ტესტ-მატჩები

13:18 | 11.05.2016 | ნანახია 1000 - ჯერ

გეტლანდი გამოცდილებას ენდობა

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეტლანდმა, ივნისის ტესტებისთვის 35-კაციანი შემადგენლობა შეარჩია. „დრაკონები“ 29 მაისს „თვიქენჰემზე“ ინგლისს ეთამაშებიან, რის შემდეგაც ახალ ზელანდიაში გაემგზავრებიან და „ოლ ბლექსთან“ 3-მატჩიანი სერია ექნებათ.

შერჩეული მორაგბეების კეპების საშუალო მაჩვენებელი, ერთ მოთამაშეზე 30-ზე მეტია და გეტლანდი მიიჩნევს, რომ ექვსი ერის მფლობელსა და მსოფლიოს ჩემპიონთან გასამართ თამაშებში, გამოცდილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.

„წინ ურთულესი ხუთი თამაში გველის და არჩევანი გამოცდილ მოთამაშეებზე შევაჩერეთ. პირველ მატჩში „თვიქენჰემზე“ ექვსი ერის გამარჯვებულს ვეთამაშებით და ეს შეხვედრა მომავალი ტურნესთვის ტონის მიმცემი იქნება. სამხრეთში ჩასულებს, „ოლ ბლექსთან“ პირველ მატჩამდე მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვექნება. სულ მსოფლიოს ჩემპიონთან სამი მატჩია დაგეგმილი, ხოლო შუა კვირაში „ჩიფსს“ შევხვდებით. მოუთმენლად ველით ტესტ-მატჩების დაწყებას, რადგან გვეძლევა შესანიშნავი შესაძლებლობა, გამოვცადოთ საკუთარი შესაძლებლობა ექვსი ერისა და მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულებთან. გამოცდილების მხრივ, ძალიან კარგი სიტუაცია გვაქვს და ვფიქრობ, ზაფხულში ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება“ - თქვა გეტლამდმა.

უელსის ნაკრები ივნისის ტესტებზე:

Forwards: Rob Evans (Scarlets), Tomas Francis (Exeter Chiefs), Paul James (Ospreys) Gethin Jenkins (Cardiff Blues), Rhodri Jones (Scarlets), Samson Lee (Scarlets), Scott Baldwin (Ospreys), Kristian Dacey (Cardiff Blues), Ken Owens (Scarlets), Jake Ball (Scarlets), Luke Charteris (Racing Metro), Bradley Davies (Wasps), Alun Wyn Jones (Ospreys), Taulupe Faletau (Newport Gwent Dragons), James King (Ospreys), Dan Lydiate (Ospreys), Ross Moriarty (Gloucester), Josh Turnbull (Cardiff Blues), Sam Warburton (Cardiff Blues, captain)

Backs: Gareth Davies (Scarlets), Rhys Webb (Ospreys), Lloyd Williams (Cardiff Blues), Gareth Anscombe (Cardiff Blues), Dan Biggar (Ospreys), Rhys Priestland (Bath Rugby), Jonathan Davies (Clermont Auvergne), Tyler Morgan (Newport Gwent Dragons), Jamie Roberts (Harlequins), Scott Williams (Scarlets), Hallam Amos (Newport Gwent Dragons), Matthew Morgan (Bristol), Tom James (Cardiff Blues), George North (Northampton Saints), Eli Walker (Ospreys), Liam Williams (Scarlets).

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081943