯეინს სუპერ რაგბიში 100-ზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული, ხოლო ახალი ზელანდიის კვართი 53-ჯერ მოირგო და 18 ლელო გაიტანა. ის 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონია, შარშან კი, მსოფლიო თასზე წამსვლელთა საბოლოო სიაში ვერ მოხვდა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:22 | 20.05.2016
გუბერნატორი (11)

რაღადროს ამის ოლ ბლექსია

0.082102