რუმინეთის თასის მეშვიდე რაუნდში, მიხეილ არჩუაშვილის ბუქარესტის „სტიაუა“ ისვენებდა, ხოლო მისი თანაქალაქელი „დინამო“ ბიძინა სამხარაძის „ბაია მარეს“ დაუხვდა.
სტუმართა გუნდის ქართველი კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო, „ბაია მარემ“ დიდი ბრძოლა გადაიტანა და გამარჯვება ბოლო წამებზე დადებული ლელოთი მოიპოვა. მასპინძლები საწყის ნახევარ საათში ტონგელი ლიუელ სიმოტას მიერ გატანილი სამი ჯარიმით დაწინაურდნენ, მაგრამ მერე ლელო და გარდასახვა, ხოლო ბოლო წუთზე ჯარიმა გაუშვეს - 9:10.
მეორე ტაიმი პირველის მსგავსად, „დინამოს“ შეტევებით დაიწყო, 5 წუთში ლელო დადეს და გარდასახვა გამოიყენეს, ხოლო 66-ე წუთზე ჯარიმით 9-ქულიანი უპირატესობა დაიბრუნეს. მაგრამ დასკვნითი 10 წუთი „ბაია მარემ“ კვლავ ძლიერად ჩაატარა, ლუკ სამოამ ჯერ ჯარიმით შეამცირა ჩამორჩენა, 3 წუთში ლელო დადო და თავადვე გარდასახა - 19:20. თამაშის განახლებისთანავე მასპინძლებმა ჯარიმით უპირატესობა დაიბრუნეს და თითქოს გამარჯვებაც დაიბევეს, მაგრამ გაწითლებულ დროზე სტუმართა ფიჯელმა მგეზავმა ტანიელა მარავუნავასავასამ ლელო დადო და სამოამ გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 27:22 „ბაია მარეს“ სასარგებლოდ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია