ავად თუ კარგად, ქართულმა რაგბმა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა 1989 წელს დაიწყო და მრავალი წინაღობის, გაჭირვებისა და პრობლემის დაძლევის შემდეგ, იქამდეც კი მოვიდა, რომ მსოფლიოს სარაგბო ქვეყნების ჟურნალისტები თუ გულშემატკივარი აალაპარაკა - ქართველები ელიტაში გარევას იმსახურებენ, „6 ერის“ კარი გაუღეთო.
მართალია „რაგბის მამები“ ჯერ კიდევ ჯიუტობენ, თუმც განწყობა არსაიდან ნამდვილად არ შექმნილა. ამ ყველაფერს დიდი შრომა დაჭირდა... ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული მწვერვალისაკენ და ჩვენი მიზანი - ნამდვილ სარაგბო ქვეყნად ჩამოყალიბება რომ ჰქვია, თითქოს შორს აღარცაა.
და ამ დროს, ფოთში 27 მარტს, ვიღაც ხელის ერთი მოსმით ამ ყველაფერს წყალში ყრის... შეიძლება ვინმეს კითხვა გაუჩნდეს, ფოთის გახმაურებული ინციდენტი რა კავშირშია იმ მონაპოვართან, რომელიც „ბორჯღალოსნებმა“, რაგბის კავშირმა და გულშემატკივარმა ერთად ძლივს შეაკოწიწაო. კავშრირშია და თანაც როგორ! რაგბი ფასეულობების და ტრადიციების სპორტია, სადაც არბიტრი უფალია მოედანზე. მასთან კამათი და შეპასუხებაც ცუდი ტონია - „არარაგბულია“... და ქვეყანაში სადაც გვინდა რომ ვთქვათ - „რაგბი ჩვენი თამაშია“... მსაჯს მოულოდნელად ფეხზე ჭრილობა უჩნდება.
ცოტა ხნის წინ, მსაჯთან დაკავშირებით ინციდენტი საფრანგეთშიც მოხდა. სილვერ ტიანი რეფერის ცემით დაემუქრა და მასზე გაიწია, რისთვისაც 35 წლის მორაგბე 14-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, კლუბს კი, 10 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა. კლუბი უფრო მძიმედაც დაისჯებოდა, მაგრამ მოვლენებს დაასწრო და კენიელი გუნდიდან მოკვეთა.
გულშემატკივრებს ნამდვილად არ გვსურს ვიღაცამ ასე მარტივად მოისროლოს ქართული რაგბი 90-იან წლებში, ჯერ კიდევ მყარად რომ ვერ ვიდექით ფეხზე. ის, რაც ფოთში მოხდა, მთელი ქართული სარაგბო სამყაროს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია!
საქართველოს რაგბის კავშირმა აღნიშნულ საკითხზე 5 მაისს ჩანიშნა სპეციალურად მოწვეული გამგეობის სხდომა, გულშემატკივრები კი, ინტერესით ველოდებით შედეგს. ამჟამად ქართული რაგბი ბეწვის ხიდზე გადის - ან გადარჩება, ან ახლიდან მოგვიწევს ძველი, დაჭაობებული და ურთულესი გზის დაძლევა.
ავტორი: გიორგი მერმანიშვილი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Mari Dato
ჰოდა ეგეთი გამწარებები და არასარაგბო საქციელები არ უხდება ამ დალოცვილ თამაშს.
ნაკრების წევრი უნდა იყოს სამაგალითო,მისაბაძი პიროვნება.
ნერვებს ვინც ვერ თოკავს,აგერ მიტინგები რომ დაიწყება იქაა მაგის ასპარეზი,თან ფართო ძაან.
კივილი,წივილი და გამიშვი-დამაკავე მიუღებელია ბატონო.
მაგისთვის არსებობს სასჯელი მკაცრი.
სხვა დანარჩენისთვის კიდევ რავიცი-მასტერკარდები,ჩიპსები და ათასი რამე...(ეს ისე ხუმრობით)
მარტო აფციაური რომაა გაგიჟებული ხედავთ?სხვა მორაგბეებს დააკვირდით,არცერთი აგრესიული,ყველას ჩვეულებრივი თამაშის შემდგომ დაღლილი სახე.ამიტომ უნდა დააოკონ სანამ დროა,თორემ იმდენი გამოჩნდებიან ცოტა ხანში მერე აზრი აღარ ექნება და დიდ დომხალად გადაიქცევა დიდი 10.
მარტო აფციაური რომაა გაგიჟებული ხედავთ?სხვა მორაგბეებს დააკვირდით,არცერთი აგრესიული,ყველას ჩვეულებრივი თამაშის შემდგომ დაღლილი სახე.ამიტომ უნდა დააოკონ სანამ დროა,თორემ იმდენი გამოჩნდებიან ცოტა ხანში მერე აზრი აღარ ექნება და დიდ დომხალად გადაიქცევა დიდი 10.