ცოტა ხნის წინ ჩვენს საიტზე რაგბიში გახშირებულ არასპორტულ საქციელებზე, მსაჯის მიმართ დამოკიდებულების შეცვლასა და ქომაგის მხრიდან გამოვლენილ აგრესიაზე ვწერდით. სამწუხაროდ, რაგბისთვის შეუსაბამო ქმედებების გამოვლინება უფრო ხშირი ხდება და ამისი კიდევ ერთი მაგალითი არგენტინის რეგიონულ ლიგაში მომხდარი მასობრივი ჩხუბია, რომლის შემდეგ ორი მორაგბე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შეხვედრაში, სადაც სან ხუანის სარაგბო გუნდი „პერსონალ ბანკ მენდოზას“ მასპინძლობდა, ქუიანოს რეგიონის ტურნირის შემდეგ ეტაპზე გამსვლელი კლუბი უნდა გარკვეულიყო და შესაბამისად, დაძაბულობაც დიდი იყო. მორაგბეებს შორის ჩხუბი მატჩის დასრულებისთანავე, არასათამაშო სიტუაციაში ატყდა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მუშტი-კრივში სათადარიგო მორაგბეები და სტადიონზე შეკრებილი ქომაგიც ჩაება, რის შედეგად მოედანზე რამდენიმე წუთი ნამდვილი განუკითხაობა სუფევდა.
ტურნირის ორგანიზატორები ფაქტს სამარცხვინოსა და სიმხდალის გამოვლინებას უწოდებენ. მათი განცხადებით, ჩხუბის მიზეზები დადგინდება და დამნაშავეც დაისჯება.
მასპინძელთა გუნდის ხელმძღვანელობა მომხდარი ფაქტის გამო ბოდიშს იხდის:
„არ არსებობს სიტყვები, რომელიც ამ საშინელი ამბის აღწერას შეძლებს. მთელი გუნდი ბოდიშს იხდის მომხდარის გამო. მმართველმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გამოიძონ“.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში არგენტინულ რაგბიში მასშტაბური ძალადობის უკვე მეორე ფაქტი დაფიქსირდა - აპრილის დასაწყისში სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს მორაგბეს, რომელმაც წაქცეულ მეტოქეს სახეში წიხლი გამეტებით ამოარტყა.
მაისი
აპრილი
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია