სხვა

9:56 | 5.05.2016 | ნანახია 2981 - ჯერ

მალაღურაძემ სუპერთასი მოიგო

საქართველოს ეროვნული ნაკრების მგეზავი ლაშა მალაღურაძე რუსეთის სუპერთასის მფლობელი გახდა.

30 წლის მორაგბემ ახალი კლუბის, რუსეთის ჩემპიონისა და თასის მფლობელის, „კრასნი იარის“ შემადგენლობაში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. სუპერთასისთვის ჯახში ციმბირელებმა, რომლებმაც წინასასეზონო მზადება საქართველოში გაიარეს, „სლავას“ 22:3 აჯობეს. მალაღურაძე თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და 57-ე წუთზე გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

„კრასნი იარმა“ ანგარიში ჯარიმით გახსნა და შესვენებამდე ორი ლელო გაიტანა, ხოლო 57-ე წუთზე 22:0 დაწინაურდა. „სლავამ“ მატჩის მიწურულს შეძლო ერთადერთი ჯარიმის გატანა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086644