სხვა

23:35 | 16.05.2016 | ნანახია 2569 - ჯერ

კაჭარავამ ჩემპიონატი დუბლით გახსნა

საქართველოს ნაკრების შუამარბმა დავით კაჭარავამ, 2016 წლის რუსეთის ჩემპიონატის პირველ მატჩში დუბლი შეასრულა, მისმა „ენისეიმ“ კი, მოსკოვში „სლავა“ 57:7 გაანადგურა.

კრასნოიარსკელები დედაქალაქს უძლიერესი შემადგენლობით ეწვივნენ, პირველსავე ტაიმში ექვსი ლელო გაიტანეს და მატჩის ბედიც ნაადრევად გადაწყვიტეს - 38:7. კაჭარავამ ორივე ლელო საწყის 20 წუთში დადო, როდესაც სტუმართა მოლმა კარგად იმუშავა და ბოლო მომენტში მას ქართველი შუამარბი მოწყდა. მეორე ტაიმში „ენისეიმ“ საქმეში სათადარიგოები ჩართო და ისეთი ეფექტური ვეღარ იყო, მაგრამ ანგარიში მხოლოდ მის სასარგებლოდ იცვლებოდა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080737