საქართველოს ნაკრების მეორეხაზელ კოტე მიქაუტაძეს, ტოპ 14-ის განვლილ ტურში, "რასინგთან" სტუმრად 21:20 მოგებულ შეხვედრაში, 78-ე წუთზე დასისხლიანებული თანაგუნდელის ნაცვლად მოუწია მოედანზე დაბრუნება.
მანამდე კოტემ რაღაც იტკინა და შეცვლის შემდეგ პირდაპირ გასახდელს მიაშურა. როგორც ჩანს, გამოცვლაც დაწყებული ჰქონდა როცა უთხრეს თამაშში ბრუნდებიო და... გამაშების ჩაცმის დრო აღარ იყო. ეს არ გამორჩათ ფრანგ ტელე-ჟურნალისტებს და ნამატჩევს 2-მეტრიანი გოლიათის "ფეხშიშველა" ვოიაჟს სპეციალური სიუჟეტი მიუძღვნეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია