ტესტ-მატჩები

19:19 | 8.05.2016 | ნანახია 1676 - ჯერ

რვა დებიუტანტი ინგლისელთა რაზმში

ინგლისის ნაკრების თავკაცმა ედი ჯონსმა 26-კაციანი რაზმი დაასახელა, რომელიც მაის-ივნისში გასამართი ტესტ-მატჩებისთვის მოემზადება. აღსანიშნავია, რომ რაზმში რვა ისეთი მოთამაშეა გამოძახებული, ეროვნულ ნაკრებში ჯერ ერთი კეპიც რომ არ მოუხვეჭიათ.

სიაშია შალვა მამუკაშვილის ყოფილი თანაგუნდელი დენი სიპრიანი. 29 წლის „სეილ შარქსის“ მგეზავი, რომელიც მომავალი სეზონიდან „უოსპსში“ ითამაშებს, 2015 წლის მსოფლიო თასს მიღმა დარჩა, რადგან ინგლისელთა მაშინდელმა თავკაცმა სტიუარტ ლანკასტერმა მისი ადგილი 31-კაციან რაზმში ვერ იპოვა.

დებიუტანტები არიან - ტიმანა ჰარისონი, ჩარლი ეველსი, ოლი დევოტო, კილი სინკლერი, ტომი ტეილორი, მაიკ ჰელი, ალექს ლივინგტონი და მიკი იანგი.

„ვარდები“ სამდღიან შეკრებას ბრაიტონში გაივლიან. 17-19 მაისს ჯონსს საშუალება ექნება 29 მაისს უელსის ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის მორაგბეები შეარჩიოს. უელსთან მატჩის შემდეგ ინგლისის ნაკრები გეზს ავსტრალიისკენ აიღებს, სადაც მასპინძელთა ნაკრებთან სამ მატჩს გამართავს (11, 18 და 25 ივნისი).

„მომავალი მატჩებისთვის მოსამზადებლად ბრაიტონი შესანიშნავი ადგილია. თვის ბოლოს „თვიქენჰემზე“ უელსთან უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის. ავსტრალიური ტურნე ჩვენთვის დიდი გამოცდილების მომტანი იქნება. ჩვენ ვიცით, რომ ავსტრალიაში უფრო მაღალ სიჩქარეებზე მოგვიწევს თამაში, ვიდრე ექვს ერში“ - აცხადებს ინგლისელთა ავსტრალიელი დამრიგებელი ედი ჯონსი.

ინგლისის ნაკრების რაზმი:

მორკინალები: დეივ ეტვუდი (ბათი), ქირან ბრუქსი (ნორთემფტონ სეინტსი), ჯეკ კლიფორდი (ჰარლექუინსი), ჩარლი ეველსი (ბათი), დილან ჰარტლი (ნორთემფტონ სეინტსი), ტიმანა ჰარისონი (ნორთემფტონ სეინტსი), პოლ ჰილი (ნორთემფტონ სეინტსი), მეტ კვესიკი (გლოსტერი), კორტნი ლევისი (ნორთემფტონ სეინტსი), ჯო მარლერი (ჰარლექუინსი), ქრის რობშოუ (ჰარლექუინსი), კილი სინკლერი (ჰარლექუინსი), ტომი ტეილორი (სეილ შარქსი);

ხაზი: მაიკ ბრაუნი (ჰარლექუინსი), ლათერ ბარელი (ნორთემფტონ სეინტსი), დენი ქეარი (ჰარლექუინსი), დანი სიპრიანი (სეილ შარქსი), ოლი დევოტო (ბათი), ჯორჯ ფორდი (ბათი), ჯონათან ჯოზეფი (ბათი), მაიკ ჰელი (სეილ შარქსი), ალექს ლივინგტონი (ლონდონ აირიში), სემესა როკოდუგუნი (ბათი), ენტონი უოტსონი (ბათი), მარლენდ იარდი (ჰარლექუინსი), მიკი იანგი (ნიუკასლ ფალკონსი).

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082716