ტესტ-მატჩები

18:57 | 10.05.2016 | ნანახია 4366 - ჯერ

სამოა დიდი დანაკლისით და დებიუტანტებით გვხვდება

სამოას ეროვნულ ნაკრებს, ივნისის ტესტ-მატჩებზე ტრავმებისა თუ ოჯახური პრობლემების გამო 12 მორაგბე დააკლდა და მათ ნაცვლად გუნდში 12 დებიუტანტი იქნება.

2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, გუნდის თავკაცად ყოფილი „ოლ ბლექსი“ ალამა იერემია დაინიშნა, რომელიც მანამდე 2 წლის განმავლობაში ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. ახალ თანამდებობაზე მისი დებიუტი 11 ივნისს, საქართველოს ეროვნულ გუნდთან შედგება, ხოლო 18 და 25 ივნისს სამოელების მეტოქეები ფიჯი და ტონგა იქნებიან, ოღონდ ამ თამაშების შედეგებზე 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურის ბედი იქნება დამოკიდებული და შესაბამისად, უფრო დიდი დატვირთვის მატარებელია.

სანამ შემადგენლობაზე გადავალთ ორიოდე სიტყვით 45 წლის სპეციალისტს გაგაცნობთ. სამოელი იერემიამ 1992-1993 წლებში სამოას ნაკრების შემადგენლობაში 5 თამაში ჩაატარა, მერე ახალი ზელანდიის მოქალაქეობა მიიღო იქურ კლუბებში თამაშის პარალელურად, „ოლ ბლექსის“ მაისური 2000 წლამდე 30 მატჩში მოირგო და 5 ლელო გაიტანა. ალამას სამწვრთნელო კარიერა 2005 წელს დაიწყო, მაგრამ დღემდე მხოლოდ ასისტენტის თანამდებობაზე მუშაობდა. ამ მიმართულებით გამოსარჩევია სუპერ რაგბის „ჰარიკეინსში“ გატარებული 5 წელიწადი, 2014 წლიდან კი, სამოას ნაკრებშია.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, იერემიას გარდა საქართველოსთან სანაკრებო დებიუტის შანსი 12 მორაგბეს ექნება, მათ შორის ელია ელიას და დანგელო ლეუილას, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ზიმბაბვეში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის „ალაფა“ მოიგეს და 2017 წელს 12 უძლიერესს შორის, საქართველოში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს. მწვრთნელი ცოტა ხნის წინ ევროპაში იმყოფებოდა, რათა კანდიდატები საქმეში საკუთარი თვალით ეხილა და ახალი გუნდით წინდაწინ აღფრთოვანებულია.

„რაგბი ევროპის ჩემპიონთან, საქართველოსთა მატჩით სეზონის დაწყება, თანაც საკუთარი გულშემატკივრის წინაშე, მანუ სამოასთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახალი გუნდის შენებას ვიწყებთ, ძირითადი ყურადღება 2019 წლის მსოფლიო თასისკენ გვაქვს მიპყრობილი. ამ კუთხით ფიჯისა და ტონგასთან გასამართ ტესტებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გახარებული ვარ, რადგან გამოცდილი მორაგბეები შემოგვიერთდებიან და ლურჯი მაისურით ითამაშებენ. ასევე, საქმეში ვნახავთ ახალ თაობას“ - ამბობს იერემია.

სამოას ნაკრები ივნისი ტესტებზე:

Forwards: Sakaria Taulafo, James Johnson, Census Johnson, Viliamu Afatia, Jake Grey, Sam Aiono, Nuuuli Lene*, Motu Matu'u, Manu Leiataua, Seilala Lam*, Teofilo Paulo, Faatiga Lemalu, Piula Faasalele, Talaga Alofipo*, Jeff Lepa*, Jack Lam, TJ Ioane, Alafoti, Faosiliva, Faifili Levave, Oneone Faafou, Greg Foe*, Elia Elia*

Backs: Pele Cowley, Auvasa Falealii*, Dwayne Polataivao*, Tusiata Pisi, Michael Stanley, Patrick Faapale, Dangelo Leuila*, Rey Lee-Lo, Winston Stanley, Faialaga Afamasaga, Isaia Petelo*, Malu Falaniko*, Paul Perez, Faatoina Autagavaia, David Lemi, Alofa Alofa, Tim Nanai Williams, Danny Tusitala*

*აღნიშნულია უკეპო მოთამაშე

საქართველოს წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ:

George Pisi, Johnny Leota, Vavae Tuilagi, Logovii Mulipola, Ahsee Tuala, Alapati Leiua, Ken Pisi, Ofisa Treviranus, Anthony Perenise, Wayne Ole Avei, Kahn Fotuali'i, Paul Williams.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:15 | 11.05.2016
BEERTRANCE (1073)

ჩვენც გვექნება დანაკლისი, იმედია ვაჯობებთ

0.153908