ტესტ-მატჩები

12:51 | 17.05.2016 | ნანახია 2544 - ჯერ

ოშის პირველი კრებული - პარისეს გარეშე

იტალიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კონორ ოშიმ ზაფხულში გასამართი ტესტ-მატჩებისთვის 31- კაციანი რაზმი დაასახელა. გამოძახებულთა სიაში ვერ მოხვდა იტალიის ნაკრების ლიდერი და კაპიტანი სერჯიო პარისე. ასევე, სიაში არ არიან ხაზის მოთამაშეები კელი ჰაიმონა და გონსალო გარსია, ხოლო მარტინ კასტროჯოვანიმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა.

აპენინელთა რიგებში ხუთი დებიუტანტია: შუამარბები ტომაზო კასტელო და ტომაზო ბონი (ორივე „ძებრე“), ბურჯები სიმონე ფერარი(„მოლიანო“) და პიეტრო ჩეკარელი („ძებრე“) და მესამეხაზელი მაკსიმ მბანდა(„კალვიზანო“).

იტალიის ნაკრების რაზმი:

შერკინება: პიეტრო ჩეკარელი, ოლივიერო ფაბიანი, ანდრეა ლოვოტი, ვალერიო ბერნაბო, კვენტინ გელდენჰეისი, ანდრის ვან შალკუიკი (ყველა „ძებრე“), მატეო ძანუსო, ორნელ ჯეგა, მარკო ფუსერი, რობერტ ბარბიერი, აბრაჰამ სტეინი (ყველა „ბენეტონი“), ლორენცო ჩიტადინი („უოსპსი“ ინგლისი), ლეონარდო ჯირალდინი („ლესტერი“ ინგლისი), სიმონე ფერარი („მოლიანო“), სიმონე ფავარო („გლაზგო უორიორსი“ შოტლანდია), მაკსიმ მბანდა („კალვიზანო“);

ხაზი: ედუარდო გორი, ალბერტო ლუკეზე, ანჯელო ესპოზიტო, ლუკ მაკლინი (ყველა „ბენეტონი“), გილერმო პალაცანი, კარლო კანა, ჯულიო ბისენი, ტომაზო ბონი, ტომაზო კასტელო, ლეონარდო სარტო (ყველა „ძებრე“), ტომაზო ალანი („პერპინიენი“ საფრანგეთი), ტომაზო კასტელო („კალვიზანო“), დევიდ ოდიეტე („მოლიანო“), ჯოვანბატისტა ვენდიტი („ნიუკასლი“ ინგლისი).

იტალიის ნაკრები ივნისში სამ მატჩს გამართავს და სამივეს სტუმრად: 11 ივნისი - არგენტინა, 18 ივნისი - აშშ, 26 ივნისი - კანადა.

უჩა გოგიძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:56 | 17.05.2016
DataN24 (215)

და ახლა ამათ ყავთ ჩვენზე უკეთესი შემადგენლობა?!

0.079509