დიდი 10

12:24 | 6.05.2016 | ნანახია 2245 - ჯერ

„არმიას“ ინდივიდუალური სასჯელები დაუმძიმდა

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ, ფოთში მომხდარი ინციდენტის გამო თბილისის „არმიას“ მწვრთნელებს, მოთამაშეებს და კლუბის წარმომადგენლებს ინდივიდუალური სასჯელები დაუმძიმა.

გამგეობაზე შეთანხმდნენ, რომ სპორტულ შედეგს ნაკლებად უნდა შეხებოდნენ და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა - „არმიას“ ქულა არ დაკლებია და შესაბამისად, ის დიდ 10-ში რჩება. შესაძლოა, კლუბს -1 ქულით მომავალი ჩემპიონატის დაწყება მოუწიოს. სრკ 5 მაისის გამგეობის სხდომის გადაწყვეტილებას 13 მაისს გამოაქვეყნებს.

მაგალითისთვის, გუნდის მთავარ მწვრთნელ ნიკო ჭავჭავაძეს, ჩვენი ინფორმაციით 3-ის ნაცვლად 9 სათამაშო კვირა მოუწევს რაგბისგან შორს ყოფნა და კიდევ 2 წელი, საქართველოს ტერიტორიაზე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ დაიკავებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სრკ-ს სადისციპლინო კომისიის საჯელი ასეთი იყო: იხილეთ -

„მსაჯის საქმეს“ გამგეობა განიხილავს


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081434